I

5.8K 244 32
                                    

- ლილე!ლილე შეხედე- ნჯღრევა დაუწყო ჰიუნამ ლილიანს და ერთერთი კარადისკენ გაახედა. ლილიანი ამ დროს წიგნის კითხვით იყო გართული.
- რა იყოო ქაჯო - წამოყო თავი
- იმ გოგოს უყურე. ნახევარი წლის წინ რომ გეკითხა ძერსკებს ვერ იტანდა. ახლა კი კისრამდე აწეული კაბა აცვია.- სინანულით თქვა ჰიუნამ
- კარგი გავიგე ახლა მაცადე - ისევ წიგნს ჩააჩერდა გოგო. ჰიუნამ ისევ გაფაციცებით დაიწყო თვალიერება ხალხის. ცოტახნის სიჩუმის შემდეგ ლილიანმა ისევ ნჯღრევა იგრძნო
- ლილე! ლილე!- გოგოს შემთხვევით წიგნი დაეხურა და გაბრაზებულმა მეგობარს ამოხედა - მგონი კრისი და სელინა შერიგდნენ უყურე როგორ იქცევან - ხელი გაიშვირა თითქმის გასასვლელისკენ მაგრამ გაცოფებული გოგო მხოლოდ მას მიშტერებოდა
- მაცადე - იატაკზე მჯდარი ცოტათი გვერდით გაიწია . ჰიუნა უკმაყოფილო ბუზღუნებდა. ლილემ კი ძლივს მოძებნა გვერდი რომელზეც გაჩერებული იყო და კითხვა გააგრძელა.
-ლილეე!! ლილეე!! ლილიან- გოგო გაცოფდა - არ ინანებ გაიხედე- თავით ანიშნებდა დერეფნისკენ
- რა იყოოო!!!
- უბრალოდ გაიხედე - გოგომ თავი მიატრიალა და დაინახა საშუალო სიმაღლის დაკუნთულ ტანიანი მამაკაცი. მოტკეცილი შარვლით და ფართხუნა მაისურით. ჩანთა ჰქონდა მოგდებული და სადღაც მიიჩქაროდა
- ეს ვინაა?- იკიხა და კარგად დასანახად თვალები მოჭუტა
- არ ვიცი, მაგრამ კაი ბარძაყები აქ - ტუჩები გაილოკა ჰიუნამ
- ფუუ გოგო გაკლია ?- დაიჯანა ლილიანი და უფრო გაშორდა დაქალს
- მართალს ვამბობ... სუფთა მისტერ ბარძაყა ა - გაიცინა ჰიუნამ. გოგომ ძლივს მოწყვიტა თვალი უცხო მამაკაცს და წიგნს ჩააჩერდა. ამ დროს ბოლო ლექციის დაწყების დროც მოვიდა. როგორც ყველა ლექცია ესეც უინტერესო აღმოჩნდა მისთვის ამიტომ უკანასკნელი 96 გვერდიც ჩაამთავრა და კმაყოფილმა დახურა წიგნი. როდესაც თავის კარადასთან მივიდა ზედ რაღაც ფურცელი დახვდა მიკრული და სასწრაფოდ ჩამოგლიჯა. დახედა. ცეკვის შესწავლის განცხადება იყო. ადრეც უნახავს ამდაგვარი განცხადება თუმცა ყურადღება არ მიუქცევია. კითხვით გართულს არ შეუმჩნევია რომ უკან დაქალი ედგა და იცინოდა. ჰიუნამ სიცილი დაიწყო და დერეფანში უსირცხვილოდ თეძოების ქნევას მოყვა.
- რასაკეთებ?- მოტრიალდა ლილე
- უნდა წახვიდე ცეკვის სასწავლად
- არ ვიცი მინდა თუ არა
- თუ გიყვარვარ წადი
- და ვინ თქვა რომ მიყვარხარ?- გაეცინა და გასასვლელისკენ წავიდა
- უნდა წახვიდეე
- დავფიქრდები. საღამომდე. მომწერე- ხელი დაუქნია დაქალს და სახლისაკენ წავიდა. ბავშვობიდან ოცნებობდა მოცეკვავე გამოსულიყო. საამისოდ მოქნილიც იყო. ხაჭაპური იყიდა და ჭამა დაიწყო. სტუდია სადაც შეიძლებოდა მას ცეკვა ესწავლა ინსტიტუტთან ძალიან ახლოს იყო
- უნდა ვცადო - თქვა პირგამოტენილმა და საჭმელი ჩანთაში ჩაიდო. სტუდიისკენ წავიდა.
"მასწავლებელი: პაკ ჯიმინი "
დაფიქრდა თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მომავალი მასწავლებელი.
- მაღალი, სიმპატიური, ქერა... ან შავგვრემანი... - ფიქრობდა გზაში. გზა გადაკვეთა და ინსტიტუტის ეზოში შევიდა. სტუდია დაინახა და დაუკაკუნებლად შეაბიჯა. სტუდიაში მაღალ ხმაზე ისმოდა სიმღერა და ცენტრში ამ სიმღერას აყოლებული მამაკაცი ცეკვავდა. აშკარად შეუშალა ხელი ლილიანის შესვლამ და გაჩერდა. მოიხედა.
- დაკაკუნება არ უსწავლებიათ?- იკითხა მამაკცმა
- მისტერ ბარძაყა  - წარმოთქვა გაოგნებით
- რა თქვით?- მუსიკა გამორთო და მიაშტერდა
- იცით მაინტერესებდა თუ ამიყვანდით ...
- დამლაგებლებს გვერდით კორპუსში იღებენ - თქვა და გატრიალდა
- კი მაგრამ... მე ცეკვის სასწავლად მოვედი
- ბატონოო?- გაკვირვებულმა მისტერ ბარძაყამ მოიხედა
- რამე მოხდა?
- შენნაირი დონდლო, ჭამის მოყვარული  ადამიანი უნდა ავიყვანო მოსწავლედ?- ჩაეცინა- ვერ შეძლებ ჩემთამ მუშაობას
- რატომ?
- გეტყობა ცხიმიანების ჭამა გიყვარს - პირზე მიუთითა ხელით. გოგო შეცბა და პირი მოიწმინდა.- ჩემს დატვირთვას და დიეტას ვერ აიტან .- თავი გააქნია
- ავიტან - ახლა ჯიბრში ჩაუდგა გოგო
- ვერ აიტან
- ავიტან.
- დარწმუნებული ხარ?- ცალი წარბი აწია.
- კი სრულიად
- არც გაკვეთილებზე დააგვიანებ?
- არა
-არც ერთი წუთით?- ხელები გადაიჯვარედინა
- არა
- აიტან ყველანაირ დატვირთვას? მარტო ბოსტნეულს შეჭამ?
- ყველაფერზე თანახმა ვარ - თვალები ბარძაყებისკენ ეპარებოდა
- კარგი. გაკვეთილები 2 საათიანი იქნება. თუმცა დღეს 1 საათი გავარჯიშებ რომარ გადატყდე შუაზე... თქვენი სახელი?
- ლილიანი... და დღესაც სრული დატვირთვით 2 საათიან გაკვეთილს მოვითხოვ.
- დიდხანს ასე ვერ გაძლებ - გაეცინა
- აი ნახავთ გავძლებ - ჩანთა იქვე დააპერტყა და მასწავლებელ პაკს მიუახლოვდა
- გაწელვებით დავიწყოთ მისის ტლანქო - გაეცინა და უზარნაზარ სარკეს შეხედა- იქ იყურე და ეცადე  რასაც ვიზამ ის გაიმეორო - გახედა. გოგო მასსავით დადგა. ვარჯიში დაიწყეს. ჯიმინი გველივით იკლაკნებოდა. გოგო კი მთლად კარგად ვერ ასრულებდა მის ილეთებს თუმცა ისეთი ტლანქი არ იყო როგორც მას მასწავლებელი ამცირებდა. ნახევაფი საათის მერე გოგომ ქოშინი დაიწყო
- შ-შევისვენოთ რა - მუხლებს დაეყრდნო ფეხებით
- არა!- თქვა მკაცრად- გასწორდი და გააგრძელე
- მაგრამ
- მე გითხარი დიდხანს ვერ გაძლებ თქო... ახლა წამოიწიე- გოგო ძლივს გასწორდა წელში. ძალიან დაიღალა მაგრამ ორი რამ უკვე იცოდა
• შემდეგ საათ ნახევარში მოკვდებოდა
• მასწავლებელი პაკ ჯიმინი ეზიზღებოდა

