10

83 21 0
                                    

- გენეტიკური ხე. - გაიმეორა სეჰუნმა და ხელები მაგიდაზე დააწყო.მის გვერდით მდგომმა ჩანიოლმა კი მთელ მაგიდაზე გაშლილ ფურცელს გადაავლო თვალი,რომელზედაც ხაზების საშუალებით ერთმანეთთან ადამიანები იყვნენ დაკავშირებული.იქ იყო..თითქმის ყველა,მოდი ასე ვთქვათ.ბებიით და ბაბუით დაწყებული - გოგონათი დამთავრებული.თუმცა არსად არ ეწერა სადმე " ნოკ ჰამი ".

- სეჰუნ,ეს ხომ სიგიჟეა,გოგონამ მხოლოდ თქვა რომ ის მისი ვიღაც იყო..წინადადების დამთავრებაც ვერ მოასწრო,სეჰუნ.. - გაკვირვებული თვალებით შეხედა ჩანიოლმა სეჰუნს.

- ჩანიოლ,მას არავინ არ ყავდა.აქ არცერთი მეგობარი არ ჰყავდა.ნოკ ჰამი ჩინური ბიჭის სახელია - ის კი ლესბოსელი იყო.სამსახურში იშვიათად დადიოდა..შიშის გამო.მას ხომ თვეები დასდევდნენ და უთვალთვალებდნენ.მეზობლები,არა - არავინ არ იცნობდა გოგონას..ერთი მოხუცი ქალბატონის გარდა,რომელმაც გოგონას გადმოსვლისას ვაშლის ნამცვარი მიართვა.სხვა ვერსია?

- და მისი ნათესავი გაიმეტებდა...?

- რატომაც არა,ჩანიოლ. - თავი ჩახარა ლანდმა და თმები აიჩეჩა. - ის ლესბოსელი იყო.დედამაც კი უარყო ორიენტაციის გამო. - ჩაიჩურჩულა და სკამზე მოთავსდა. - თუმცა,აქ არც არავინ არაა ისეთი,ვინც ეჭვმიტანლიად შეგვიძლია ჩავთვალოთ.

ჩანიოლმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მაგიდაზე დაჯდა.

- სადმე..ნოკ ჰამი..არ გეცნობა? თუნდაც გოგონას სახლში..ვინმე ნოკ ჰამი? - ბოხი ხმით ჩაილაპარაკა ჩანიოლმა და ფურცელზე დაიწყო დაკვირვება.

- არა.არაფერი. - თითების წვალება დაიწყო შავებში შემოსილმა და დიდ,ზორბა სხეულს ახედა.ჩანიოლი თავისი შავი,დიდი თვალებით ხეს ათვალიერებდა.ბავშვს გავდა.დიდი ლოყებით და კულულა თმებით.სეჰუნმა ღიმილით შეეკითხა : 

- ბექჰიონთან რა ხდება? - და პასუხს დაელოდა.თან უყურებდა ბიჭუნა როგორ წითლდებოდა და თავს პალტოში ფარავდა.მალევე ღიმილით უპასუხა : - ყველაზე საყვარელია,ვინც კი ოდესმე მინახავს.გუშინ თითქმის მთელი ქალაქი შემოვიარეთ..სეჰუნ,მართლა ძალიან მიყვარს.უამრავჯერ ვეუბნები.კოცნის შემდეგ,ძილის წინ,გაღვიძების შემდეგ..მაგრამ არ მყოფნის.

Miracles In December Where stories live. Discover now