XXVI

1.4K 187 47
                                    

აღარ ვაპირებდი საერთოდ წერის გაგრძელებას მაგრამ ..... გავაგრძელე <3

-ჯონკუკ ძალიან ვნერვიულობ!!!! ჯონკუკ!!! ვაიმე ჯონკუკ!!- წინ და უკან დაბორიალობდა ლილიანი და თითებს იწვალებდა. მისი მეწყვილე ჯონკუკი კი სარკის წინ იჯდა და სახეზე მაკიაჟს იკეთებდა

- პირველი ლაივია. ბუნებრივია ლილიან

-ვიამეეე არ გამომივა ვიცი- კაბა აუფრიალდა გოგოს

- გამოგივა ნუ ღელავ- პუდრი მიიმატა ბიჭმა

- არაა.. ჯანდაბა. ჯიმინის წინ უნდა ვიცეკვო - ნერწყვი ძლივს გადაყლაპა

- ლაივზე მეტად ეგ გაღელვებს შენ- გაიცინა ქუქმა

- არანაირად- აწითლებულმა გამოხედა

- კი კი კი . უბრალოდ იფიქრე რომ ყველაფერს კარგად შეასრულებ.... არა... უნიკალურად!

- მას არ მოეწყონებაა - ლამის ტირილი დაიწყო გოგომ

- აი თურმე ქალბატონი რაზე ღელავს - წამოდგა ბიჭი- მისმინე. მარტო მისი ხმა ვერაფერს იზამს- წინ დაუდგა- ტყუილად ორგანიზმს და ნერვებს იღლი. უბრალოდ დაჯექი- სკამი გამოუწია და გოგო მოათავსა.

- თქვენი ჯერია - შემოაღო კარგი ქალმა და უკან გაბრუნდა

-ვაიმე- გოგო გაშეშდა

- წავედით - ხელი მოკიდა და გარეთ გაიყვანა - ყველაფერი კარგად იქნება

- იმედია- კულისებში გაიყვანა. ჟიური უკვე აფასებდა მონაწილეებს. ჯონკუკმა გოგო მოატრიალა და ზურგით დააყენა

- ჯიმინს არ უყურო- ჩაიხუტა

- წავედით წავედით- ხელით მიაწვა კაცი. ლილიანმა ვერ შენიშნა როგორ წარადგინეს .სახეზე ღიმილი აიკრა და ჯონკუკს გაყვა. მათ გამოსვლას ტაში მოყვა. წყვილი ცენტრში დადგა და მალევე ნელი მოძრაობებით ცეკვა დაიწყეს

- კარგი გოგო ხარ - შეაქო ჯონკუკმა როცა რთული მომენტი რომელიც რეპეტიციისას სულ ებნეოდათ სწორად შეასრულეს. ლილიანი ხშირად იყურებოდა ჯიმინისკენ რომელსაც ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და სკამის საზურგეზე მიყუდებულიყო. მის გვერდით მჯდომი ანჯელა აღფრთოვანებული უყურებდა წყვილის გამოსვლას. მალე ცეკვა დასრულდა და ქუქმა და ლილიანმა ხალხს თავი დაუკრეს. ანჯელა ფეხზე იდგა და ყველაზე ხმამაღლა ის უკრავდა ტაშს.

✔/MR. PerfectionWhere stories live. Discover now