21

78 11 1
                                    

- ჩემზე ზრუნვა საჭირო არ არის ჯონგუკ, საწოლზე წამოჯდა
- ეს... უბრალოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებ იქ უგონო მდგომარეობაში არც სხვა დაგტოვებდა
- კარგი... კარგია თუ ეს მხოლოდ შენი მოვალეობის გამო გააკეთე,

ფეხზე წამოდგა, უცბათ თაბრო დაეხვა და სანამ საწოლზე დავარდებოდა ჯონგუკმა დაიჭირა, ორივე უყურებდა ერთმანეთს, თითქოს მათთავის დრო გაჩერდა, მათ გარდა თითქოს ყველამ და ყველაფერმა შეწყვიტა სიცოცხლე,

- გამიშვი ( ხელი გააშვებინა )

უნდა წავიდე სად არის ჩემი მოსაცმელი?

- აქ არის ( მიაწოდა )
- მადლობა ( გამოართვა )

მოსაცმელი მოიცვა და პალატიდან გავიდა, ჯონგუკიც უკან გაჰყვა, თეჰიონმა იკითხა თუ სად უნდა გადაეხადა გამოკვლევების საფასური მაგრამ უთხრეს რომ უკვე ყველაფერი გადახდილია და შეეძლო საწულიყო,

- ვინ გადაიხადა,
- ერთი წუთით შევამოწმებ
- კარგი
- ჯეონ ჯონგუკი
- რა? კარგად გადაამოწმეთ!
- დიახ ბატონო ჯეონ ჯონგუკმა გადაიხადა გამოკვლევების თანხა აი ნახეთ ( კომპიუტერის ეკრანი შეუტრიალა)

- ჯანდაბა ( თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა)

მისი მოძებნა დაიწყო მაგრამ ვერ იპოვა, შემდეგ ექთანს კითხა და მან უთხრა რომ ახლა პაციენტთან იყო,
ტაქსი გამოიძახა და სახლში წავიდა,

სახლში მისული მაშინვე თავის ოთახში შევიდა და საწოლზე დაეცა,

- რა მჭირს? მისი ნახვისას გული ისევ ისე რატომ მიჩქარდება, ან მას რა სჭირს ასე რატომ იქცევა, ძალიან მაბნევს......

ვერ მოითმინა და იუსთან დარეკა

- თეჰიონ? ამ დროს რატომ რეკავ რამე მოხდა? ( მძინარე ხმით უპასუხა )

- არა, მაპატიე ამ დროს რომ გირეკავ, შეგიძლია იმ ექიმის ნომერი და მისამართი მომცე ვინც რამდენიმე დღის წინ ჩემს სახლში იყო?

- ექიმ ჯონგუკს გულისხმობ?
- კი
- რატომ დაინტერესდი რამე გაწუხებს?
- არა კარგად ვარ, ისეთი არაფერია უბრალოდ რაღაც მაინტერესებს
- კარგი შეტყობინების სახით გამოგიგზავნი
- კარგი მადლობა

მობილური გათიშა და მის შეტყობინებას დაელოდა,
მალევე იუმ მისი მისამართი და მობილურის ნომერი გაუგზავნა,

მანქანის გასაღები აიღო და იმ მისამართზე წავიდა, რომ მივიდა სახლში არ დახვდა, იქვე ახლოს ლუდი იყიდა და მანქანაში დალია, საკმაოდ დათვრა, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და მისი სახლის ჭიშკართან კიბეზე დაჯდა,

ამ დროს ჯონგუკიც მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა და შემოტრიალების დროს თეჰიონი დაინახა

- აქ რას აკეთებ? ( მიუახლოვდა )
- როგორც იქნა ( ფეხზე ძლივს წამოდგა )
- მთვრალი ხარ?
- არა სრულიად ფხიზელი ვარ ( ლოყები აწითლებული ქონდა და ფეხზე ძლივს იდგა )
- ხო გეტყობა როგორი ფხიზელიც ხარ

უცბათ თეჰიონმა ლოყებზე ხელები მოკიდა
- ძალიან საყვარელი ხარ, ( თან თვალებში უყურებდა ) წარმოდგენა მაინც თუ გაქვს შენს ნახვას რამდენი წელი ველოდებოდი...... არც კი იცი როგორ მენატრებოდი

- სიმთვრალე გალაპარაკებს ( ანერვიულებული და სევდანარევი ტონით უთხრა )
- ჩემი გული ზედმეტად დამსხვრეულია იმისთვის რომ, ის აღდგეს, ვიცი რომ შენიც ასეა...... ალბათ..... შენთვისაც რთული იყო......
( ხელები მოაცილა და ტირილი დაიწყო )

ჯონგუკსაც მოსდიოდა ცრემლები მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია,

- ტაქსს გამოვიძახებ და სახლში წადი
- არ მინდა
- მთვრალი ხარ
- მთვრალი არ ვარ უბრალოდ შენი კიდევ ერთხელ ნახვა მინდოდა
- ხომ მნახე ახლა წადი
- გახსოვს 10 წლის წინ, მე ვიყავი ის ვინც შენს მოცილებას ცდილობდა, მაგრამ ახლა როგორც ჩანს როლები გავცვალეთ..... ეს ძალიან მტკენს, შენგან შორს ყოფნა..... ძალიან მტკენს ჯონგუკ
- და რას ელი ჩემგან? გინდა ის დავივიწყო რაც გააკეთე?
- ამის თხოვნა როგორ შემიძლია? არა ჯონგუკ პატიებას ვერ გთხოვ, მაგრამ გთხოვ ცივი თვალებით ნუღარ შემომხედავ..... ესეც საკმარისი იქნება ჩემთვის,
- არა თეჰიონ, ჯობს საერთოდ თუ აღარ ვნახავთ ერთმანეთს( გვერდით გაუარა და სახლში შევიდა )

" შემიყვარე კიმ თეჰიონ "    ( +18 )Where stories live. Discover now