14

96 12 0
                                    

თეჰიონი უყურებს ჯონგუკს რომელიც მისთვის გემრიელ ვახშამს ამზადებს,
უყურებს... და თითქოს მიჯაჭვული ვერ სწყდება მის ტუჩებს, მის მოვარდისფრო ტუჩებს...

ის ფაქტი რომ ახლა მასთან ის ადამიანია ვინც დიდი ხანია მოსწონს... მის გრძნობებს მეტად აღრმავებს,
მისი ყოველი მოძრაობა, ხმა და გაღიმება თითქოს ფილმივით ნელი კადრით ხვდება მის თვალებს,

- თეჰიონ მისმენ?
- აჰ კი გისმენ
- რა ვთქვი?
- შენ თქვი.... კარგი არ გისმენდი ( თვალები ქვემოთ დახარა )
- რა საყვარელი ხარ (იღიმის,  ნიკაპზე ხელი მოკიდა და თავი ზემოთ ააწევინა)

ორივე თვალებში უყურებს ერთმანეთს, თითქოს მათ გარდა ქვეყნად არავინ და არაფერი არსებობს, მხოლოდ ისინი.....
მხოლოდ ორი გული რომელიც ერთმანეთისთვის ფეთქავს,

- ჯონგუკ ხორციიიიიი ( დაიყვირა )
- რა ხორცი? აააააა ხორციიიიი ( უცბათ მივარდა გაზზე მდგარ ხორცს )
- დაიწვა?
- არა გადარჩა
( იცინიან )

- ვახშამი თითქმის მზად არის, სასმელიც ხომ არ დაგველია?
- ისედაც არ ვარ ფხიზელი
- ხო მაგრამ მე ფხიზელი ვარ
- რატომღაც როცა მიყურებ ფხიზელს არ გავხარ
- ალბათ იმიტომ რომ შენით ვთვრები

უყურებს თეჰიონს და მისი თუჩების წყურვილი კლავს, მისი ღიმილი ხომ ასეთი საოცარია,

- გეყოფა ჯონგუკ ( იღიმის )
- მაშინ დავლიოთ?
- შავი ღვინო?
- კარგი აზრია

ვახშმობა დაიწყეს, მაგრამ თეჰიონი თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა,

- რატომ ყოყმანობ?
- რა?
- რაღაცის თქმა გინდა ხომ ასეა
- როგორ მიხვდი?
- სახეზე გაწერია  ( იღიმის )
- ისეთი არაფერია
- მითხარი მაინტერესებს
- რომ გითხრა ამით მაინც არაფერი შეიცვლება
- სცადე და თუ საჭირო გახდება თავად ვეცდები შეცვლას

სიჩუმეა ერთმანეთს უყურებენ,
თეჰიონმა მისკენ მიიწია და აკოცა,

- ჩათვალე ამის თქმა მინდოდა
- უცნაური სათქმელი გქონია( ჩაიღიმა)

მისკენ მიიწია და მანაც აკოცა,

- ჩათვალე ეს ჩემი პასუხია

( ორივე იცინის)

ამ დროს კი კარზე ზარის ხმა გაისმა.

" შემიყვარე კიმ თეჰიონ "    ( +18 )Kde žijí příběhy. Začni objevovat