თავი 31

3.5K 320 11
                                    



ყველაზე უხერხული რაც შეიძლება იყოს: გაიღვიძო შენი საყვარლის ბინაში, გიჟური სექსის შემდეგ, როდესაც თქვენი ურთიერთობა გაურკვეველია და აშკარად ხვდები,რომ შენი ადგილი იქ არაა. ჯონგუკი უკვე წასულია. ოთახში სიჩუმეა. ოთახიდან გავდივარ ზეწარში გახვეული. ასეც არის. სახლი ცარიელია. გადავწყვიტე შხაპი მიმეღო. ისევ ჯონგუკის კბილის ჯაგრისი გამოვიყენე. ასე უნდა მაგას. მას ერთადერთი ტანის გელი აქვს, რომელსაც ლავანდის სუნი აქვს. ვიბან და ვხვდები, რომ ჩემზე სულ სხვანაირად აღიქმება ვიდრე მასზე. პირსახოც შემოხვეული გამოვდივარ და მეორე მონსტრს ვაწყდები. ამ კატას, როგორც მახსოვს ჰანა ჰქვია. მისი სხეულის დიდი ნაწილი ბინტებითაა დაფარული. დამინახა თუ არა სასაცილო ხმების გამოშვება დაიწყო, როგორც ჩანს ჩემი შეშინება უნდა.

-ჩუმად,ფისო. - რაღაც გაუბედავად ვამბობ მე.

ჰანა მაშინვე ხტება და თავის კლანჭებს პირდაპირ მკერდზე მარსობს. ოხ ეს საზიზღარი არსება! ნაკაწრები ღრმაა, მაშინვე სისხლი მომდის. მშვენიერია. მოიცადე. გუშინ რატომ ვერ ვნახე ის? სამზარეულოდან ხმაურზე ჯონგუკი გამოდის, პალტოში ჩაცმული. უკმაყოფილოდ უყურებს ჩემს ნაკაწრებს და ამბობს:

-ჰანას ანერვიულება არ შეიძლება.

ხო არა? და ჩემი შეიძლება? და ესაა დილა მშიდობისას სანაცვლო გუშინდელი ღამის შემდეგ? საძინებელში მივდივარ და ჩემს ტანსაცმელს ვეძებ. ჯონგუკიც უკან მომყვება, კარში დგება და ხელებს გულზე იწყობს.

-სადმე მიდიხარ? -მისი ხმა ჩვეულად ცივია.

ჩუმად ვარ. ჯანდაბა, სად არის ტრუსები?

-შენ პასუხს არ აპირებ?

სანამ მე ვდუმვარ, ჯონგუკი ჩემგან ორ ნაბიჯშია, მხრებში ხელს მავლებს:

-მიპასუხე.

-სახლში, -ჩუმად ვამბობ მე, როდესაც ეს მბრძანებლური ტონი მესმის.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now