თავი 5

4K 381 29
                                    



***

ძირს ვწევარ. თითებით ახალ საყელურს ვეჭიდები, თვალთ მიბნელდება. პირს ვაღებ და ვცდილობ ჰაერი ჩავისუნთქო, მაგრამ ფილტვებამდე ვერ აღწევს. გული სწრაფად ძგერს. მგონია, რომ დამახრჩობს. და უკვე სულერთი ხდება. ნელა სიბნელე ისადგურებს.ჯონგუკი საყელურს უშვებს და ისევ შემიძლია ვისუნთქო.ვხრიალებ, ცრემლებს ვიწმინდავ.ჯონგუკი ამთქნარებს და ფრჩხილებს ათვალიერებს. შემდეგ გადაწყვიტა, რომ მეყო ამდენი შესვენება და საყელურს ისევ უჭერს,ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას არ მაძლევს,ვიხრჩობი, ვცდილობ ეს ნივთი როგორმე მოვიშორო,მაგრამ მხოლოდ თავს ვიკაწრავ.

-კარგი, - კიდევ უშვებს საყელურს, და დგება.- იმედია მიხვდი.

კი, ადამიანის დახრჩობა რომ ძალიან ადვილია. ვწევვარ და ცრემლებს ვიწმინდავ,ჭუჭყს და ოფლს.უნებურად ვათვალიერებ ოთახს,თავბრუხვევის მიუხედავად.

დღეს გასაოცრად გამიმართლა,მე აღმოვჩნდი წმინდათა წმინდა - ჯონგუკის საძინებელში. ბევრი რამე იყო სანახავი. დიზაინერი ნამდვილად გაისარჯა. ცისფერი კედლები მწვანეში ირეოდა. იატაკი თანაბარი ლაკით დაფარული ვარსკვლავებს ირეკლავდა. ავეჯი სურეალისტური, სანათები თითქოს კოსმიური ხომალდიდან. გამოშტერება შეიძლება.

ჯონგუკი გარდერობის ოთახში მიიმალა. თვალები დავხუჭე.საინტერესოა, შეეძლო ჩემი მოკვლა? მომეჩვენა რომ კი. როგორ მარტივად ჩააყუდა მამაჩემი ციხეში,ალბათ ჩემს შემთხვევაშიც ასე იქნებოდა. დაურეკავდა ვინმეს, ჩემს გვამს მოიშორებდნენ,რამეს მოატყუებდნენ მამაჩემს.

-რას წამოწოლილხარ? - წამში ვატყობ ხმაში გაღიზიანებას.ეს ცუდია.

ვცბები და მაშინვე ვდგები. თავბრუ ეგრევე მეხვევა. მახსენებს, რომ ჟანგბადი ჯერ კიდევ არ მყოფნის და საერთოდაც ფრთხილად უნდა ვიყო ჩემ სხეულთან. დავეცემოდი რომ არა ჯონგუკი. ის ადვილად მხვევს ხელს და ღრმა სფეროს ფორმის კრესლოში მაგდებს.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now