last touch.

161 21 8
                                    

მოჩვენება ბოლო წამებს ითვლის.

მალე ალბათ ვეღაფერს ვეღარ იგრძნობს.

თუმცა,არ ეშინია შავი სივრცის.მას იმ ერთი წამის ეშინია,რომელსაც მის მაგივრად ვერავინ ვერ გაუმკლავდება.

აქ,გისოსებს მიღმა უჯობს თავი ჩამოიხრჩოს,ვიდრე უამრავის წინ თვალები დახუჭოს.

ვინაიდან მათთვის იგი სერიული მკვლელი იქნება და ყველა შვებით ამოისუნთქებს, როდესაც მისი გული საბოლოოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას.

იგი ილუზიაა.

იგი მაინც ისე კვდება რომ მისი პიროვნება არავინ იცის.ხოლო ვინც იცის,ის უკვე მას ტყუილად თვლის.

-

შავი ლანდი მირბის.

მალე უნდა იხილოს ის.რაც შეიძლება სწრაფად.მირბის,ფეხებს ძლივს იმორჩილებს.

მაგრამ წერილს არ ააფრიალებს.იგი მას შეინახავს სათუთად.მხოლოდ ერთი რამ უნდა - თვალებით ძაფის დაჭერა და იმ ყველაფრის ამოკითხვა.თუმცა ძალზეც ძნელია ეს ყველაფერი, როდესაც მეტატრონი გაფრთხილებს მისგან გამოწვეული ტკივილის შესახებ.

თუმცა,ტკივილს ვინ გაურბის?

                               -
- ახლავე. - ჩურჩულით გასცა პასუხი მოჩვენებამ დაცვას რომელმაც გაყოლა უბრძანა მას.სად მიჰყავდათ?

ელექტრო სკამზე.

ელექტრო სკამზე.

მას საბოლოო განაჩენი გამოუტანეს..და ამას ვერავინ ვერ შეცვლის.

მოჩვენება ნელი ნაბიჯებით მიიწევს დაცვისაკენ,მის წინ დგება და მამაკაცის ზურგისკენ,დასარტყმელად წასულ ხელს ფრთხილად იშორებს თავიდან.საპასუხოდ სილის გაწნა და ყვირილი დაიმსახურა.

სწრაფი ნაბიჯებით მიიწევდნენ ისინი ერთი პატარა,ბნელი კაბინეტისკენ,რომლის ცენტრშიც ის შავებში ჩაცმული სიკვდილი იდგა,ცელით ხელში.

შეხედეთ,უკვე ჯდება.
თქვენ შეგიძლიათ ამ მოვლენას შუშის იქედან დააკვირდეთ.ხედავთ თუ როგორ აბამენ მას,როგორ ბოჭავენ და ანადგურებენ ამ პატარა არსებას.

და ვერაფერსაც ვერ აკეთებ.

ახლა კი წარმოიდგინეთ,როგორ შეიძლება დასრულდეს იმ ზამთრისა და ზაფხულის ამბავი,რომელმაც ერთმანეთი ბოლოს თქვენ გვერდით,შუშის გვერდით დაინახეს.ცრემლმომდგარი თვალებით და მკვეთრი ღიმილით.

- " მალე გნახავ? "

- " შენ არ გაბედო.მე თვითონ მოვალ."

- " მიყვარხარ. "

- " მიყვარხარ. "

დიახ,ახლახანს შენ ამ ღიმილს შორის დამალულ დიალოგს გაეცანი.

მალევე კი სიკვდილის სკამი თავის სამუშაოს ასრულებს და ის მკვდარია.

მეორეს კი მხოლოდ იმიტომ არ შეუძლია იგივეს გამეორება,რომ პირველმა აუკრძალა ეს ახლახანს.

მემგონი,ზოგი  ერთმანეთისთვისაა შექმნილი.მაგრამ ერთად ყოფნა თუ უწერიათ - ეს სიცოცხლის თამაშია.

                             -

- " მე თვითონ მოვალ. " - გაიფიქრა ლანდმა და ზემოთ აიხედა.მალევე მის ლოყას დეკემბრის მონატრებული ფიფქი შეეხო.

Miracles In December Where stories live. Discover now