7

100 14 0
                                    

ორივე ამ ფიქრებში გართული ისე ავიდა მთის წვერზე ვერც კი გაიაზრეს,

- ბავშვებო აქ შევისვენებთ,

ყველამ მოიხსნა ზურგჩანთა და ძირს დასხდნენ, ძალიან დაღლილები, თეჰიონი ხეს მიეყრდნო და ჩანთა გახსნა, ამ დროს ჯონგუკმა წყლის ბოთლი მიაწოდა,

თ- არ მინდა
ჯ- დალიე ძალიან დაღლილი ხარ
თ- ხომ გითხარი არ მინდათქო!

ხელი აუკრა და ბოთლი გადააგდებინა, ყველამ მათ დაუწყო ყურება, გაბრაზებული თეჰიონი წამოდგა და იქაურობას მოსცილდა, ამ დროს ჯონგუკიც უკან გაჰყვა,

ჯ- თეჰიონ.... კიმ თეჰიონ ( დაუყვირა) გაჩერდი და დამელაპარაკე!

თ- იმის გამეორებით დავიღალე რომ თავი დამანებო ჯონგუკ, უბრალოდ.... შემეშვი,

ჯ- ის მაინც მითხარი ასე რატომ იქცევი, შენი მოგონილი მიზეზი არ მჭირდება! რეალური მიზეზი მითხარი რატომ აკეთებ ამას, გავიგე რომ არ მოგწონვარ, გავიგე რომ წუხდები მაგრამ წუხანდელ თეჰიონს ვერ დავივიწყებ, მაშინ სულ სხვა იყავი,

თ- უბრალოდ.... ეს.... ეს დაიჯერე, გთხოვ... არ მინდა ამის გაკეთება გესმის?   ეს არც ჩემთვის არის ადვილი ჯონგუკ, რადგან....

ჯ- რადგან რა ამოღერღე ბოლოსდაბოლოს რა მიზეზი გაქვს! ( დაუყვირა)

თ- სადაც არ უნდა წავიდეთ რამდენიმე თვეზე მეტი არ ვრჩერდებით, აქედანაც მალე წავალთ, აღარ მინდა ისეთი ადამიანის შეყვარება ვისი მიტოვებაც მომიწევს ამიტომ გთხოვ ჩემგან თავი შორს დაიჭირე!

მიტრიალდა და გზა გააგრძელა, მისი თვალები ცრემლით აივსო, და ნაზად დაიწყო ჩამოდინება, მეტად დასევდიანებული და მეტად გულნატკები ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ მის მშობლებს, შეეწყვიტათ მუდამ ასე სიარული და მას ჰქონოდა შანსი საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფილიყო,

ჯ- რა? რა თქვა? ვერ მივხვდი რას გულისხმობს, სად უნდა წავიდეს, ჯანდაბა ჯონგუკ..... ჯანდაბა რა იდიოტი ხარ!

თეჰიონს უკან გაჰყვა, და მალევე ტყეში აღმოჩნდნენ,

ჯ- თეჰიონ სად ხარ? ( ეძახის)

მაგრამ თეჰიონი არ ჩანს,

თ- მგონი დავიკარგე, ამის დედაც....

" შემიყვარე კიმ თეჰიონ "    ( +18 )Where stories live. Discover now