თავი 2

4.5K 416 99
                                    

15 სექტემბერი

პარასკევი. არ მივდივარ სკოლაში,იმიტომ რომ საწოლიდან ადგომა არ შემიძლია.კარგია რომ მამა არ არის. თავი მისკდება, ნეკნები მტკივა. ეგ ღორები! როგორც კი ვიხსენებ, სისხლი ტვინში მასხავს სიბრაზისგან. არაუშავს, კიდევ ვუჩვენებ სეირს მაგ იდიოტ ჯონგუკს.

19სექტემბერი

კლასში ყველა ჩურჩულებს.ნამდვილად ჩემზე ლაპარაკობენ. ვზივარ წელში გამართული, სახეზე გულგრილი გამომეტყველებით. შესვენებაზე კლასში ორი ბიჭი შემოდის. ახ, გამახსენდნენ,მაშინ გასახდელში იყვნენ. ვიძაბები.ჩემსკენ მოემართებიან:

-წავედით.

-არსადაც არ მოვდივარ.

ისინი ვერაფერს მიზამენ მასწავლებლის წინაშე.

- მერე უარესი იქნება.

-გააჯვით რა აქედან.

ერთმანეთს გადახედეს და მიდიან.

რა ყოჩაღი ვარ,ჩემი პატარა გამარჯვება.

-ისინი მართლები არიან.-მესმის წყნარი ჩურჩული მარჯვნიდან.ვტრიალდები.მგონი მინა ჰქვია. საშუალო სიმაღლის,საყვარელი და ჩუმი გოგონა.

-მართლები?

-გაყევი მათ.- კიდევ უფრო ჩუმად ამბობს ის.

-არა, არსადაც არ წავალ,ისინი ვერაფერს მიბრძანებენ.

ზარი რეკავს და მინა ტრიალდება.რას იზამ, გოგოები მშიშრები არიან.

***

ეგრევე ხელს მტაცებენ, როგორც კი კიბეზე ჩამოვდივარ.მინა სევდიანი მზერით მაყოლებს თვალს,როგორც რამდენიმე თანაკლასელი,რომლებმაც დაინახეს, რომ სპორტდარბახში მიმათრევენ.მაგრამ ყველამ ისე დაიჭირა თავი, თითქოს არაფერი ხდებოდეს.

ხელებით შტანგაზე მიმამაგრეს ისე , რომ ფეხებს ძირს ძლივს ვწვდები. რა თქმა უნდა ფეხებს ვიქნევდი,მაგრამ უშედეგოდ,მხოლოდ ნეკნები ამტკივდა.ასე გავიდა ორი საათი. დამაბეს და წავიდნენ. ცოტაც ვიყვირე. ყოველი წუთი უფრო აუტანელი ხდებოდა ასე დაკიდებულზე.ხელები გამიშეშდა,ზურგი ამტკივდა. წყეული იდიოტები.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now