9

84 18 1
                                    

- 4 დღე დამრჩა. - ჩაილაპარაკა ბუხრის წინ მჯდომმა ლანდმა და წითელ ღვინოს დაეწაფა.
რადიოში კი Queen-ის Bohemian Rhapsody-ს ჰქონდა დაბალ ხმაზე ჩართული.გარეთ თოვდა.კარგად თოვდა.თუმცა ცივი თოვლი და თითქმის ჩამქრალი ცეცხლი არ აძლევდა სითბოს განდევნის საშუალებას მისი სხეულიდან.
ლანდმა სიგარეტს მოუკიდა და ნელა მოწევა დაიწყო.თან დღიურში ჩუმად რაღაცეებს იწერდა,ამჯერად შავი კალმით.
ზაფხულზე წერდა.ცისფერ ზღვაზე და ნელ სიოზე.პალმებზე და ფოსტის წერილებზე.უმკლავო მაისურებზე და მოკლე შორტებზე.
ერთი მხრივ სასაცილოა,დეკემბრის მიწურულს ადამიანი ზაფხულზე რომ წერს..მაგრამ ამჯერად,მას ზაფხული,როგორც წლის ერთერთი სეზონი არ ჰქონდა მხედველობაში.
ზაფხული სითბოსთან ასოცირდება - სითბო კი შეიძლება ხანდახან ზედმეტიც იყოს.

                            -

- " გამარჯობა დედა.." - ჩასჩურჩულა ტელეფონში. - " როგორ ხარ საყვარელო? " - ნაზი ხმა გაისმა ტელეფონიდან.
- " კარგად..ბეიჯინგში ხომ კარგად ხართ..ნათესავები როგორ არიან.. "
- " ყველა კარგად არის საყვარელო..ენატრებით ორივე ძალიან. "
თვალებმა ნარკოტიკებისკენ გათოშილ სხეულს დაუწყეს ცქერა.
- " ჩვენც გვენატრებით..ძალიან.მოგიკითხა.."
- " დამალაპარაკებ? "
- " ახლა.. სააბაზანოშია..თუ სადმე არ წავიდა აუცილებლად. "
- " კარგი.ახლა უნდა წავიდე..ფული ხომ არ გჭირდებათ,საყვარელო? "
- " არა დედა..მადლობა.მიყვარხარ." - ყურმილი დაკიდა,ჩანთა აიღო,კისერზე შარფი მოიხვია და გარეთ სწრაფად გავიდა.

                             -

- აქ შარფი უკეთია.

- იცი რა მიკვირს? სადაც გადის ყველგან ელვის ტატუს დასანახს ხდის,ცოტათი მაინც.უეცრად კი,ერთი დღე ჩააგდო და ელვა საერთოდ არ ჰქონია.ახლა ან ტატუს ფარავს ან მის არარსებობას.ან რატომ უნდა გააკეთოს ეს?

- შეიძლება..DID სჭირს. - ჩაილაპარაკა ლანდმა.

- ანუ?

Miracles In December Where stories live. Discover now