18

53 11 0
                                    

უკვე დილააა თეჰიონი სკოლაში წასასვლელად მოემზადა, ჩანთა აიღო და სახლის კარები გააღო გასასვლელში კი ჯიმინი დახვდა, მანქანაზე იყო მიყუდებული და ხელზე გაკეთებულ საათს უყურებდა,

- ცოტა დრო გვაქვს
- აქ რას აკეთებ?
- სკოლაში წაგიყვან
- საჭირო არ არის
- შეიძლება არარის მაგრამ მინდა
- აჰჰჰ კარგი...

მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ, სკოლაში მივიდნენ, ორივე მანქანიდან და გადმოვიდნენ, ჯიმინმა თეჰიონს მხარზე მოკიდებული ზურგჩანთა გაუსწორა და გაუღიმა,

- ამას ნუ აკეთებ გთხოვ
- მაპატიე თავის შეკავება მიჭირს,
- ვფიქრობ ჩვენი ხშირი შეხვედრაც არ არის კარგი
- მე მაინც ვეცდები

თეჰიონი შეტრიალდა და გზა გააგრძელა ჯინმა კი უკნიდან მოაძახა

- გაკვეთილებს რომ მორჩები სახლში მე წაგიყვან

თეჰიონმა ხმის ამოუღებლად გააგრძელა გზა, კლასში რომ შევიდა მაშინვე ჯინგუკის ძებნა დაიწყო თვალებით, თავის ადგილას დაჯდა მაგრამ მის გვერდით ჯონგუკის ჩანთა არ იდო, მთელი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, არც თეჰიონის ზარებს პასუხობდა, რამდენიმე დღე სკოლაში არ უვლია ზედმეტად ანერვიულდა კლასელს მისი მისამართი სთხოვა და წავიდა,

მალევე მისი სახლის წინ აღმოჩნდა, კარის წინ იდგა და ყოყმანობდა, არ იცოდა როგორ აეხსნა, არ იცოდა რა პასუხს მიიღებდა და ან საერთოდ თუ მოინდომებდა ჯონგუკი მის მოსმენას,

როგორც იქნა გაბედა და კარზე ზარი დარეკა, კარი ქალმა გაუღო...

- გამარჯობა
- გამარჯობა მე კიმ თეჰიონი ვარ ჯონგუკის კლასელი, დღეს სკოლაში არ მოსულა ვიფიქრე მოვინახულებდი
-მე მისი დედა ვარ, ანუ თეჰიონი შენ ხარ... სასიამოვნოა შენი გაცნობა შიგნით შემოდი თავის ოთახშია

თეჰიონი შიგნით შევიდა, ჯონგუკის დედამ საძინებლამდე მიაცილა და თვითონ სამზარეულოში გავიდა, კარზე ხელის კანკალით დააკაკუნა,

- დედა ხომ გითხარი მარტო ყოფნა მინდათქო

თეჰიონმა კარი შეაღო და შიგნით შევიდა, ჯონგუკი საწოლზე იწვა,

- ჯონგუკ

თეჰიონის ხმა რომ გაიგო მაშინვე წამოხტა,

- აქ რას აკეთებ? წადი
- წუხელ რაც მოხდა ეს....
- წადითქო! არაფრის მოსმენა მინდა!
- უნდა მომისმინო! ( დაიყვირა )
- რას გინდა რომ მოვუსმინო როგორ გქონდათ შენ და ჯიმინს სექსი? მაგის მოსმენა არ მინდა! უკვე გასაგებია რატომაც არ გინდოდა ჯიმინს იმის შესახებ გაეგო რაც ჩვენს შორის ხდებოდა! უკვე ყველაფერი მორჩა, მე მართლა მომწონდი თეჰიონ და ამას შენც ხვდებოდი!

- ვიცი ჩემი შეცდომაა, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს არ უნდა მომხდარიყო, ვიცი რომ არ გამოსწორდება ისიც ვიცი რომ არ მაპატიებ....

- მაშინ აქ რას აკეთებ? რატომ მოხვედი? ჩემს გრძნობებზე სათამაშოთ?

- აქ.... იმის სათქმელად რომ.... შენი წასვლის შემდეგ გავაცნობიერე რომ ჩემთვის ძვირფასი იყავი,

თავი დახარა ცრემლებს ორივე ძლივს იკავებდა, თეჰიონი შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა, გაჩერდა და უკან გახედვის გარეშე ჯონგუკს უთხრა....

- სკოლაში იარე იქ მე აღარ დაგხვდები... ამიტომ სწავლას მიხედე....

კარი გაიხურა და წავიდა,

- რას ნიშნავს იქ აღარ დამხვდება?

საწოლზე ჩამოჯდა და ცრემლები წამოუვიდა, ბალიშებს მოკიდა ხელი და გადაყარა, ამის დედაც! ჯანდაბა!

მეორე დილით სკოლაში წავიდა, კლასში შევიდა და თეჰიონის ადგილი თავისუფალი დახვდა, კლასში მასწავლებელი შევიდა და ბავშვებს თეჰიონის სკოლიდან წასვლაზე აცნობა,

- სკოლიდან წავიდა? ანუ ამას გულისხმობდა....

" შემიყვარე კიმ თეჰიონ "    ( +18 )Where stories live. Discover now