2

189 30 2
                                    

Birds sing after a storm. Why shouldn't people feel as free to delight in whatever sunlight remains to them?

                             •
შავი დღიური.
და უამრავი ჩანაწერი.
საუბარია ზამთარზე,შემოდგომაზე.სიცივეზე.
სისხლზე,გვამებზე და ალკოჰოლური სასმელების ვარგისიანობაზე.
შავი მელანი ყველაფერზე განაგრძობს წერას.
შემდეგ კი,დამღლელი დღის გაძლებისათვის,წითელ ღვინოს იღებს,იქვე თბილი ბუხრისაკენ მიიკვლევს გზას და ფანჯარას უყურებს.რა იცის,ხვალ რა მოელის.შეიძლება მკვდარი მამაკაცი მოუყვანონ,არავითარი სამხილით თუმცაღა მაინც უნდა ამოხსნას საიდუმლო და შემდეგ ყველას გაანდოს თუ როგორ აწამებდა მას თავის მოკვლის სურვილი.
შეიძლება,ქურდობა მოხდეს.უამრავი აიდით და მალევე ამოხსნას.
და რას იღებს ამით?
ხვდება როგორი სასტიკი და ამაზრზენია ადამიანთა მოდგმა და რამდენი მიზეზი გაქვს იმისათვის რომ შიშში იცხოვრო.
და უცბად მთვარის და სიკვდილის წინ მყოფი ბუხრის სინათლეზე ჩაეძინება,მიუხედავად ყველაფრისა,მშვიდად.

                           •
მზის ამოსვლასთან ერთად,ლანდს ხმაურიანი ტელეფონი აღვიძებს.

-ჯანდაბა..დააგვიანე. - ესაუბრება თავის თავს და 2000 წლის წითელ,მაგიდაზე მოთავსებულ ტელეფონთან მიდის და მტკიცე ხმით პასუხობს.
-გისმენთ?

-ო სეჰუნია?

-დიახ.

-8 საათისთვის შენობაში გამოცხადდით,წინააღმდეგ შემთხვევაში სხვისი დაქირავება მოგვიწევს.კვირაში მეოთხე,თვეში მერვე და სეზონში მეთორმეტე დაგვიანებაა.

-მაგრამ..

-ვიცი.დეკემბერია,სიცივე და სირთულე.მაგრამ შეეცადეთ.

-აუცილებლად. - თვალებს თითებით იზელს და თითქოსდა მოსაუბრის დასანახად იღიმის.

-ნახევარი საათი. - ტელეფონიდან ხმა ისმის და ითიშება.ისევ სიჩუმე იბუდებს ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახში და მხოლოდ ვინმე ო სეჰუნის ზანტ,თუმცა მოხერხებულ მოძრაობებს ვაკვირდებით.
მალევე ჩვენ წინ შავებში ჩაცმული,დაცემული ანგელოზი კარებთან დგება,საათს უყურებს და ჩურჩულებს:

Miracles In December Where stories live. Discover now