თავი 6

4.1K 368 40
                                    


2 დეკემბერი

შემდეგი ორი დღე ნამდვილი წამება იყო. მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღეებია. როდესაც გავიღვიძე მეორე დილას, მას შემდეგ რაც ტუალეტში მოხდა, დიდი ხანი არ შემეძლო დაჯერება რომ ცოცხალი ვიყავი. მე თვითონ ვუთხარი ჯონგუკს, რომ მის ნივთებში ვიქექებოდი? მახინჯი დავუძახე? და დარტყმაც ვეცადე? დაუჯერებელია... გასაგებია რომ ყველაფერი ალკოჰოლის ბრალია, უცნაური სიგარეტის, მაგრამ.. ის მაინც არ ყოფილა ნასვამი, ასე წყნარად რეაგირებდა,სხვანაირად იქცეოდა, გაუგებარია, უჩვეულო. თითქოს ნორმალური გახდა. წუთით. და ეს შეხებები? ვამჯობინებ ამაზე არ ვიფიქრო. მოკლედ, როგორც კი მის სახელს ვაწყდები ჩემს ფიქრებში, სასტიკად ვწითლდები.

მამა გაბრაზებულია.ჩემს შესახებ ბევრი მოვისმინე. ახალი, მოულოდნელი და საინტერესო. როგორ ძალიან ცდილობს, რომ ბრწყინვალე განათლება მივიღო,და როგორი რთულია მისთვის.თითქოს ჩემთვის ადვილი იყოს.

დღეს ორშაბათია.მეშინია.დიდიხანია ასე არ მილაჩრია. ჯონგუკი შეიძლება თამაშობდა.

სკოლაში მივდივარ,თავჩაღუნული. გასახდელში ყველანაირ ხმაზე ვხტები. დიდხანს ავდივარ კიბეზე, საკუთარ თავზე ვბრაზდები და ჩემს ადგილზე ვჯდები. მინა ცდილობს დიალოგში შემოსვლას, მაგრამ ვაიგნორებ. მასწავლებელთან ერთად ჯონგუკიც შემოდის, მე არც კი მიყურებს.

შესვენებაზე მსუბუქად ეხება ჩემი პერანგის საყელოს, ამოწმებს ადგილზეა თუ არა საყელური. აბა სად იქნება? ჯონგუკი არაფერს ამბობს. ჩემს მიმართ ინტერესს კარგავს.

პირველად დიდი ხნის მანძილზე, პირდაპირ სახლში მივდივარ სკოლის შემდეგ. უაზრობაა არა? ოთახში სიცარიელეა და სიბნელე.


3 დეკემბერი

-დღეს პროფესორ კანთან ერთად მეცადინეობ,- უცბათ მაჯახა ჯონგუკმა, როდესაც დილით კიბეზე შემთხვევით ვხვდებით ერთმანეთს, შემდეგ იუნგის ამჩნევს და უღიმის. ეს ღიმილი გულიდან მოდის, უცვლის მუდმივად სერიოზულ სახეს.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now