თავი 34

3.1K 296 30
                                    



10 მარტი

თეჰიონი ჩემზე განაწყენდა რადგან პირობა ვერ შევასრულე. მომიწია გავრჯილიყავი და როგორმე მეორე შანსი მომეპოვებინა: მოვაწყე მეფური ვახშამი, ვიყიდე მისი საყვარელი ჩიფსები, პიცა და ასევე შოკოლადის ტორტი  წარწერით <მეგობარს>. ძალიან ვეცადე... და შემინდეს კიდეც. ეს ყველაფერი 5 მარტს მოხდა, ჯონგუკმა რამდენიმე შეტყობინება გამომიგზავნა: <გილოცავ, პატარავ>, რაზეც გამეცინა და მეც მივწერე <შენც ასევე>.

გადაღებებიც დროებით შეჩერებულია. რაღაც ახალ პროექტებზე მიდის ლაპარაკი.

ჯონგუკთან ურთიერთობა გაურკვეველ მდგომარეობაში დარჩა. სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვნახეთ ერთმანეთი, ისიც სტუდიაში. ზოგჯერ მწერდა. რაღაც უმნიშვნელოს. მეკითხებოდა როგორ ვიყავი, რა ხდებოდა ახალი. მაგრამ შეიძლება ყველაფერი მომხდარი ერთ შეტყობინებაში გააკვეხო? ჩემს შეკითხვებზე პასუხობდა, რომ ძალიან დაკავებულია, რომ მართლა არ აქვს დრო და არ დავვიწყებივარ. ამაზეც მადლობა.

მე ის მენატრებოდა. ყოველ დღე,ყოველ საათს. ხარბად ვუყურებდი მის გამოსახულებას ტელეეკრანზე,არცერთი გადაცემა არ გამომიტოვებია, რომლების ჩანაწერებიც გადიოდა.

***

თეჰიონი ჩემთან მოვარდა დილაადრიან. შაბათი იყო, მე ჯერ კიდევ ლოგინში ვიყავი, კარებზე ზარმა გამაოცა. რათქმაუნდა, არ ვუტყდები საკუთარ თავს, რომ იმედი მქონდა ეს ჯონგუკი იქნებოდა, მაგრამ მეგობრის დანახვისას ნაკლებად არ ვიყავი გახარებული. ის ბალიშებში ჩავარდა და აღმოხდა:

-მე ჰობის ყვავილები გავუგზავნე.

ჯერ ნათქვამს ვიაზრებ. შემდეგ კი ხარხარი მივარდება.

-რა ქენი?

მე წარმოვიდგინე მამაკაცური ჰოსოკი ტყავის კურტკით და ყვავილების თაიგულით ხელში. ამაზე საერთოდ გადავვარდი.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now