XIX

1.4K 180 25
                                    

ლილე ცუდ ხასიათზე წამოდგა საწოლიდან. შუა დღის პირველი იყო . საჭმელი ძლივს ჭამა . კატა ძლივს ძლივობით აბანავა და გაემზადა ჯიმინთან სტუდიაში მისასვლელად. წინ და უკან ნერვიულად დაბორიალობდა. არ იცოდა როგორ დაეკავებინა კორეაში ჯიმინი.მაგრამ იცოდა რომ ჯიმინი ამაზე დიდი ხანია ოცნებობდა
- რა ვქნააა - თმას იწვალებდა.- რანაირად გავუშვააა - ხელებში დამალა სახე- ჯანდაბააა მაგვიანდებაა- ჩანთას დაავლო ხელი და გარეთ გავარდა. ქუჩაში გამწარებული მირბოდა რომ ბოლო გაკვეთილზე არ დაეგვიანა. აქოშინებულმა მიაკაკუნა კარებზე და პასუხს დაელოდა. შემდეგ კი კარები შეხსნა
- გამარჯობა მასწავლებელო - თავი დაუკრა ლილიანმა და კარები მიკეტა. ჯიმინი ნივთებს შავ ყუთში ალაგებდა .
- როგორ ხარ- ჰკითხა ლილიანმა და ჩანთა მოიხსნა.
- ბევრად უკეთ- გაუღიმა და სუნამო ყუთში ნელა დააბინავა- იცი რაზე მინდოდა ლაპარაკი?- შემოტრიალდა ბიჭი. გოგოს გული ლამის საგულედან ამოუხტა და იქვე ცეკვა დაიწყო. ლილემ თმა გაისწორა და სარკეს შეხედა
- მისმინე... მე და ჰოსოკი ალბათ უკვე 15 წელია ერთად მოვდივართ. სულ ერთად ვცეკვავთ. მინდა მე რომ წავალ გააგრძელო ცეკვა
-'' ჯანდაბააა... რო უთხრა ამერიკაში მოკვდებიო მაინც წავა' - გაიბღუილა მისმა გულმა
- ისე...არანაირი შანსი არაა კორეაში დარჩენის?
- რა?
- ანუ იმას ვაბობ - ბიჭის დაჟინებულ მზერას თვალი აარიდა- არსებობს მიზეზი რისთვისაც შეიძლება კორეაში დარჩეე?
- ამ.. არამგონია... ახლა ყოველ შემთხვევაში არ მაქვს მიზეზი
- '' არ აქვს მიზეზი ''- ილანძღებოდა ლილიანის ტვინი - ''ამხელა 50 კილო მიზეზი ვარ მეტი რა გინდა''
- ან არის კი- მოტრიალდა- საყვარელი ადამიანის გარდაცვალება
გული: სად მოვიკლა ახლა თავი
ტვინი: ვინმემ თქვა რომ მის საყვარელ ადამიანებში შედიხარ?
- წამო გარეთ გავიდეთ - თმა გაისწორა ჯიმინმა
- კარგი- ჩანთა აიღო გოგომ და კარები გამოაღო. ჯიმინმა საფულე აიღო და გარეთ გავიდა. შემდეგ კი კარები ჩაკეტა
- უკვე მობნელდა- თქვა გოგომ- რო მოვედი ნათელი იყო.
- ჰო.. მალე ბნელდება უკვე- ტყავის ქურთუკი გაისწორა
- რომელზეა ფრენა- იკითხა გოგომ და კენჭი გააგორა
- ღამე 2 საათზე- მაეღიმა- იცი სპონსორთან რომ მივედი ეგონა რომ მე და შენ შეყვარებულები ვიყავით. სურათები გადაუღიათ იმ დღეს ჰოსოკის პაემანზე. ეხლა შეიძლება სადმე მოგვყვებიან და იღებენ
- და რატომ არ შეიძლება შეყვარებულის ყოლა?- ენას გაუსწრო ლილეს
- სპონსორი ფიქრობს რომ პაკ ჯიმინის რეიტინგი დაეცემა - ამოიქშინა - წამო აქეთ - გაუხვია მთავარ ქუჩაზე
-ჰოო გასაგებია- მოიკუნტა გოგო
- გშია? რამე ვიყიდოთ- შესთავაზა ბიჭმა
- არა საღამოობით არ ვჭამ- ჯიმინს სიცილი აუტყდა
- პაკ ჯიმინის გავლენაა ეს
- არც შენამდე ვჭამდი ხოლმე საღამოობით- ენა გამოუყო ლილიანმა
- კი კი მჯერაა - ყავა შეუკვეთა ჯიმინმა თავისთვის და ლილესთვის. მალე მიაწოდეს ჭიქები და წყვილმა ყავის სმა დაიწყო
- მეც მინდა შენნაირი ცნობილი ვიყო - გაეღიმა გოგო
