XIV

1.6K 171 17
                                    

გოგო გაწითლდა. თვითონ ვერ გააცნობიერა როგორ აყვა ბიჭს კოცნაში და როგორ დახუჭა თვალები... როცა ფეილტვებმა ჰაერი მოსთხოვა გოგოს ლილიანი უკან გამოიწია და ფეხზე წამოხტა
- ღმერთოო....- ამოიქშინა და დაბნეული ოთახიდან გავარდა.- მე წავედი- დაუყვირა და გასასვლელ კარებთან მივიდა. გამოაღო და ხმაურიანად მიკეტა. მაგრამ წასვლით არ წავიდა. სამზარეულოს სკამზე დაჯდა და ლოდინი დაიწყო როდის დაეძინებოდა ჯიმინს. მალე ფაჩუნი გაიგო და კარების უკან დაიმალა. ჯიმინმა სამზარეულოს აუარა და სააბაზანოში შეაჭრა. ლილიანმა კი თვალებზე ხელები აიფარა
- საცვლის ამარა რატო დატანტალებს - ამოიქშინა და ჯიმინის უკან დაბრუნებას დაელოდა... ჯერ ისევ წითელი
იყო... ყველაფერი ეწვოდა. მალევე გაიგო ონკანიდან მოშვებული წყლის ხმა და ჯიმინი უკან ოთახში დაბრუნდა. გოგო მაგიდისკენ წავიდა და ლოდინი დაიწყო. ნახევარ საათში ჯიმინის ოთახში შეიპარა. ბიჭს პატარა ბავშვივით გამობზეკილი ჰქონდა ტუჩები და მშვიდად ეძინა. გოგო მის გვერდით დაჯდა და ტუჩები შუბლზე მიადო. მერე თერმომეტრი ამოიღო და ბიჭს ნელა ჩაუცურა იღლიაში. ჯიმინს სახეზე დაუწყო დაკვირვება
- რა საყვარელია - გაეღიმა და თმა უკან გადაუწია.
- დაუწია - თერმომეტრი დაფერთხა და დააბინავა. გათენებას დაელოდა. წასვლის წინ შუბლზე აკოცა ბიჭს და დილის ექვსზე ჰიუნას კარებზე დაიწყო ბრახუნი. ნახევრად მძინარმა ჰიუნამ კარები ფართოდ გამოაღო და დაუბღვირა გოგოს.
- შენ სულელი ჰომ არ ხარ? მთელი ღამე სად იყავი ან ამ დილის ექვსზე რას მოეტიე.... - ტუქსავდა გოგოს
- შემომიშვი რა - თხოვა
- ჯერ მითხარი რო წამომყვები პაემანზე
- წამოგყვები
- ამ საღამოს გადმოვიტანეთ
- ჯანდაბას კარგი
- მპირდები?
- ვაიმეეეე შემომიშვიიი- უყვირა და სახლში შეაჭრა... ჰიუნამ კარი მიკეტა
- უნდა წავუძინო თორე საღამოსკენ სიმახინჯე ვიქნები
- არც ისე მყავდე რა ლამაზმანი- წყალი დაისხა ლილიანმა
- რააა? მახინჯი ვარ??? ჯანდაბაა არაა 😭😭- ისტერიკები დაეწყო ჰიუნას. გოგო გამოშტერებული უყურებდა მეგობარს - ღმერთო რა საშინელებააა
- ვერ ვხვდები მე გავათენე მთელი ღამე თუ შენ- თავი გააქნია გოგომ
- ჯანდაბააა აღარ აქვს აზრი არსად წასვლას... კატასტროფა ვარ
- ჰიუნა... როდის აქედან გწყინს მახინჯს რომ გეძახიი?- ჰიუნამ ტირილი მორთო
- რა გჭიიიირს - მივიდა და წყნარება დაუწყო...- ჰო იცი რომ ლამაზი ხარ ჯანდაბა რა გემართება
- არ მოვეწონები ჰოსოკს
- ჰოსოკს უკვე მოეწონე მაშინ უმაკიაჟოთ რო იყავი გიყურებდა
- ჰა? მართლა?- წითელი თვალები ამოანათა გოგოს
- რა გჭირს - მის წინ ჩაიკუზა ლილე
- ვნერვიულობ....
