11

84 18 1
                                    

(კარგი იქნება,თუ კითხვისას ამ სიმღერას მოუსმენთ,ჩემი მუზის წყაროდ არის ქცეული.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ.💙)

-

- სიგარას უნდა მოეშვა,საშინლად ყარხარ. - ჩაიჩურჩულა ჩონსუკმა და მის წინ მჯდარ ზორბა სხეულს კონიაკი მიაწოდა.

- თითქოს,მე ვმუშაობდე ბარში. - ზანტად გასცა პასუხი სხეულმა,კონიაკი ერთ ყლუპზე დალია და სიგარეტის მოწევა განაგრძო.

- მაინც ვერ ვხვდები..მთელი ცხოვრება არ მოგიწევია.ახლა რა დაგემართა?

სხეულმა პასუხი არ გასცა.განა იმიტომ,რომ პასუხი არ ჰქონდა.უბრალოდ არ იცოდა რომელი ერთი დაესახელებინა.ამიტომ,მშვიდად განაგრძო თავისი საქმე.ბარისტამაც ხმა აღარ გასცა და ბოთლების დალაგება დაიწყო.ბარში სრული ქაოსი იდგა.

- 3 დღე დამრჩა.. - ხმა გაუტყდა სეჰუნს და თავი ხელებში ჩარგო.

- სეჰუნ.. - ახლოს მივიდა ბარისტა. - მომისმინე.ახლა დანებების დრო არ არის.ბოლომდე უნდა მიიყვანო ეს საქმე და ჩამოიშორო ყველა და ყველაფერი.

სეჰუნს ეს სიტყვები თითქმის არ ესმოდა.თითქოსდა სმენაც ბნელმა მოიცვაო.იგი როგორც ვერ ხედავდა,ისევე ვერ ისმენდა და არ ისმენდა.

- ახლა..მთვრალი ხარ.ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ.ამიტომაც ხარ ასე.სხვა რაიმეზე იფიქრე..
- ჩაფიქრდა ჩონსუკი. - მაგალითად..ლუჰანთან რა ხდება?

სეჰუნმა სახიდან ხელები ჩამოიშორა და მაგიდას დაუწყო ყურება.

- არაფერი. - ბოხი ხმით გასცა პასუხი. - შეგიძლია პირდაპირ გაიგო ეს.

- დაშორდით?

ხმა არ გასცა.უბრალოდ შეხედა და კონიაკზე მიანიშნა.ბარისტასაც სხვა ექ გზა ჰქობსა,დაუსხა და მის წინ დადგა.

Miracles In December Where stories live. Discover now