VII

1.7K 173 24
                                    

- სად იყავი- აქოშინებულმა ლილემ პირბადე მოიძრო და სკამზე დაჯდა. ჰიუნას სიტყვები დააიგნორა- გოგოო- ააჯანჯღარა
- რა იყოოო - იმხელაზე უღრიალა ყველამ ამისკენ მოიხედა
- არაფერი კარგი - გაიწია და სცენას გახედა. ჯიმინი და ის გოგო უკვე გამოსულები იყვნენ. ლილე წინა სკამის საზურგეს დაეყუდა ხელებით.
წყვილმა ცეკვა დაიწყო. ყველა გასუსული უყურებდა მათ. ლილე მოჯადოვდა ამ სანახაობით. რაღაც მომენტში უნდოდა იმ გოგოს ადგილას ყოფილიყო. მალე ტაში ატყდა. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა. ჯიმინმა და იმ გოგომ თავი დაუკრეს მაყურებელს. გოგო ისევ ბიჭს ჩამოეკიდა და ყელში აკოცა. ლილე გაწითლდა. გულის რევა მოაწვა
- წავედით - უთხრა ჰიუნას და ხელზე მაგრა მოუჭირა ხელი. დარბაზიდან ძალით გაათრია.
- რა იყოო - გამოვარდნენ გარეთ
- არაფერი გული მერევა სახლში უნდა წავიდე. უკვე ღამეა
- ჯერ 8 საათია - დაიჭყანა ჰიუნა. საპასუხოდ მკვლელი სახე მიიღო ლილესგან
- ისე რა კარგი წყვილი იქნებოდნენ. თავიდან ჯიმინი რომ გამოვიდა მეთქი რააა?? მოკლედ ძაან მაგრა ცეკვავს... ის გოგოც.. რა ლამაზებუ იყვნენ... ბოლოს ის ილეთი რომ გააკეთა გოგომ სუნთქვა შემეკრა... შეილება დიდი არაფერი მაგრამ მაინც საშიში იყო.. ის ჰო საერთ...
- გაჩუმდიიიი- მოუტრიალდა ლილე
- რაიყო - გაიყინა ჰიუნა
- თავი ამატკიე უკვე- წინ წავიდა და ტაქსი გააჩერა. სახლში წავიდა. საჭმელი გაიკეთა და საწოლში ჩაწვა. ჯერ კარგად ჭამა შემდეგ კი ტელეფონში შეძვრა. სასაცილო ვიდეოების ყურება დაიწყო მაგრამ არ ეცინებოდა, ამიტომ გამორთო. თვალები დახუჭა და ჯიმინუ წარმოუდგა თვალწინ.
- სრულყოფილებაა - ამოთქვა და წამოიწია. კარადაზე მიმაგრებულ სარკეს შეხედა
- ლილიან მოკეტე - შეუღრინა და თავზე საბანი წაიფარა. ოთახში კატა შემოძვრა.
- ჰეი - ხელში აიყვანა და საბანში შეაგორა. კატა ლილიანს რამდენჯერმე გაესვა და ახლო მოკალათდა. გოგომ მის სველ ცხვირს დაკრა თითი. კატამ ზანტა დ ამოხედა.
- ჯიმინს რატო გავხაააარ - იღრიალა და კატა ლოგინიდან იფრიალა. ტელეფონი აიღო და YouTubeში პაკ ჯიმინი მოძებნა. ამოყარა უამრავი ლაივები, სცენის მიღმა მომენტები....
- აქამდე სად ვიყავი... - აუყვა და თითქმის ჯიმინის პირველი კონცერტის ვიდეო ჩართო. აქ ჯერ კიდევ 18 წლის იქნებოდა ჯიმინი. ჯერ კიდევ შეუმდგარი მოცეკვავე

✔/MR. PerfectionOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz