თავი 24

2.9K 320 11
                                    



2 ნოემბერი

ნასვამი ვარ. უნივერსიტეტში არ მივდივარ,თეჰიონს დავუყვირე, გადავწყვიტე რო გავბრაზებულიყავი, გამუდმებით რომ მტოვებს ხოლმე. კიდე რაღაც დავუძაძე. მოკლედ ჯანდაბაში წასულა!

თვაში მხოლოდ ერთი სახელი მიტრიალებს, რომელიც ეკუთვნიც ცნობილ არამზადას.

მთელი ღამე და დღე ვფიქრობდი... ვარწმუნებდი თავს რომ ყველაფერი უკვე წარსულშია...რატომ დათანხმდა ამ კონკურსზე? მას ხომ უნდა ვეზიზღებოდე. და მეც. მისი ღალატი საშინელებაა... არაფერიც არ მეზიზღება. რა სისულელეც ეს არ უნდა ყოფილიყო. გუშინდელი შემთხვევა სულ თვალწინ მიდგას. სამზარეულოში გავდივარ, და კიდევ ერთ ბოთლ ღვინოს ვხსნი. ვცდილობ ალკოჰოლით დავივიწყო ყველაფერი. რატომ არ ვხდები უკეთესად?

3 ნოემბერი

გავითიშე და საღამოს ექვს საათზე გავიღვიძე. საშინლად ვიყავი, მაგრამ ერთი რამე გავიაზრე. ჩვენი წარსული არასოდეს მოგვცემს შანს მომავლისთვის.

10 ნოემბერი

უკვე ერთი კვირაა უნივერსიტეტში არ დავდივარ. იქ რა ჯანდაბა ვაკეთო? იუმორისტულ ჯგუფზეც და გაზეთზეც ვივიწყებ. ტრაკშიც წასულან. თეჰიონი არ გამოჩენილა. ეწყინა, ჯანდაბა. მეგონა მეორე დღესვე გამოიქცეოდა.არაუშავს გადაუვლის.

ჯონგუკზე ფიქრს შევეშვი. თითქმის.

13 ნოემბერი

ზარი დეკანატიდან. მიბრძანეს რომ ხვალ მათთან კაბინეტში გამოვცხადდე.

კიდევ ჰოსოკმა დარეკა, შემომთავაზა დამუშავებული სიუჟეტის ნახვა. მაგრამ მე უარი ვუთხარი. ჯონგუკის ნახვა არ მინდა.

14 ნოემბერი

ჯობდა უნივერსიტეტში არ მივსულიყავი. მაშინვე ჯინი და ბიჭები დამეტაკნენ და საყვედურები დამაყარეს. მეც შევპირდი რომ გამოვსწორდებოდი.

18 ნოემბერი

ტელევიზორს ზუსტად ექვს საათზე ვრთავ და თვალებს არ ვუჯერებ. ჩვენმა სიუჟეტმა, რომელიც სავაჭრო ცენტრში გადავიღეთ, პირველი ადგილი აიღო. მინდა სიხარული ვინმეს გავუზიარო, მაგრამ არავინაა. კარგი, გავაგრძელეთ ყურება. მაგრამ ჯობდა არ მენახა... ჩვენსას ისევ ბოლოს აჩვენებენ. ისევ ეს სულელური სახელწოდება. როდესაც სიუჟეტი მორჩა,მივხვდი რომ ჩავფლავდით. მშრალი, და არაფრის მთქმელია. და დამნაშავე ამაში მე ვარ.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now