5

103 25 3
                                    

Every breath you take,
Every move you make,
Every bond you break,
Every step you take,
I'll be watching you.

Every single day,
Every word you say,
Every game you play,
Every night you stay,
I'll be watching you.

                            -
საღამოა.ყველა ახალი წლისთვის ემზადება,8 დღით ადრე.ლანდი კი თავის ერთადერთ -  ჩონსუკთან გასაუბრების შემდეგ დაღლილი სახლში მიდის.აღარაფერი უნდა,გარდა კარგი წიგნისა და ჩაისა.მივიდოდა თავის შავ სამფლობელოში და ბუხრის წინ ჩაეძინებოდა,თბილად.აი რა ჰქონდა გეგმაში.ვინაიდან,დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ისინი ერთადერთი არსებები იყვნენ რომლებიც სითბოს აგრძნობინებდნენ ცივ დეკემბერში.

- 8 დღე.. - ჩაილაპარაკა ლანდმა და თან მთვარეს ახედა. - მაინც ანათებ..არა? - ჩაიცინა. - ამ დღეებში კიდევ ერთი სასტიკი მკვლელობა ვიხილე.ალბათ,გეცოდება. - თითქოს მთვარის პასუხს დაელოდა,რამდენიმე წუთის შემდეგ გააგრძელა საუბარი. - ერთ დღეს მეც მოვკვდები.ჩონსუკიც.არ ვიცი სულიერად თუ ფიზიკურად,იმიტომ რომ ორივე ერთნაირად მიჭერს კისერში,მარწუხებივით.ბოლოს ან ჩემ სისხლის გუბეს დაინახავთ,ან დამძიმებულ სულს - ვინ იცის რომელი მოერევა.თუმცა,შენ არა..შენ არ მოკვდები.არა იმიტომ რომ მთვარე ხარ...არამედ იმიტომ, რომ ბევრს სჯერა შენი.შენი სიძლიერის.შენ ხარ ბევრის მესაიდუმლე.შენ..ერთადერთი ხარ ვისთანაც შეიძლება გავიქცე სულისა და გულის გაბზარვის დროს. - ღრმად ჩაისუნთქა და მალულად გაიღიმა ლანდმა. - და ერთადერთი,რომელიც გზას მინათებს,მასთან სულიერი კავშირის გამო. - თქვა სეჰუნმა და მთვარეს ისევ ახედა. - ვთქვათ,რომ ნანატრს მივსებ.

                              -
23:50.

ლანდი ჯერ კიდევ გზაშია.ცოტაც და სახლში მივა.იქამდე კი,ფიქრობს.ფიქრი ხომ სულის საწყისია.გული კი გიბრძანებს იგი მოიშორო თუ გააბუქო - რასაც ფატალური შედეგებიც კი შეიძლება მოჰყვეს.

გზას მხოლოდ მთვარე ანათებს.მიუხედავად იმისა რომ უამრავი განათება დგას ქუჩაში,როგორც საახალწლო,ისევე ყოველდღიური.ლანდი თანდათან სიჩქარეს მატებს მანქანას და ცდილობს რაც შეიძლება მალე მივიდეს სახლში,რათა დღიური დაამთავროს და თბილად დაიძინოს.მის გარშემო ყველაფერი უკვე არაფოკუსირებადია - მანქანა დიდი მასის ცივ ჰაერს კი წამში აქრობს.

Miracles In December Where stories live. Discover now