6

107 23 3
                                    

We all came out to Montreux,
On the Lake Geneva shoreline.
To make records with a mobile,
We didn't have much time.
Frank Zappa and the Mothers,
Were at the best place around,
But some stupid with a flare gun
Burned the place to the ground.

-
- მხოლოდ სამოცდაათიანების სიმღერები,მემარცხენე,ვარდისფერი თმით.

- 7 დღე.თუ არ გინდა რომ განყოფილებიდან დაგითხოვონ.ო სეჰუნ,7 დღეს გაძლევ.ერთი კვირა.როდესაც ოცდათერთმეტში,თორმეტ საათზე ხალხი ფეიერვერკებს ააფეთქებს,შენ სახლში დაბრუნდები უმუშევარი.

ლანდმა პასუხი ვერ გასცა.დადუმდა,თავი ჩახარა და თავის კაბინეტში დაბრუნდა,სადაც,როგორც ყოველთვის არაფერი იყო გარდა არეული დოკუმენტებისა და ქაოსისა.
სავარძელში კომფორტულად მოთავსდა და თავისი 1999 წლის ტოშიბას ტელევიზორი აამუშავა,სადაც მარკეტში თავისუფლად მოსიარულე მკვლელს აკვირდებოდა.დიდი არაფერი,ნორმალური ადამიანის ქცევები.პიჯაკზე კი,რომელიც მხართან შესამჩნევად გახეული იყო,რეტრო სტილის გაფორმებით ეწერა :
"Every breath you take,Every move you make,Every bond you break,Every step you take,I'll be watching you."

სეჰუნი ცოტა ხანი უყურებდა ეკრანს,შემდეგ კი თვალები დახუჭა და ფიქრი განაგრძო.ალბათ,არც არაფერი აფიქრდებოდა,შავი სივრცის გარდა.შავი სივრცე.და ჩახლართული ფიქრები.

-

- აზრზე არ ვარ რას უნდა ნიშნავდეს. - თქვა სეჰუნმა და კონიაკის ჭიქა ჩაცალა.

- ჯერ მხოლოდ ღამის 12 საათია,მეგობარო.დამშვიდდი,წინ ჯერ კიდევ ბევრი დროა.

- არ არის.ცოტაა.და ცოტა მასალა.არაფერი არ მიდის ერთმანეთთან ურთიერთკავშირში.

- შეიძლება,შენ ვერ ხედავ.

- შეიძლება,მაგრამ საბაბი უნდა მქონდეს რომ დავინახო,ასე უბრალოდ ვერც ვერაფერს ვერ დავინახავ.

-ეშველება.იქამდე,კონიაკი დალიე. - თქვა ჩონსუკმა და კონიაკის კიდევ ერთი ჭიქა გაუვსო.ლანდმაც არ დააყოვნა და იქვე ჩაცალა.მართალია,დიდად სასიამოვნო არ იყო,თუმცა გონებას უხსნიდა და ამშვიდებდა.

Miracles In December Where stories live. Discover now