ჯონგუკი გაბუტული იჯდა მთელი გზა და ფანჯარაში იყურებოდა,

თ- მთელი გზაა ხმას არ იღებ რა გჭირს?
ჯ- არაფერი
თ- მითხარი
ჯ- არაფერითქო
თ- პატარა ბავშვი ხარ?
ჯ- მაგას რატომ მეკითხები
თ- აბა რანაირად იქცევი
ჯ- ჩვეულებრივ!
თ- ეჭვიანობ
ჯ- არა
თ- ვიცი რომ ეჭვიანობ
ჯ- არ ვეჭვიანობთქო
თ- მაშინ შემომხედე

ხელი ნიკაპზე მოკიდა და მისკენ სცადა მიტრიალება მაგრამ ჯონგუკი გაუძალიანდა და ხელი გააშვებინა,

თ- ანუ ასე?
ჯ- ხო ასე!
თ- კარგი....

რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ ავტობუსიდან ჩამოვიდნენ, უკვე გვიანია, უცხო მანქანიდან ბიჭი გადმოდის და იღიმის, თეჰიონმა დაინახა თუ არა მაშინვე სახე გაუბრწყინდა და მისკენ გაიქცა, ორივე ჩაეხუტა ერთმანეთს ამ დროს კი ჯონგუკი ეჭვიანობამ მეტად მოიცვა,

თ- ჯიმინნ..... მიხარია შენი ნახვა
ჯმ- მეც მიხარია დიდი ხანია გელოდები
თ- საიდან გაიგე რომ აქ ვიქნებოდი
ჯმ- დედაშენმა მითხრა და ვიფიქრე დაგხვდებოდი
თ- კარგია რომ მოხვედი

ჯ- თეჰიონ!

გაბრაზებულმა დაუძახა, და მათკენ წავიდა, ახლოს მივიდა თუ არა მაშინვე ხელი გადახვია თეჰიონს, ჯიმინს დაჟინებით დაუწყო ყურება და მისი თვალები წარმოუდგენლად დაემსგავსა მკვლელის თვალებს,

ჯმ- გამარჯობა მე ჯიმინი  ვარ

ხელი გაუწოდა,

ჯ- ვიცი ვინც ხარ
თ- ჯონგუკ წესივრათ მიესალმე!
ჯმ- კარგი არაუშავს

თეჰიონმა ჯონგუკს ხელი გააშვებინა და გაბრაზებულმა შეხედა,

ჯმ- სახლში წაგიყვან დაჯექი
თ- კარგი

მანქანაში ჩაჯდომა დააპირა რა დროსაც ჯონგუკმა მკლავზე ხელი ჩაავლო,

ჯ- მე წავიყვან სახლში!
თ- ჯიმინთან ერთად წავალ! გამიშვი

ხელი ისევ გააშვებინა და მანქანაში ჩაჯდა,

თ- ჯიმინ აღარ მივდივართ?
ჯმ- ააა... კი როგორ არა

ისიც ჩაჯდა და მანქანა დაძრა,

ჯმ- ვინ არის ეგ ბიჭი
თ- ჩემი კლასელია
ჯმ- ერთად ხართ?
თ- არა რატომ მეკითხები
ჯმ- რატომღაც ვიგრძენი რომ ეჭვიანობდა
თ- ის ყოველთვის ასეთია ყურადღებას ნუ მიაქცევ
ჯმ- მოსწონხარ?
თ- ვფიქრობ კი
ჯმ- და შენ მოგწონს?
თ- მაგაზე არ მიფიქრია, უფროსწორად მაგაზე ფიქრს თავს ვარიდებ...
ჯმ- კარგია ჯობს არ იფიქრო
თ- მაგას რატომ მეუბნევი
ჯმ- უბრალოდ..... ასე აჯობებს
თ- მიზეზი გაქვს?
ჯმ- საკმაოდ კარგი მიზეზი მაქვს
თ- არ გინდა მითხრა?
ჯმ- ვფიქრობ ჯერ ადრეა
თ- რატომ
ჯმ- უბრალოდ....

_________________________________________

წაიკითხეთ:
" მილიონერი bad boy" +18
" სარისკო ზონა" +18

" შემიყვარე კიმ თეჰიონ "    ( +18 )Where stories live. Discover now