თავი 54

2.6K 268 72
                                    


15 მაისი

მამა სახლი გაყიდა. ფული ნამჯუნს ანგარიშზეა. მე თავისუფალი ვარ. თითქმის. მარტო ერთი წვეულებაღა დარჩა.

16 მაისი

ჯონგუკმა შეტყობინება გამომიგზავნა მისამართით. უბრალოდ ქუჩა, სახლის ნომერი. არც გამარჯობა და ალერსიანი მიმართვა. ეხლა რომ ჩემს წინ მდგარიყო, როგორც საჭიროა ვუთავაზებდი და მოვაცილებდი ნაგლურ გამომეტყველებას სახეზე.

არსადაც არ წავალ.

17 მაისი

მთელი ღამე არ მძინავს, ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო, მაგრამ არ შემიძლია. ეს ჩემზე ძლიერია. მე ის მეზიზღება. ამას რატომ აკეთებს? იუნგის ნათქვამი თავიდან არ ამომდის.

***

არ წავალ!

ამის მაგივრად ვემზადები მინასთან კაფეში შესახვედრად. ის ბედნიერია, ულამაზესი. ყავას ვსვამთ და მე ყოველ წამს საათზე ვიყურები. ჯონგუკმა მომწერა რვა საათზეო. თითქმის რვაა... ის წავა, წავა, წავა... არ შემიძლია! მეზიზღება თავი ამის გამო,მაგრამ არ შემიძლია. განვასახიერებ ვითომ თეჰიონმა დამირეკა.

-მაპატიე,მინა, უნდა გავიქცე, მათ იჩხუბეს...

გამგებიანი მზერა,რომელიც თავს არამზადად მაგრძნობინებს. ტაქსი. საცობი. თმებს ვიწიწკნი უიმედობით. ვიღაც მახინჯები ერთმანეთს დაეჯახნენ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან გადასახვევზე! ცხრის ოცი წუთი, ნახევარი, ორმოცი წუთი... ჯონგუკს ეზიზღება დაგვიანება. რა იქნება რომ აღარ დამელოდოს?

როგორც იქნა ცხრა საათისთვის ტაქსი ოტელის წინ ჩერდება. რაღაც საშინლად ნაცნობია... საინტერესოა. მოიცადე. ოტელში ვხვდებით? ორაზროვანია. ზუსტად ჯონგუკის სტილში. იქნებ აქ გამორჩეული რესტორანია მშვენიერი სამზარეულოთი. მაგრამ როგორ ვიპოვო ჯონგუკი? ყველა ნომერში ხომ არ ვიყვირებ <სად არის ეგ არამზადა?>.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now