1

502 39 4
                                    

maybe someone thinks,that our destiny is written by god,but i think,it's only thing without any god.we made our own mistakes for it's reasons.we dont have to blame someone up there in something made by us.

                                ●

დეკემბერია.თოვს.თეთრი ფიფქები ნელნელა,დახვეწილად ეშვებიან მიწაზე,და მის გათეთრებაში ღებულობენ მონაწილეობას.
შავებში ჩაცმული,მაღალი ლანდი როგორც მონსტრი,მათზე დააბიჯებს და ანადგურებს დამღლელი შრომისაგან გამოწვეულ მშვენიერებას...და შემდეგ,ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას.მართალია,ამ სამყაროში თოვლზე ფეხის დადგმისათვის დამნაშავედ არ გგრიცხავენ,თუმცა მაინც ძნელია ადამიანისთვის თვალის დევნება,რომელიც ამ სრულყოფილებას უცბად აქრობს,ვითომც არც არაფრიდან მოვიდა და არც არსად მიდის.თავჩაჩრილი აგრძელებს სიარულს.ჩაფიქრებულია.ნელა მიაბიჯებს და ღამის ცივ წყვდიადში კიდევ უფრო საშიშ და ცივ აურას აფრქვევს.გზას მხოლოდ მთვარე უკვალავს,რომელიც სადაცაა მისტიურად უნდა ჩაიმალოს კუპრისფერ ღრუბლებში და თავისი ნაცრისფერი სითეთრე გააშავოს.
თუმცა,ლანდისთვის ეს არაფერია,იგი ჯერ კიდევ ქვევით იყურება.ერთი შეხედვით სრულყოფილ თეთრს უყურებს და სახლების წყობისაკენ იჭვრიტება,თავისის დასანახად.ყოველი შემთხვევისთვის,ნომერი 32.ნაცრისფერი აგურებით ნაშენი,მოჩუქურთმებული სახლი რომელიც სერიული მკვლელის გვამთა შესანახ ადგილს უფრო გავდა,ვიდრე ჩვეულებრივ სახლს.
ნომერი 21..
ნომერი 22...
ნომერი 23...
26..
27..
28..
29..
30..
31..
32.

ჯიბის სითბოსგან გამთბარი ხელი პალტოს უბეში,უკაცრიელ ადგილას მიგდებულ გასაღებს წაავლო.კარი გაიღო და წითელ დერეფანთან შერწყმული სიბნელე გამოჩნდა.ცივმა ჰაერმა დერეფნის კედლებში გაიკვალა გზა,ლანდმა კი კარები სწრაფად მოხურა,თითქოსდა ამით ქურდივით შემოჭრილ სიცივეს რაიმეს უშველიდა.
სასტუმრო ოთახი.
დიდი არაფერი.
საშუალო ზომის,წითელ და შავ ფერებში.პატარა და დიდი ნივთებით.ფანჯარით,რომელსაც წინ მაგიდა ედგა, აქა-იქ მიმიფანტული ქაღალდებით სავსე და მელნით მოსვრილი კიდურებით.
ლანდმა თავისი შავი კაშნე,ქუდი და პალტო იქვე სავარძელში მიასვენა,ერთადერთი ნათელი ნაკვერჩხლით არსებულ ბუხართან და თვითონ მაგიდას მიუჯდა.მასზე არსებული ერთადერთი სუფთა ფურცელი აიღო,ოსტატურად მოაყოლა კალმების გროვიდან ერთერთი,ჩაფიქრდა და შემდეგ სიტყვები მოაფინა ფურცელს :

" სად გავჩერდით?აჰ,როდესაც თოვდა. "

Miracles In December Where stories live. Discover now