თავი 29

3.2K 304 13
                                    



3 თებერვალი

დილით ყველაფერი თვალწინ დამიდგა, რაც კი გუშინ მოხდა. როგორ მრცხვენია. საკუთარი სისუსტისთვის, და იმისთვის, რომ ასეთი სიამოვნება მივიღე. დახურული კარბიდან ხმაური მოისმის,ესეიგი ჯონგუკი სამზარეულოშია. ჩემი ტანსაცმელი ლამაზადაა დაწყობილი სკამზე. ვდგები და ყვირილს ძლივს ვიკავებ. უკანალი, ზურგი და წელი საშნლად მტკივა. გუშინ ვიღაცა მშვენივრად გაისარჯა. ხო, ჯონგუკი ნამდვილად არ ყოფილა ნაზი. ვგრძნობ რომ მხარი მაწუხებს, და იქ კბილებისგან დატოვებული დიდი დალურჯებული აღმოვაჩინე. ამის დედაც... დიდი მადლობა. გაჭირვებით ვიცვამ და ვცდილობ ნატკენი ადგილები არ ვამოძრაო.

როდესაც სამზარეულოში გავდივარ, ჯონგუკი ტრიალდება და ყურადღებით მათვალიერებს. შემდეგ მეკითხება:

-თავს როგორ გრძნობ?

-კარგად, -ვცდილობ არ გავბრაზდე.

-გამაყუჩებელი მოგცე?

-გადავიტან.

-კბილები გაიხეხე და დაბრუნდი. ჩაი,ყავა?

-ყავა, - ვბუტბუტებ და სააბაზანოში შევდივარ. ისევ მისი კბილის ჯაგრისი გამოვიყენე. როგორ მინდა უნიტაზში ჩავყო,თავს ძლივს ვიკავებ მართალი რომ ვთქვა.

სარკეში ვიყურები და გშეშდები. ჯანდაბა, სახეზე მაწერია, რომ მთელი ღამე ვჟიმაობდი. ტუჩები შესიებული, დაკბენილი, კისერი სულ წითელი ლაქებით, ყვრიმალზე ცოტათი სილურჯე. როდისღა მოასწრო დარტყმა? უფრო მეტად გაღიზიანებული გავდივარ სამზარეულოში და მაგიდასთან ვჯდები. რათქმაუნდა, სწრაფად,დამავიწყდა ჩემი ნატკენი უკანალი. ვკვნესივარ და მომდგარ ცრემლებს ვიწმინდავ. ჯონგუკი ღიმილის გარეშე მიყურებს და მოპირდაპირე მხარეს ჯდება:

-ძალიან ცუდად ხარ?

-და რა,სინდისი გქენჯნის?

-არა.

-მაშინ რატომ მეკითხები?

-ისაუზმე.

I don't exist any more | Jikook | 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now