- მე კიდევ მინდა შენნაირი თავისუფალი.. რა არის იმაში კარგი რომ ცნობილი ხარ?
წესიერად არ ჭამ, სულ რეპეტიციები გაქ, უნდა დაემორჩილო სპონსორის კაპრიზებს, არ უნდა იყოლიო შეყვარებული და ათასი უაზრო წესი. თითქმის აღარ მქონდა იმის იმედი რომ ამერიკაში წავიდოდი
- მაინც კარგია
- ჰო... ვისთვის როგორ - მხრები აათამაშა ჯიმინმა
- ამერიკაში რომ იქნები... ისევ ძველი მეწყვილე გეყოლება?- იკითხა გოგომ და ნერწყვი ძლის გადაყლაპა
- კი...სამწუხაროდ- ჭიქა ნაგავში მოისროლა ჯიმინმა
- ამმ- მოსვა ყავა ლილემ. ნათურებით გაწყობილ თაღში შევიდნენ და თავსე რაღაც დაეყარათ
- ეს რა....- თქმა ვერ მოასწრო ჯიმინმა წინ რომ ორი გოგო ჩაუხტა და წარმოადგენის მოწყობა დაიწყეს
- დამავიწყდა- გაეღიმა- მოსიარულე თეატრი- ბრუნი გააკეთა ღიმილით
- რა სილამაზეა- თქვა ლილიანმა და განათებულ ტანსაცმელს დააკვირდა. მათ გარშემო შემოიკრიბნენ ყველანი და პერიოდულად რაღაცებს აყრიდნენ თავზე . მალე გოგომ ჯიმინს ხელი გამოათბა და გულზე რაღაც დაუდო. ხელი მოუმუჭა და გაუშვა. წყვილი გაატარეს და ხელის ქნევით დაემშვიდობნენ.
- რა საყვარელო იყოო - გოგო ხტუნავდა. ჯიმინმა კი ხელი გაშალა და ორი პატარა ''ბრელოკი'' ეწყო ხელის გულზე. გოგო და ბიჭი .ხელში გულები ეჭირათ რომლებიც ერთდებოდა
- აშკარად წყვილო ვეგონეთ- გაეღიმა ბიჭს და დააცალკევა. ერთი ნაწილი ლილიანს მისცა. -სახლში მიგაცილებ- უთხრა ჯიმინმა და წინ წავიდა
- ამ მადლობა- გოგო გაწითლდა. - ანუ სულ იქ იცხოვრებ?
- იქ?
- ამერიკაში - მიწას უყურებდა
- ჰო... ალბათ...
- კარგი იქნება- გაუღიმა
- ალბათ...მაგრამ იქ არავინ არ მეყოლება
- სანჰა?
- ჰო სანჰას გარდა. სულ სანჰას რატომ მიხსენებ?
- ამმ... რა ვიცი... ისე - გაუღიმა
. სახლამდე რომ მივიდნენ ლილიანი გაჩერდა.
- მოვედით
- ჰოო- სახეზე შეხედა.
- მშვიდობიან ფრენას გისურვებ
- მადლობა ლილიამ - თვალები აენთო ბიჭს. მიიწია და გოგოს ჩაეხუტა. გოგომ ხელები მოხვია და თვალები დახუჭა
- ''ბოლოა '' - თქვა გოგომ და დაღონდა. ბიჭმა ხელი დაუქნია და წავიდა. ერთ წუთში უკან მოტრიალდა
- ლილიაან!!- იყვირა იქიდან. გოგო სიხარულით მიტრიალდა ჯიმინისკენ
- გისმენ ჯიმინ - ჯიმინმა პირი გააღო თუმცა სათქმელი უკან წაიღო და სხვა რაღაც მოიფიქრა
- ამერიკიდან გასახდომ წამლებს გამოგიგზავნი- გაიცინა და თვალები მოჭუტა
- მეზიზღებიიიიი მისტერ ბარძაყაააავ - იღრიალა გოგომ სიცილით და გაბრუნდა... რატომღაც სულ სხვა რამეს ელოდა...
ჯიმინი სახლში რომ წავიდა სიცარიელე იგრძნო...კორეაში რაღაც დიდს ტოვებდა.... კონტაქტებში 'ლილიანი' მოძებნა და მესიჯი გაგზავნა
'' მე ბოლოს რომ დაგიძახე იმის თქმა მინდა... და მაშინ რომ მესიჯი წავშალე იქ ეწერა რომ...... მიყვარხარ ლილიან

ჯიმინი''

~~~~~~~~~~~~~~~
ჩემს შაქარბიჭას ვულოცავ დაბადების დღეს 💛💛💛💛💛💛 მიყვარს უზომოდ

რაღაც ძააან მეტკინა გული 😕😕😕 თუ იაქტიურებთ პირველი ნაწილის ბოლო თავს დღეს საღამოს ავტვირთავ 😌😌😌 აბა თქვენ იცით ვოუთები/ კომენტარები არ დაიშუროთ 😌😌💛💛💛💛 რას ელით?

✔/MR. PerfectionWhere stories live. Discover now