ანგელოზის სახე🤍

102 8 12
                                    

ისევ სიცივე, და ისევ ეს წამლის მძაფრი სუნი. უკვე აღარ შემიძლია. ორი დღე არა საავადმყოფოში არამედ ჯოჯოხეთში ვიყავი და ვარ კიდეც. უბრალოდ მინდა წასვლა ჩემს სახლში..

თვალი დახუჭული მაქვს და ვფიქრობ რა იქნება მომავალში, რა ვუთხრა ივის, ის მაინც ხომ პატარა.
არც კი მიდიქრია მასზე საშინელი ადამიანი ვარ საშინელი..

მესმის კარის ხმა, თავს ძალას ვატან და თვალებს ვახელ და ვხედავ ისევ ამ ექიმს, თითქის ყოველ ერთ საათში შემოდიოდა და მამოწმებდა როგორ ვიყავი.

- ნიკიტა როგორ ხარ?_ მკითხა და ფართოდ გამიღიმა

- უკეთესათ _ თავს ძალა დავატანე და გავუღიმე.

- მოკლედ იცი რომ დღეს გაგწერთ_ თქვა მხიარულად და სკამზე ჩამოჯდა

- ხო ეგ ვიცი..._დავადასტურე მეც

- ეგ ძალიან კარგი, ახლა მე გამოგიწერ წამლებს რომელიც უნდა მიიღო ჭამის შემდეგ, და თავს გაუფრთხილდი ოცი წლის გოგომ თვითმკვლელობა არ უნდა სცადოს!_ თქვა მკაცრად და თვალებში შემომხედა.

- ეგ ჩემი პირადია..._ არ მიყვარს როცა ჩემს პირადს ვიღაც უცხო განიხილავს.

- ვიცი მაგრამ გთხოვ თავს გაუფრთხილდი ჯერ ცხოვრება წინ გაქვს..._ ამოიოხრა და რეცეპტის დაწერა გააგრძელა

- გმადლობთ რჩევისთვის_ უხეშად არ ვაკლებდი

გაეღიმა. ბოლოს რაღაც დაწერა და ფურცელი მაგიდაზე დადო შემდეგ რაღაცას მიუბრუნდა და იმის წერა დაიწყო, როცა დაასრულა მომიბრუნდა და ბითხრა:

- შეგიძლია მოწესრიგდე და წახვიდე _ოდნავ პაუზა გააკეთა და შემდეგ გააგრძელა საუბარი_ თავს გაუფრთხილდი და ისევ ის სისულელე არ გააკეთო დამიჯერე!_ თქვა და ოთახი დატოვა

ისევ მარტო დავრჩი, შეიძლება ახლა ამ ექიმზე ვბრაზდებოდე მაგრამ სიმართლე მითხრა, სიმართლე რომელიც ჩემთვის ძალიან მწარეა. და ამას ვერსად გავექცევი.

მახინჯი სიყვარული...♡Where stories live. Discover now