23

33 9 2
                                    

დღეს ის დღეა რომლის დადგომაც ასე არ მინდოდა! ერთი სული მაქვს მალე დასრულდეს ყველაფერი და მეც თავისუფალი ვიყო. ხომ შეიძლება მე არ დავხვდე?! ხომ შეიძლება მე არ შემეხოს მისი ჩამოსვლა?! არ შეიძლება?!

ერთი რამ მინდა! ახლა ამ ამომენტდი! რომ მან ვერ მიცნოს! ვერ მიცნოს და არ გაიხსენოს წარსული! მეზიზღებააა!

ეს ცემი ისტერიკა დილით დაიწყო. როცა ნამჯუნმა დამირეკა და მითხრა დღეს ჩამოდის ჯეონ ჯანგუკი და უნდა დავხვდეთო მეც სხვა გზა არ მქონდა, ბევრი ვეხვეწე რომ ჩემს მაგივრად სხვა დახვდომოდა, მაგრამ ნამჯუნს რამეს გადააფიქრებინებ? ეს საშინელებაა! ვაიმე როგორ მინდა რომ არ მიცნოს! საერთოდ არ გავახსენდე! ხომ შესაძლებელია?!

ნამჯუნმა მითხრა რომ კომპანიაში ვყოფილიყავი და იქ მოვიდოდნენ. მეც ახლა ვზივარ და ველოდები წარსულს რომელიც ძლივს დავივიწყე! მაგრამ რატომ ვნერვიულობ ასე? ის ჩემთვის ხომ არავინ ყოფილა?! არც შეყვარებული და არც ქმარი! მაგრამ მაინც გული სხვანაირად ძგერს, როცა მასზე ვფიქრობ ეს საშინელება. ვნერვიულობ მის რეაქციაზე საერთოდ ყველაფერზე!

-ოც წუთში აქ იქნებიან_ გადმომჩურჩულა ერთ ერთმა ნამჯუნის გოგომ.

ეს ოცი წუთი ჩემთვის წამება იქნება, ეს ოცი წუთი ძალიან საშინელი იქნება. ასე არასდროს არ მინერვიულია! წარმოგიდგენიათ?! ამდენი შეძელი ჯანგუკ?! ჩემი აფორიაქებაც კი გამოგივიდა თან ძალიან კარგად! მეშინია რეაქციის! ძალიან მეშინია! რა რეაქცია ექნება რომ გაიგებს მე აქ ვმუშაობ! კარგი რა ნიკი საერთოდ დაიკიდე! ის შენთვის არავინ იყო!.

მაგრამ

შენ ის გიყვარდა!

აი ეს გაფორიაქებს! აი ეს არის საშინელება! აი ეს მხოლოდ ეს!

⬛⬜⬛⬜⬛⬜⬛⬜⬛⬜⬛⬜⬛⬜⬛⬜⬛⬜

-ანუ თანახმა ხართ?_ იკითხა ნამჯუნმა, თან სახეზე მკვეთრი ღიმილი ეტყობოდა.

მახინჯი სიყვარული...♡Where stories live. Discover now