XXV

1.5K 185 42
                                    

-ჯონკუკ!- დაუძახა ბრაზნარევი ტონით ჯიმინმა და ოთახიდან გავიდა. ლილიანი შეხტა და კარისკენ გაიხედა
- რა? ჯიმინი იყო?
- მალე მოვალ- გოგო ნელა მოიშორა და კარისაკენ წავიდა. ელოდა გასვლისას სახეში მუშტს . გაუხვია თუ არა ჯიმინის გამწარებულ მზერას წააწყდა. ახლო არ მისულა. შორიდან აკვირდებოდა მის მოძრაობას. ჯიმინი მივიდა ბიჭთან და წინ დაუდგა. ალბათ ასე ერთი წუთი ბიჭის გაფართოებლ თვალებს უცქერდა. შემდეგ თმა უკან გადაიყარა და მოუტრიალდა
- ის კოსტუმი გუშინ რომ მოგეცი დამიბრუნე
- ა- ახლავე - ბიჭი სტუდიაში შევიდა და უკან კოსტუმით ხელში გამოვიდა. ჯიმინმა უხეშად გამოართვა ტანსაცმელი და მკაცრი ტონით დააყოლა
- დაიმახსოვრე!! შენ მხოლოდ მისი მეწყვილე ხარ!!- მიტრიალდა და წავიდა. ქუქს გაეღიმა. მიხვდა რომ ქუქი მწარედ ეჭვიანობდა....

*********

ჯიმინი ვისკის ჭიქაში მესამეჯერ ამატებს ორ ყინულს და სითხეს ამატებს. ბარის მხრიდან გაჰყურებს ოთახს და ერთ წერტილს აშტერდება. ყინული დნება და ვისკის ერევა. ჯიმინმა შეხედა ჭიქას და წყალნარევი სითხე სწრაფად გადაუშვა ორგანიზმში. თვალები მაგრა დახუჭა და ვისკი დაამატა. მაგიდაზე დაღვრილს აღარ მიაქცია ყურადღება და ოთახი გადაჭრა. ჭიქას ხელი მაგრა მოუჭირა. ჯონკუკის ყოველი მოძრაობა და შეხება გაიხსენა და კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. თითები ზეწოლისგან გაუთეთრდა. ჭიქა მოისროლა და კედელს მიახეთქა. ბოლო ხმაზე იღრიალა . ხელი სახელურს ჩაარტყა და იქვე დატოვა
- რატომ- იკითხა ხმადაბლა და ფანჯარას თვალი არ მოაცილა. კარებზე კაკუნი გაისმა. ჯიმინმა კარისკენ გაიხედა და ისევ ფანჯარას შეხედა
კაკუნი არ შეწყდა. უფრო მეტი ბრაგუნი ისმოდა კარზე. ბიჭი წამოიწია და ნელა წავიდა კარისკენ. გამოაღო და ყურებამდე გაკრეჭილ სანჰას შეეფერთხა
- საყვარელო- თავი გვერდით გადაწია- დალიე? მთვრალი ხარ?- ხელი მხარზე გაუსვა და მკერდზე ჩამოასრიალა. ჯიმინმა უხეშად შეხედა გოგოს ხელს და მოიშორა. სანჰას ეწყინა. სახლში დაუკითხავად შეაჭრა და ბარზე ცელოფნები დაალაგა
- საჭმელი მოგიტანე საყვარელო. მე გავაკეთე - კონტეინერი ამოიღო და გახსნა - მიირთვი- გამოვიდა და საძინებლისკენ გააჭრა. ჯიმინი კონტეინერთან მივიდა და ერთი ხელის მოსმით ნაგავში მოიქნია. სანჰა ორი პერანგით ხელში გამოვიდა ოთახიდან და ჯიმინის წინ დადგა
- საყვარელო რა გჭირს?
- მგონი ზედმეტი მოგდის ″საყვარელო″- ბოლო სიტყვა გამოკვეთა ჯიმინმა და სანჰას ხელი ჩაავლო მკლავში. სახლიდან გაათრია
- გ-გამიშვი- სწრაფად მიყვებოდა სანჰა - მტკი-ვა - ხელს უყურებდა.
- მეორეჯერ აქ აღარ მოეთრე - დერეფნის ბოლოს დაცვასთან მიათრია - ეს ვინ შემოუშვა??!- წინ ერთი კაცი გამოვიდა- მეორეჯერ ოთახში არავინ არ ამოუშვათ დაუკითხავად!!- ტონს აუწია და გოგო წინ წააგდო- მითუმეტეს ეს- უკან აწითლებული გამოტრიალდა და კარები მწარედ მიაჯახუნა.

✔/MR. PerfectionМесто, где живут истории. Откройте их для себя