უცბათ მობილურის ზარის ხმა გაიგეს,

- შენია?
- არა ჩემი არარის, არც შენია?
- არა

თეჰიონი წამოდგა და ზარის ხმას მიჰყვა, მაგიდაზე ჯონგუკის მობილური დაინახა,

- (დეჯი)

მალევე კი კარებზე ზარის ხმა გაისმა, ორივემ სწრაფად ჩაიცვეს და თეჰიონი კართან მივიდა, ტანზემოთ შიშველი იყო, კარი გააღო თუ არა წინ ჯონგუკი დახვდა, თავი ქვემოთ ქონდა დახრილი

- ტელეფონი დამრჩა

ახედა და რომ დაინახა მაისური არ ეცვა მაშინვე შიგნით შევარდა, ჯიმინი კი მაგ დროს შარვლის ქამარს იკრავდა,

- აქ რა ჯანდაბა ხდება! ( დაიყვირა )
- ეგ შენ არ გეხება ( ჯიმინმა გმაყოფილმა უპასუხა)
- ყველაფერს აგიხსნი ( თეჰიონმა ანერვიულებული ხმით უთხრა)
- მგონი ახსნა საჭირო არ არის ყველაფერი გასაგებია, ( მაგიდაზე დადებული მობილური აიღო და სწრაფადვე მოშორდა ოქაურობას)

თეჰიონმა თავზე ორივე ხელი მოისვა, ფეხი სავარძელს დაარტყა და თავი ჩაღუნა, ღრმა და განერვიულებული სუნთქვით იატაკზე დაჯდა

- ასე რატომ განიცდი?
- ჯიმინ ახლა ახსნის ხასიათზე არ ვარ
- თუ თქვენ შორის არაფერია მაშინ არც უნდა ნერვიულობდე,

მასთან მივიდა და გვერდით მიუჯდა,

- მგონი ეს არ უნდა გვექნა....
- არ მითხრა რომ ნანობ
- ეს.... იმის ბრალია რომ ბევრი დავლიეთ
- მაგრამ მე შენს მიმართ დიდი ხანია გრძნობები მაქვს,
- რატომ არ მითხარი აქამდე
- მეშინოდა
- რის?
- შენი დაკარგვის.... მეშინოდა რომ ჩემი გრძნობების გამხელის შემდეგ დაგკარგავდი, ეს არ მინდოდა....
- დღეს ორივემ დავუშვით გამოუსწორებელი შეცდომა,
- შენ თვლი რომ ეს შეცდომა?
- ვთვლი რომ ეს არ უნდა მომხდარიყო, არასდროს....
- ახლა რა იქნება?
- არ ვიცი ყველაფერი აირია
- შენ არ გრძნობ ჩემს მიმართ იგივეს ხომ ასეა
- მაპატიე მაგრამ.... არ ვიცი ამდენ წლიანი მეგობრობის მერე ეს რატომ გავაკეთე, ხომ იცი როცა ვსვავ უამრავ სისულელეს ვაკეთებ მაგრამ ეს მართლა შეცდომა იყო ჯიმინ...
- მე შეცდომათ არ ვთვლი, დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე მქონდა ამიტომ გთხოვ თეჰიონ ეს აღარ გაიმეორო,
- არ ვიცი ამის შემდეგ როგორც გავაგრძელებთ ურთიერთობას, და ეს ჩემი ბრალია
- შენი ბრალი არა რის ამას ნუ ამბობ
ცუდი არაფერი მომხდარა დამიჯერე
- მაგრამ მე არ მაქვს შენს მიმართ გრძნობები, ჯონგუკი მომწონს ამაში მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ დავრწმუნდი, თითქოს სამუდამოდ დავკარგე, თავს საშინლად ვგრძნობ, არ ვიცი რა გავაკეთო
- ხომ თქვი რომ მის მიმართ გრძნობები არ გქონდა
- მინდოდა რომ ასე ყოფილიყო, თავს ვაჯერებდი რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი მაგრამ ახლა.... მგონია რომ დავკარგე

- ჩემზე უკეთ არავინ გიცნობს, ჩემზე მეტად არავის ეყვარები, დაივიწყე ის და გთხოვ ვცადოთ ერთად ყოფნა,
- ამის გაკეთება არ შემიძლია
- მაგრამ არც მასთან ყოფნა შეგიძლია ხომ ასეა
- ასეა.... ( მისი თვალები ცრემლებით აივსო)

თეჰიონი ფეხზე წამოდგა და ჯიმინს უთხრა

- ახლა მარტო ყოფნა მჭირდება
- კარგი მე წავალ ხვალ გნახავ ( მოწყენილი ტონით უპასუხა და წავიდა)

თეჰიონმა მობილური აიღო და ჯონგუკთან სცადა დარეკვა მაგრამ მობილური გათიშული ჰქონდა,

- ჯანდაბა ამის დედაც ( ძლიერად ისროლა და კედელს მოარტყა)
ამას ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ!

" შემიყვარე კიმ თეჰიონ "    ( +18 )Where stories live. Discover now