XXI

1.5K 177 50
                                    

ნახევარი წლის შემდეგ ......

ლილიანი ხუთშაბათს ჰოსოკთან იყო დაბარებული . თმა კუდად შეიკრა და სტუდიაში შეაბიჯა.

-გამარჯობა -გაუღიმა ჰოსოკმა

- გამარჯობა. თავს როგორ გრძნობ?- გაეღიმა

-მშვენივრად. შენ როგორ ხარ?- კითხა და ჩანთა გამოართვა

- რა ვიცი. ჰიუნამ ამაგლიჯა თმა . რაღაც ბიგუტი ჩამახვია და მოსაჭრელი გაუხდა ჰოსოკმა სიცილი დაიწყო

-როგორაა?

- რა უჭირს? საღამოს ჰოსოკი უნდა ვნახოო თმას იხვევს. ოღონდ არ უთხრა რომ გითხარი-გიცინა და იდუმალ კარს მოკრა თვალი. შემდეგ დაღონდა

- რა გჭირს?- იკითხა ჰოსოკმა

-უმმ არაფერი- გაიღიმა გოგომ- ისე.. ჯიმინისგან არაფერი ისმის?- თითებბი გაატკაცუნა.

- რაც წავიდა მეორეჯერ მკითხე... სამი ღეა არ მოუწერია. როგორც ვიცი რაღაც პროექტისთვის ემზადებოდა. იმიჯი შევიცვალეო მითხრა და მეც ძალიან მაინტერესებს - მხრები აიჩეჩა. - კარგი შევუდგეთ საქმეს- ცეკვა დაიწყეს. ათ წუთში კარებზე კაკუნი გაიგეს. გოგო გაჩერდა და კარისკენ მიტრიალდა. კარებში მაღალი და ჯანიანი ტიპი იდგა. ალბათ ასე 40 წლის.

-შეიძლება?- სათვალე მოიხსნა და ოთახში შემოვიდა

-მობრძანდით-უთხრა ჰოსოკმა და გოგოს წინ დაუდა. ცოტა ისეთი ტიპი იყო რომ არ გესიამოვნება მისი ნახვა . - გისმენთ რისთვის მობრძანდით

- მე კიმ ლილიანთან მოვედი - გაიღიმა

- დიახ გისმენთ

-მე სემი ვარ და ერთი შემოთავაზება მაქვს მასთან- გოგო წინ გამოვიდა და ჰოსოკს ამოუდგა მხარში- მოგეხსენებათ ამერიკაში ტარდება კონკურსი, სადაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მონაწილეობის მიღება. მე ვუყურე ლილიანის და ჯიმინის გამოსვლას და სიმართლე გითხრათ აღფრთოვანებული დავრჩი. მე თავად სტუდენტებს ვაფინანსებ და ხელს ვუწყობ განათლების მიიღებაში . ამჯერად თუ ლილიანი იქნება თანახმა შემიძლია მისი ამერიკაში წასვლა და მთლიანად ხარჯები დავფარო. ვფიქრობ გამარჯვების პოტენიალი დიდი აქვს- ლილიანი პირღია უსმენდა კაცს. ჰოსოკი კი იღიმოდა

✔/MR. PerfectionWhere stories live. Discover now