თავი 42

2.9K 270 12
                                    



სახლის სადარბაზოსთან სიურპრიზი მელოდა. თეჰიონი. მეგობრის დანახვისას ვიგრძენი თვალები როგორ ამემღვრა. ის შემომახტა და დაზიანებულ ადგილს შეეხო,ტკივილისგან შევყვირე, მაგრამ ბედნიერებისგან ღიმილს არ ვწყვიტავ. ერთი მეგობარი მყავს. ეს უკვე ბევრია.

-ჯანდაბა, რა სჭირს შენს მობილურს? შენი მეზობელი ბებო უკვე ხელში შევიკალი კითხვებით. - სწრაფად ამბობს თეჰიონი და ოთახში შედის. -არ ვიცოდი სად დამერეკა, რა გამეკეთებინა! როგორ მიხარია, რომ კარგად ხარ! საერთოდ რა მოხდა?

მიკლედ ვუყვები მომხდარს. თეჰიონი გაოგნებისგან პირს აღებს:

-გაგიჟება შეიძლება.

-ნამდვილად.

მთელი სხეული ერთიანად ამტკივდა. წამით თვალები დავხუჭე, მაგრამ მეგობარს არ გამოპარვია:

-ცუდათ ხარ? ისეთი შესახედაობა გაქვს...

მან არ დაუცადა ჩემს წუწუნს, აფთიაქში და მაღაზიაში გაიქცა, აბები დამალევინა, რამენი მომიმზადა და ჯდომა მაიძულა. უცბათ თავი ისე კარგად ვიგრძენი, როგორც უკვე დიდი ხანია არ მიგრძვნია.

-თე.. მე ისეთი იდიოტი ვარ.

-ხო, ასეთი ხარ.

მან ორივესთვის რძე დაასხა.

-როგორაა შენი და ჰობის საქმე?

მისი მხიარული სახე მაშინვე მოიღუშა.

-არანაირად. მე მისი ვერ გამიგია. ზოგჯერ ვითომ არაა წინააღმდეგი, და ზოგჯერაც ყვირის, რომ პიდარასტი არ არის.

თავს ვერ ვიკავებ და მეცინება. პეჩენია ავიღე და ნელა დავიჭყე ღეჭვა. ამას რამე უნდა მოვუხერხო. ჰოსოკი რომ ჰეტერო ყოფილიყო, მაშინვე ჩამოიშორებდა თეჰიონს. და რადგან არ იშორებს თავიდან... ალბათ უბრალოდ ეშინია, არ შეუძლია საკუთარი თავის მიღება. იქნებ უბრალოდ დაბნეულია.

-შენსა და ჯონგუკს შორის როგორაა საქმე?

პეჩენია გადამცდა და ხველება დავიწყე. გული შემეკუმშა. ჯანდაბააა.....

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now