მაგრამ ჯიბრი ჯიბრია!..

ყველაფერი დაეჭიმა. ბოლო ნახევარი საათი ძლივსღა იდგა ფეხზე. ფეხები ეხლართებოდა. უნდოდა მასწავლებელს მიხტომოდა და დაეხრჩო. ბოლო 10 წუთი იყო დარჩენილი როცა იატკზე დავარდა და ვეღარ წამოდგა. ჯიმინმა სიცილი ატეხა
- შე სადისტო რა გაცინებს - წამოჯდომაც არ შეეძლო.
- აბა ნახვამდის. ხუთშაბათს თუ ფეხზე იქნები ზუსტად 5 საათზე აწ იყავი...თუ დააგვიანებ ინანებ - გოგოს გადააბიჯა და გასახდელში შევიდა
- მეზიზღები გამოუსწორებელო ნაბიჭვარო - მიაძახა და გვერდით გადატრიალდა  . 5 წუთში ძლივს წამოდგა და სახლისაკენ წავიდა. ტელეფონზე ჰიუნას დაურეკა
- გისმენ ლილიან
- ცეკვის გაკვეთილზე ვიყავი
- მართლაა?? მერეე?
- იცი ვინ მასწავლის?- თქვა ზიზღით - მისტერ ბარძაყა . ეგ ნაბიჭვარი.. იდიოტი ..- გამოლანძღა მასწავლებელი და თავისთან სახლში ლილიანი დაპატიჟა. - მშია და მოძრაობა არ შემიძლია... წამე წამომიღე გთხოვ - შევიდა თავის ოთახში და დივანზე დაეფერთხა. ბოლო ხმაზე იღრიალა
- წადი შენი დედაც პაკ ჯიმინ - თვალები დახუჭა და წარმოიდგინა როგორ ახრჩობს თავის მასწავლებელს.- მაინც მე გავიმარჯვებ!

•••••
ჰეით ესეც მეორე ახალი ფიკი ჯიმინაზე... იმედია დასაწყისი მოგწონთ. მაინტერესებს თქვენი აზრი ასე რომ მთელი გულით გელით 💛💛💛 მიყვარხართ 💛💛💛

✔/MR. PerfectionWhere stories live. Discover now