Real Illusion. (1)

92 18 0
                                    

შავ ტანისამოსში შემოსილი არსება არაფრით ხელში, პარკში იჯდა.ქვემოთ,მიწას მისჩერებოდა.

ხელებს ნერვიულას ათამაშებდა.თვალებს ხშირად ხუჭავდა და სწრაფად სუნთქავდა.ჰაერი მის გულს სწრაფად ცნობდა - ის ხომ ყველაზე სწრაფი იყო ამ მომენტისთვის.

ყველაფერი შავი იყო.
ის ბავშვიც,ბუშტით ხელში.
ეს ტბაც.
ხეებიც.
მიწაც.
გზაც.
სკამიც.
თვითონ,განსაკუთრებით.

წინ და უკან იხრებოდა,თავი სტკიოდა და თვალებიც..ალბათ.არა იმიტომ რომ გაათენა.არა - იმიტომ რომ ის დაინახა,რაც წესით არ უნდა ენახა.

წარმოიდგინეთ.
იყოთ მარტო.მთვარის ხელში.იყოთ იმედგაცრუებული.და უცბად..სინათლე ჩნდებოდეს.სინათლე რომელსაც გზის გაკაფვა შეუძლია.სინათლე..სინათლე რომელიც გიყვარს და უყვარხარ.
ერთ დღეს კი აანალიზებთ რომ ის სინათლეც ისეთივე ილუზიაა,როგორც სხვა.
ბოლოს კი იმ შედეგამდე მიდიხართ რომ საკუთარ თავს ერთს ეკითხებით - არის თუ არა კარგი,შეგიყვარდეს ილუზია ვიდრე მისი ნამდვილი სახე?

                            -

- იპოვეს.

- რა იპოვეს?

- რა და კომპიუტერი.ინფორმაციები და სურათები.მაგრამ ერთი..ერთი ჩათვალეს საჭიროდ.

ლანდს ცხოვრებაში პირველად,მოადგა თვალზე ცრემლი.თავისი თავის სიძულვილის გამო.რეალობის გამო.

                              -

" 23 წლის ლი სუიანის მკვლელის ვინაობა აღმოჩენილია - გოგონა გაუპატიურებული და შემდეგ მოკლულ იქნა ვინმე ლუ ჰანის მიერ,რომელიც კორეაში ჩინეთიდან ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჩამოვიდა, არალეგალურად.ამჟამად მასზე დაკითხვა მიმდინარეობს,რაც გადაწყვეტს მის შემდეგ ბედს - არის თუ არა იგი ღირსი, მიიღოს სასამართლომ სისხლის სამართლის კოდექსის ყველაზე მძიმე აქტი  - სიკვდილი გადაწყვეტილებად? "

                             -
ციხე.ოთხ კედელს შორის გამომწყვდეული ადამიანები და სიცარიელე.სიბნელე.თუმცა,ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანი ხდება,როდესაც ორი ადამიანის ერთადერთ შეხვედრის ადგილად,სიკვდილამდე ეს შავი შენობა ხდება.

Miracles In December Where stories live. Discover now