ჯმ- სანამ სახლში მიგიყვან გინდა რამე ვჭამოთ?
თ- კარგი აზრია, სად წავიდეთ?
ჯმ- არ ვიცი, შენ სადაც იტყვი იქ წავიდეთ,
თ- კარგი მაშინ აქ წავიდეთ,

მობილურში პატარა რესტორნის ფოტო აჩვენა და მისამართიც უთხრა, მალევე მივიდნენ და მაგიდას მიუსხდნენ,

- რას შეუკვეთავთ?
თ- ორი პორცია ძროხის ხორცი და სოჯუ თუ შეიძლება

- დიახ ახლავე მოგიტანთ

ჯმ- დღეს მე გეპატიჟები რამდენიც გინდა იმდენი ჭამე

დაჟინებით და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებს თეჰიონს,

თ- დღეს რა გჭირს სხვანაირი მეჩვენები
ჯმ- არაფერი უბრალოდ მომენატრე
თ- ასე მოგენატრე?
ჯმ- იმაზე მეტად ვიდრე გგონია
თ- კარგი რა ( იცინის )

ხორცი და სოჯუ მიირთვეს და მალევე გამოვიდნენ რესტორნიდან,
თეჰიონი ძალიან დაღლილი იყო ამიტომ მალევე დათვრა,

ჯმ- დარწმუნებული ხარ რომ  კარგად ხარ?
თ- კი კარგად ვარ
ჯმ- ფეხზე ძლივს დგახარ
თ- არა მართლა კარგად ვარ,
ჯმ- მთვრალი ხარ დამეყრდენი

ერთი ხელი წელზე მოხვია, მისი ხელი კი კისერზე გადაიდო,

ჯმ- მანქანამდე ასე მივიდეთ თორემ დაეცემი
თ- დედას დავურეკავ ალბათ ნერვიულობს
ჯმ- საჭირო არ არის იცის რომ ჩემთან ერთად ხარ, თან სადღაც აპირებდნენ წასვლას სავარაუდოთ დღეს სახლში არ იქნებიან ამიტომ არ იდარდო მაგაზე მიგიყვან სახლში და გამოიძინე
თ- კარგი მაშინ წავიდეთ

თეჰიონი ფეხებს ძლივს ადგავდა, როგორც იქნა მანქანამდე მიაღწიეს და წავიდნენ, გზაში თეჰიონს ეძინებოდა ამიტომ ჯიმინმა სავარძელი ოდნავ უკან გადასწია რომ თეჰიონი კომფორტულად ყოფილიყო, მალევე მივიდნენ მაგრამ სახლის წინ კონგუკი დახვდათ,    ჯიმინმა მანქანა გააჩერა და გადმოვიდა თეჰიონის მხარეს მივიდა და კარი გააღო, ხელი მოკიდა და მისი გამოფხიზლება სცადა, თეჰიონი გადმოვიდა მანქანიდან და მაშინვე ჯიმინს დაეყრდნო, ეს რომ ჯონგუკმა დაინახა მათთან წამებში მიირბინა,

ჯ- რა სჭირს
ჯმ- მთვრალია ცოტა დავლიეთ მაგრამ დათვრა

ჯონგუკმა ჯიმინს ხელი გააშვებინა და თეჰიონს ხელი მოჰხვია,

ჯ- მე დავეხმარები შენ შეგიძლია წახვიდე
ჯმ- მაგრამ არ ვფიქრობ რომ კარგი აზრია
ჯ- არ მიკითხავს კარგი აზრია თუ არა
ჯმ- იქნებ ჯობს თეჰიონმა გადაწყვიტოს
ჯ- უკვე გადავწყვიტე შეგიძლია წახვიდე!
ჯმ- კარგი სახლში არავინ არის ამიტომ კარგად მიხედე, როცა თვრება ბევრ სისულელეს აკეთებს, ამიტომ არსად გაუშვა,

მანქანაში ჩაჯდა და წავიდა,

ჯ- თეჰიონ... სიარული შეგიძლია?
თ- ჰმმმ.....
ჯ- ზედმეტად დათვრა ჯანდაბა.....

ზურგზე შეისვა და ძლივს შეიყვანა სახლში,

ჯ- შენი ოთახი საითკენ არის?
თ- ჰმმმ.......
ჯ- ლაპარაკიც არშეუძლია
თ- შემიძლია მაგრამ მეზარება.....( ძლივს ამოღერღა)

ჯ- ოჰ კიმ თეჰიონნნ!!!!
თ- მეორე სართულზე მარჯვნივ

ძლივს ავიდა კიბეებზე რადგან თეჰიონი საკმაოდ მძიმე იყო.

_____________________________

წაიკითხეთ : " სკოლის play boy "

" შემიყვარე კიმ თეჰიონ "    ( +18 )Where stories live. Discover now