- კარგი რააა- თავს იქნევდა გოგო.. - დაიძინე წადი და მე გაგალამაზებ
- მართლააა?- იკივლა
- წადიიიიი - ადგა გოგო და სამზარეულოში საჭმელად გავიდა. ნახევარ საათში ჰიუნას ტელეფონი აწკრიალდა
- ჯანდაბა რით ვერ მოასვენეს- ტელეფონს დახედა- ოჰ ვაჟბატონი რეკავს
- ჰააა ვიიიინ? - წამოხტა გოგო
- ჰოსოკი- ტელეფონი მიაწოდა. - ჯანდაბა როგორ გამოვიყურები... ვაიმე თმააა- გოგომ მკლავში დაიჭირა და მოატრიალა
- რამ გგამოგაშტერა უპასუხე!- თვითონ დაუჭირა და სახესთან მიუტანა.
- ჰეიი- გაისმა ჰოსოკის ხმა.- ასე ადრე არ მეგონა რომ გეღვიძებოდა.. შენ ისეთი....
- ისეთი რა?- გაიყინა ჰიუნა
- განსხვავებული... იმედია საღამოს მაკიაჟს არ გაიკეთებ
- ცოტა- გაიღიმა გოგომ
- ჰო ცოტა იყოს - გაეცინა- კ-კარგი საღამომდე..
- დროებით - გაუღიმა გოგომ და გათიშა
- უყურე ბიჭი უმაკიაჟოდ იყო.. ახალი წამომხტარი...შენ კიდევ სანამ უპასუხე გაიჭაჭე
- კარგი.. მე შევალ დავიბან - გახარებული დარბოდა
- კარგი - ტელევიზორის წინ სავარძელზე დაეშვა ლილიანი და მულტფილმის ყურებაში მიეძინა.. დაესიზმრა როგორ კოცნიდა ჯიმინი მას. სააბაზანოდან გამოსულ ჰიუნას აღარ გაუღვიძებია გოგო.. ტანსაცმელი გამოულაგა და თვითონ დაიწყო მომზადება
- ლილიაან- გააღვიძა შეხვედრიდან 1 საათით ადრე- უნდა წავიდეთ გაიღვიძე. გოგო ძლივს წამოდგა და ჰიუნას მომზადებული ტანსაცმელი უარყო
- სიგრილის ხასიათზე ვარ- შორტები და მოკლემკლავიანი ამოიღო და სწრაფად მოემზადა
- ვნერვიულოობ- ტუჩს იკვნეტდა ჰიუნა
- ჰოსოკის საუკეთესო მეგობარის ხომ არ იცი ვინააა? - დაინტერესდა ლილე
- არ ვიცი.... რავი.... გარტყმაში არ ვარ - თმა გაისწორა გოგომ - კარგად მაქ?
- კი კარგად გამოიყურები... ნუ ღელავ
- კბილები?- გაიკრიჭა
- გეყოფა ჰიუნაა!!!- შეაგდო კაფეში ლილიანმა და თვითონაც შეყვა
- აი იქ არიან- ხელით ანიშნა ჰიუნამ. ჰოსოკის გვერდით ვიღაკეპიანი დაინახა ლილიანმა და მათკენ დაიწყეს სვლა. კეპიანს 'ბრეტელიანი' მაისური ეცვა და უკნიდან ნავარჯიშები ხელები და ბეჭები მიმზიდველად ჩანდა. ჰიუნა წინ გავარდა და ჰოსოკი გადაკოცნა. გვერდით მჯდომს ხელი ჩამოართვა. ლილიანმა მოუარა მაგიდას. თავის ადგილას დაჯდა და თავის აწევისთანავე ყველას ყურადღება მიიქცია , როცა გაოცებისგან ამოთქვა
- პაკ ჯიმინ!

~~~~~~~~~~
ეხლა კაი კაი თავები მოდის😋😋😋😉 არ იყო ეს  მთლად კაი მარა უნდა მომიტევოთ 😌😌😌😌 მიყვარხართ ყველა 💛💛 კომებს/ ვოუთებს ველი💛💛💛💛

✔/MR. PerfectionWhere stories live. Discover now