თავი 49

2.1K 265 87
                                    



4 აპრილი

მე და თეჰიონმა გადავწყვიტეთ კვირის ბოლომდე სახლში ვმჯდარიყავით. გამონაკლისი მარტო მამაჩემის გამო დავუშვი.

გადაღებების შეჩერების მიზეზი საღამოს გაირკვა: მე დროებით იუნგით შემცვალეს. მაგარია. გაბრაზების თავი უკვე აღარ მქონდა.

თუმცა კი გამყიდეს.


5 აპრილი

ვინ იფიქრებდა, მაგრამ ჰოსოკი გამოჩნდებოდა. როდესაც ის ჩემი სახლის კართან დავინახე, გამოვშტერდი. შემდეგ მთელი ძალით ვუთავაზე სიფათში თეჰიონის გულისთვის, რომელმაც მზერის ღირსიც კი არ გახადა და ცხვირწინ კარები მიუჯახუნა. ჩემი სკოლაა.


6 აპრილი

მოიტანეს ვარდების დიდი თაიგული. თეჰიონი აღტაცებისგან ლამის ხტუნავდა.


7 აპრილი

ხვალ უნივერსიტეტია... დარეკა თემინმა. კიდევ ერთი კვირით მიშორებენ. მაგარია.


8 აპრილი

მამა ეშმაკური გამომეტყველებით მელოდებოდა. მის გვერდით კაცი იჯდა გვერდითა პალატიდან.

-მინი, ეს ჩოი სივონია, ის ადვოკატია. მე მას შენს პრობლემაზე ვუამბე. გამოსავალი არის.

-და როგორი? - სიხარულისგან გული ამიჩქარდა.

-ჩვენ ყველაფერს იურიდიულად გადავწყვიტავთ, - მამაკაცმა საქმიანად შეისწორა სათვალე. - პირველი, საიდან ამხელა ციფრი? გადავხედავ შენს კონტრაქტს, დანარჩენ დოკუმენტებს, რა ხდება დაზღვევაზე და მანქანაზე. დარწმუნებული ვარ, რომ თანხა ორჯერ შემცირდება.

-მაგრამ მაინც ბევრია, - ვთქვი მე, თუმცა კარგი სიახლე იყო.

-ახალგაზრდავ, მოიცადეთ. ჩვენ ამით დროს მოვიგებთ. რადგან თქვენი დამსაქმებლები იურისტებთან მისვლის შემდეგ ალბათ მოინდომებენ მთელი თანხის მაშინვე დაბრუნებას. ამ დროს ჩვენ სახლს გავყიდით და ვალს გადავიხდით.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now