III

1.9K 182 13
                                    

ლილიანი გარეთ ძლივს გავიდა და ბარდიურზე ჩამოჯდა. ტელეფონი აიღო და ჰიუნას დაურეკა
- რაიყო
- მოდი რა
- რატო? ვეღარ დგები? ყველა კუნთი დაჭიმული გაქ ? ისევ გაწამა? მოვდივარ კარგი - დაკიდა. ლილიანმა თავი ქვემოთ დახარა. თვალები საშინლად ეწვოდა. მთელი 2 ღამე არ ეძინა. წამით დაფიქრდა რატო იტანჯავდა თავს. მაგრამ ცეკვა უყვარდა. პაკ ჯიმინი კი ეზიზღებოდა. მალე ჰიუნა მოვარდა ტაქსით. ბარდიურთან გააჩერებინა. მკლავი მკლავში გაუყარა და წამოაყენა. მერე კი ტაქსიში ჩასვა
- რაო- გოგომ ვერაფერი უპასუხა . ხმის ამოუღებლად მიიყვანა სახლში და საწოლში დააწვინა
- ხვალ არ მოვალ ალბათ - ამოიკრუსუნა და გადატრილდა. მთელი დღე ეძინა. საერთოდ არ იყო მზად 4 დღეში ისევ სატანასთან მისულიყო. როცა გაეღვიძა ღამის 4 საათი იყო. ტელეფონს წვდა და მოსული ტონა მესიჯების კითხვა დაიწყო :
ჰიუნა: როგორ ხარ? გინდა მოგაკითხო?
ჰიუნა:რამდენი ხანია გძინავს არ გაიგუდო
ჰიუნა: აა უკვე გაიგუდე?
ჰიუნა:გინდა სატანას დავურეკო ხელოვნური სუნთქვა გაგიკეთოს?
ჰიუნა: ვიხუმრე არ მომკლა
ჰიუნა: არა მართლა დავურეკავ თუ რამე
ჰიუნა: ხვალე უშენოდ რა მეშველება. როგორ გავჭორო ხალხი
ჰიუნა: რო გაიღვიძებ მომწერე
გაბრუებულმა მიანება მესიჯებს თავი და სატანას პროფილზე შევიდა

"განაახლა 2 საათის წინ"

ახალი სურათი გადმოწერა და დიდხანს უყურა
- რა ძაან დამპალი ხარ - მერე ისევ შელამაზება დაუწყო. შემდეგ დღეს ისევ ლოგინში იწვა. შუა დღეს დაუკითხავად შემოუვარდა ჰიუნა ოთახში
- რატომ არ მპასუხობდი გუშინ - საწოლზე დახტა.
- მეძინა ტვინიკოსო
- ხოხო... აუ დღეს.. ხო გაიარა ისევ ოქ სადაც პირველად ვნახეთ. აქეთ იქით მიმოიხედა და გააგრძელა გზა. უნდა გენახა როგირ გადაიწია თმა უკან. საჯდომს როგორ ათამაშებსა. მიხვიდე უწკაპუნო ერთი - ჰიუნამ ისე აიქნია ხელი თითქოს მართლა ურტყავდა ვინმეს საჯდომზე.
- რა ძაან წვეტიანი აზრები გაწუხებს- გაიქნია თავი ლილიანმა
- შემდეგი გაკვეთილი როდისაა?
- ადამიანო.... ორშაბთს და ხუთშაბათს მაქ გაკვეთილები. დაიმახსოვრე - ტელეფონი აიღო და ისევ ჯიმინის სურათების თვალიერებას შეუდგა
- იცი რა მაინტერესებს? იძახი არ მომწონს მეზიზღებაო და რამდენჯერაც შემოგხედე მის სურათებს ათვალიერებ - ტელეფონს ჩააჩერდა
- მერე რა .. მინდა და ვათვალიერებ - მხრები აიჩეჩა. ჰიუნამ წარბების თამაში დაიწყო
- აი თქვენ რო დაქორწინდებით მეჯვარე მე ვიქნები გაიგე?
- დავქორწინდებით? მაგის კოცნას მირჩევნია კუს ვაკოცო- დაიჯღანა ლილე
- ნახაავ...ნახაააავ - ხტუნაონდა გოგო
- მე კიარა შენ ნახავ - ჩანთა გამოგლიჯა და ჩანთაში ძრომიალი დაიწყო. მერე
მოკბეჩილი სნიკერსი ამოიღო და სიცილით ჭამა დაიწყო

✔/MR. PerfectionWhere stories live. Discover now