23/23

99 12 2
                                    

ისევ ერთად....
--------------------------------------
გამოფენის შემდეგ თეჰიონი და ჯეი ერთად წავიდნენ თეჰიონთან სახლში,

- რამეს დალევ?
- კი რამე ცივი მომიტანე
- კარგი

თეჰიონი სამზარეულოში გავიდა თუ არა ჯეიმ მისი მობილური აიღო და ჩაწერილ ნომრებში ჯონგუკის ნომერი იპოვა, თვითონ ჩაიწერა და თეჰიონის მობილური ისევ თავის ადგილას დააბრუნა,

- გამომართვი მხოლოდ ეს მქონდა მაცივარში ( გაზიანი სასმელი მიაწოდა)
- ხო არაუშავს მთავარია რომ ცივია, საპირფარეშოში გავალ
- კარგი

საპირფარეშოში გავიდა თუ არა მობილური ამოიღო კარტა შეცვალა და ჯონგუკთან სმს გააგზავნა,

" ტბასთან შევხვდეთ ეს სასწრაფოა, ( თეჰიონი) "

იგივე შეტყობინება თეჰიონის ნომერზეც გააგზავნა ჯონგუკის სახელით და საპირფარეშოდან გამოვიდა,

- ჯონგუკმა მომწერა
- რა? მართლა? რა მოგწერა?
- ტბასთან შევხვდეთ სასწრაფოაო
- ძალიან კარგი წადი ( მოსაცმელი მიაწოდა, ხელი მოკიდა სავარძლიდან წამოდგომაში დაეხმარა და კარებამდე მიიყვანა, გააღო თუარა მაშინვე ხელი კრა და კარი დაუხურა)
- რა ჯანდაბა სჭირს? ჰეი მანქანის გასაღები მაინც მომაწოდდე ( დაუყვირა)

მანაც კარი გაუღო გასაღები ესროლა და ისევ დაუხურა

- სულ გაგიჟდა ( თავი გააქნია და წავიდა )

ტბასთან მისულს ჯონგუკი დახვდა,

- რა მოხდა? ( ორივემ ერთხმათ იკითხა )

- ჯერ შენ მითხარი
- არა ჯერ შენ
- მე არაფერი მაქვს სათქმელი
- არც მე
- აბა აქ რატომ დამიბარე?
- მე კი არა შენ დამიბარე
- მე?
- ხო შენ
- სულაც არა, პირველმა შენ მომწერე
- მე კი არა შენ მომწერე

ორივე რამდენიმე წამით გაჩუმდა, უცბათ კი სიცილი დაიწყეს,

- ამას ვერასდროს შევწყვეტთ ხომ ასეა?
- ალბათ კი
- ჯონგუკ ( მიუახლოვდა ) ჩემს მიმართ გრძნობები ისევ გაქვს?
- ასე უცბათ რა მოხდა?
- უბრალოდ მიპასუხე

- არ ვიცი ამას რა შეიძლება ვუწოდო,
რამდენადაც მიყვარხარ და შენთან სიახლოვის სურვილი მკლავს იმდენად მძულხარ და შენგან შორს ყოფნა მინდა, თავადაც ვერ ვიგებ ჩემში რა ხდება, არეული ვარ სიბრაზე, სიძულვი, სიყვარული და მონატრება ჩემში ერთმანეთს ებრძ....

ბოლომდე არ დაამთავრებინა და აკოცა, კოცნაში ჯონგუკიც აჰყვა, წელზე ხელები მოჰხვია და მთელი გრძნობით აკოცა,

- მინდა შენი სიძულვილი და სიბრაზე გავაქრო, მინდა ძველებურად თავს მაბეზრებდე და ძველებურად მიღიმოდე, რაც სკოლიდან გადავედი ბევრჯერ ვცადე სუიციდი.....
შენი მონატრება ყოველ ჯერზე მეტად მტკენდა, მინდოდა გავმქრალიყავი, მინდოდა ეს ტკივილი დასრულებულიყო მაგრამ..... ის ყოველ დღე უარესდებოდა, შენს გარეშე გატარებული დღეები უფერული და ცივი მეჩვენებოდა, ჩემი თვალები და გონება ყველგან შენ გეძებდნენ, ამ გრძნობას ყოველთვის თავს ვარიდებდი და სიყვარულში გამოტყდომისაც მეშინოდა, რადგან მეგონა რომ ეს სამუდამოდ არ გაგრძელდებოდა,
ჯონგუკ...... შენ ხარ ერთადერთი ადამიანი ვინც ჩემს ცხოვრებაში მინდა....... მიყვარხარ და ეს არასდროს შეიცვლება........

მათი თვალებიდან ცრემლები ნაზად მოედინებოდა, ორივეს გული გამალებით ცემდა, თეჰიონს ეშინოდა რომ ჯონგუკი მას სამუდამოდ მოიცილებდა საკუთარი ცხოვრებიდან და ანერვიულებული ელოდებოდა მის პასუხს

- როდესაც სხვასთან გხედავ სუნთქვა მეკვრის, მაგ დროს საშინლად მძულხარ.....( ნელნელა უახლოვდება თეჰიონს) როცა სხვა გელაპარაკება ან გეხება მისი მოკვლის სურვილი მიჩნდება......
შენ მხოლოდ ჩემი უნდა იყო თეჰიონ.... მხოლოდ ჩემი საკუთრება!

- მხოლოდ ჩვენ.....

მისკენ მიიზიდა და ისევ ვნებიანად აკოცა, ამას კი თეჰიონის მეგობარი ჯეი შორიდან უყურებდა,

- როგორც იქნა ორივეს ტანჯვა დასრულდა............

___^_______^_____________^______^__

დასასრული.......♡♡

მადლობა რომ წერის გაგრძელების მოტივაციას მაძლევდით♡

☆ იმედია კითხვით ისიამოვნეთ ☆


You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 14 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

" შემიყვარე კიმ თეჰიონ "    ( +18 )Where stories live. Discover now