8

97 20 1
                                    

                              *

- არ მჯერა,რომ მხოლოდ მაგით შემოიფარგლებოდით. - ჩაიცინა ჩონსუკმა და კონიაქის ბოლო ჭიქა თავის ადგილას დადო.

- მხოლოდ ორი დღეა ვიცნობ.ალბათ სამი. - თქვა სეჰუნმა და ჭიქით თამაში დაიწყო. - თან,პირველ შეხვედრაზე,ბოზი ვუწოდე.თუმცა,ახლა ისე იქცევა თითქოს არც კი ახსოვს.

ჩონსუკმა ხმა არ გასცა.ხელები მაგიდაზე დააწყო და ლანდის ათვალიერება დაიწყო.

- ამიტომ,ფრთხილად უნდა იყო.მაგ შენს ლუჰანს პიროვნების გაორება,ან ცუდი მეხსიერების პრობლემები აქვს.

- ან ისაა,ვისაც ვეძებდი. - მკაცრად თქვა ლანდმა,ხელჩანთა აიღო და საბუთების ჩალაგება დაიწყო.

- არ ვიცი..არ ვარ გამოცდილი ეგეთებში.გამოძიების საქმე როგორ მიდის?

- ყველა შესაძლო კამერას ვამოწმებთ.ჩანიოლს მივანდე საქმე.

- გასაგებია.. - ჩაილაპარაკა ბარმენმა და ფურცლები მიაწოდა.

- ნახვამდის. - ცივად დაემშვიდობა ლანდი და კლუბიდან გავიდა.

ჯერჯერობით საღამოს 7 საათი იყო.დრო ჰქონდა,იმისათვის რომ თავის კაბინეტში კიდევ უფრო ჩაწვდომოდა საქმეს და კამერის ჩანაწერებისთვისაც გადაეხედა.
მაგრამ,მაინც,ზღვაზე გასვლა გადაწყვიტა.
                             ○

წყნარი ზღვა,ზამთრის სიცივესთან შერწყმული.ლურჯი ზღვა.ყველაზე ლამაზი.

- " ლამაზია..ლურჯი და ლამაზი.." - ჩურჩულებს სეჰუნი და თან იღიმის.

- "წყნარი..თან მკაცრი.." - პასუხობს ნაზი ხმა ტელეფონიდან.

- " აქ იყო..არაფერი არ მინდა სხვა.."

- "და ხელი ჩამკიდო.." - იღიმის ტელეფონს იქით.

- "თითებზე მოგეფერო..თვალებზე..ყველგან.."

- " მაწითლებ.. " - ჩუმად ხითხითებს მოჩვენება.

- " ლუჰან.."

- "გისმენ ჰუნ.."

- "ახალი წელს,შენთან ერთად შევხვდე მინდა.ზღვაზე. "

Miracles In December जहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें