თავი 39

2.7K 276 24
                                    



14 მარტი

-დილა მშვიდობისა, ძილისგუდა, -ჩამესმის ხმა, რომელიც ჯონგუკს სულაც არ ეკუთვნის.

თავი ავწიე ბალიშიდან და საშინლად მტკიოდა. ცოტახანში თემინმა ასპირინიანი ჭიქა მომაწოდა:

-დალიე, უკეთ გახდები.

რაიმე მოძრაობის გაკეთება საერთოდ არ მინდა, მაგრამ ვხვდები, რომ ეს ჩემს მდგომარეობას გააუმჯობესებდა, ამიტომაც ჭიქა გამოვართვი. ბოლომდე ვსვამ და ვთხოვ:

-კიდევ.

მაშინვე მინერალური წყლის ბოთლს მთავაზობენ. ვსვამ და ბალიშზე ვესვენები. ჩახლეჩილი ხმით ვინტერესდები:

-აქ როგორ არმოჩნდი?

-ჰაჰ, - იცინის ის, - და აქ ვინ მოგიყვანა?

თვალებს ვხუჭავ. საინტერესოა, ორმა ჭიქა სპირტიანმა სასმელმა ასე რატომ დამათვრო? თუმცა კოქტეილიც დავლიე, ვინ იცის რა ქონდა გარეული. აზრი მომდის, რომ მობილური უნდა ავიღო, იქნებ ჯონგუკის შეტყობინებაა მოსული. მაგრამ პატარა მოძრაობეაზც კი საშინელი უღონობა და თავის ტკივილი მემართებოდა.

-ჯიმინ, უნდა ადგე, მე ვიცი რაც დაგეხმარება.

-მე...

-ჯიმინ, - მტკიცედ ამბობს <დამხმარე>, - ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. ჯერ ინტერვიუ, შემდეგ ფოტოსესია და მაღაზიებში გავლა.

-მაღაზიებში? - წამოვიყვირე. მარტო ამის გაკეთებაღა შემიძლია.

-ხო, ბარტყო.

ოთახში სინათლე იჭრება. ძლივს ვასწრებ სახის ბალიშში დამალვას. ეს თემინი ნამდვილი არამზადა აღმოჩნდა. როგორ შეიძლება სხვანაირად დაუძახო ადამიანს, რომელმაც ფარდები გასწია იმ ადამიანის ოთახში, რომელიც ნაბახუსევია და თავის ტკივილისგან იტანჯება?

-მიდი, -ის ჯინსებს მესვრის, შემდეგ კარადას აღებს. სახე ემანჭება. - როგორც ჩანს მაღაზიებში წასვა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now