22

65 10 0
                                    

ერთი თვის შემდეგ
---------------------------------------------

- ბატონო თეჰიონ
თქვენთვის განსაკუთრებული საჩუქარი მაქვს,

რამდენიმე ნახატი შემოიტანეს,

- ვიცი რომ ხატვა გიყვართ, ეს ჩემი საჩუქარია თქვენთვის და კიდევ ერთი რაღაც..... ესეც გამომართვით( მოსაწვევი მიაწოდა ) ხვალ ჩემი ნამუშევრების გამოფენაა იმედია გვეწვევით

- ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნამჯუნ ძალიან გამახარეთ, აუცილებლად მოვალ (თავი დაუკრა და ჩაის სმა გააგრძელა,)

მეორე დღე
-----------------------------
- ძალიან კარგად გამოიყურები ეს კოსტიუმი ძალიან გიხდება
- ჯეი ზედმეტად ოფიციალური ხომ არ არის?
- არა მაგრად გამოიყურები, მეჩვენება თუ ნერვიულობ
- რატომ უნდა ვნერვიულობდე?
- არვიცი, უბრალოდ ანერვიულებულად გამოიყურები
- ბევრს ნუ ლაპარაკობ ( ჰალსტუხი გამოართვა და გაკეთება დაიწყო)

გამოფენა
--------------------------------
- ბატონო თეჰიონ ძალიან გამიხარდა რომ მობრძანდით, ( მისკენ ღიმილით წავიდა და ხელი ჩამოართვა )
- ყოველთვის სასიამოვნოა მსგავსი ადგილების მონახულება,
- მოხარული ვარ, თავს აღარ მოგაწყენთ ნამუშევრებით დატკბით

ორივემ თავი დაუკრა ერთმანეთს და შემდეგ თეჰიონმა მარტომ გააგრძელა ნამუშევრების დათვალიერება, მალევე კი მიადგა ულამაზეს ნახატს სადაც მზის ჩასვლას იყო აღბეჭდილი, თვალს ვერ სწყვეტდა, უცბათ მის გონებაში ელვის სისწრაფით იმ მოგონებებმა გაირბინა როდესაც ჯონგუკმა ის ხატვის ოთახში წაიყვანა, მაშინაც ნახა ნახატი სადაც მზის ჩასვლა იყო,

უყურებდა და ადგილიდან არ ინძრეოდა, ნახატს თვალს ვერ სწყვეტდა,

- როგორც ჩანს ხატვა ისევ მოგწონს
( უკნიდან ჯონგუკის ხმა გაიგო )

მიტრიალდა და გაკვირვებულმა დაუწყო ყურება,

- ჯონგუკ?
- მზის ჩასვლა...... ეს ისევ მოგწონს?
- კი.....
- ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ ერთმანეთს აღარ ვნახავდით მაგრამ როგორც ჩანს ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს
- ხომ როგორც ჩანს ასეა... ( თავი დახარა და წასვიდა )

- თეჰიონ
- ჯეი რატომ დააგვიანე?

ჯონგუკმა მათი ხმა რომ გაიგო მაშინვე გაიხედა,

- მაპატიე საშინელი საცობი იყო
- ხომ გითხარი რომ ერთად წავიდეთთქო
- ხო მაგრამ სახლშიც საქმე მქონდა, ახლა ხომ აქ ვარ,
- როგორც ყოველთვის ( იცინის )
- ჰალსტუხი რანაირად გიკეთია ( გასწორება დაიწყო)
- ხომ იცი ნორმალურად არასდროს გამომდის
- აჰ არაუშავს ისწავლი ( იცინიან ) წავალ რამე სასმელს მოვიტან და შემდეგ დავათვალიეროთ
- კარგი გელოდები

ჯონგუკმა ვეღარ მოითმინა და თეჰიონთან მივიდა

- შენმა შეყვარებულმა დაიგვიანა და ამის გამო გაბრაზდი?  რა საყვარელი ხარ ( დამცინავად იღიმის )
- ჩემი შეყვარებული არ არის და არც გავბრაზებულვარ
- ხო? ( კისრის ტრიალი დაიწყო)  აბა ვინ არის?
- ეჭვიანობ?
- მე? საერთოდ არა!
- მაშინ რატომ ინტერესდები ვინ არის
- უბრალოდ მაინტერესებს, როგორც ჩანს ერთმანეთთან ახლოს ხართ
- კი საკმაოდ ახლოს ვართ
- ანუ ერთად ხართ
- შენ რა დაყრუვდი? ერთად არ ვართთქო
- მაშინ მითხარი ვინ არის
- ისევ ისეთი ბავშვური ხარ ჯონგუკ ( იღიმის )
- ასე ნუ მიღიმი!
- ასე ნუ იქცევი! ზედმეტად მაბნევ!
- ისეთს არაფერს ვაკეთებ
- როგორ არა! ჩემს გამო ნერვიულობ, მკურნალობის თანხას იხდი და  ეჭვიანობ.  ამით ძალიან მაბნევ ჯობს შეწყვიტო!

ჯონგუკმა შიგნიდან ენა ლოყაზე მოისვა, თავი გვერდით გადასწია გაუღიმა და გვერდით გაუარა,

- თეჰიონ ის ბიჭი ვინ იყო?
- ჯონგუკი
- რა? კარგად ხარ? ამდენი წლის შემდეგ როგორ შეხვდით ერთმანეთს?
- სათითაოდ მკითხე,
- რატომ მოვიდა?
- როგორც ჩანს საერთო ნაცნობები გვყავს
- რა გითხრა?
- არაფერი სერიოზული
- კარგი რა მითხარი
- არვიცი ხან მგონია ისევ ვუყვარვარ, ხან კი მგონია რომ საშინლად ვძულვარ....


" შემიყვარე კიმ თეჰიონ "    ( +18 )Where stories live. Discover now