XXII

1.4K 176 47
                                    

ლილიანი გაშეშებული უყურებდა ჯიმინს.. ის ისე გაიზარდა... ისე შეიცვალა... თმა შავად შეიღება... უფრო გახდა... ბიჭი კი მას არ აშორებდა თვალს. ჯიმინის გვერდით მჯდომი გოგო კი ლილიანის ამოქმედებას ცდილობდა
- გამარჯობააა- თქვა ინგლისურად- თქვენი სახელი?
- ლი-ლიანი...- თქვა ბიჭზე მიშტერებულმა - კიმ ლილიანი, სეულიდან
- ოი მაგარია.. ჯიმინიც სეულიდანაა არაა?- მიუტრიალდა- რას შეგვისრულებთ? სხვათაშორის ორიგინალური მაისური გაცვიათ
- მადლობა... ჰო დავი-წყოთ- თქვა გოგოს და მუსიკა ჩაირთო.. ჯიმინი მოჭუტული თვალებით , უემოციოდ უყურებდა. გოგო კი ცდილობდა ღრმად ესუნთქა და იმაზე არ ეფიქრა რომ ჯიმინი მას გამოლანძღავდა. მალე დაამთავრა ცეკვა და გაჩერდა. ჯიმინი წინ მიიწია და რაღაც
ჩაინიშნა. დარბაზში ტაშის კვრა ატყდა.
- რას იტყვით- თქვა იგივე  ქალმა და კოლეგებს გახედა
- დიდი არაფერი- კალამი ამოატრიალა ჯიმინმა- ასე ყველა იცეკვებს
- მე ასე არ ვთვლი - გამოეხმაურა მეორე კაცი რომელიც მეორე ბოლოში იჯდა- მე მომეწონა მისი მოძრაობები... ვთვლი რომ ბევრს მიაღწევს.
-მეც ძალიან მომეწონა- თქვა ჟიურის მეოთხე წევრმა ქალმა
- მე ვთვლი რომ შენ შემდეგ ტურში უნდა იყო... თან სულ 14 კონკურსანტი ავარჩიეთ... მე15ე გაშვებულებიდან უნდა გადაგვერჩია....ამიტომ.. შენ იქნები ის მე15ე კონკურსანტი - გაუღიმა ქალმა  და ლილიანმა სახეზე ხელები აიფარა. განა იმიტომ რომ პირველი ნაწილი კარგად გაიარა. იმიტომ რომ ქალის საუბრის შემდეგ გაიგო როგორ გაიფხუკუნა ჯიმინმა და ამან პირდაპირ ტვინში აარტყა
- '' თავი ვინ ჰგონია'' - ცრემლები მოაწვა. აუდიტორიას თავი დაუქნია და როცა კულისებში შევიდა ვიღაცის მკლავებში წაუვიდა გული. ბიჭმა აწია და ყვირილით სკამებისკენ გააქანა. გოგოს თავი მუხლებში ჩაისვენა. ტანი კი სკამებზე იყო გადაწვენილი. გოგოებმა წყალი მოარბენინეს. ბიჭმა ხელები გაისველა და გოგოს სახეზე წყლის წასმა დაუწყო. თან ლოყაზე მსუბუქად ურტყავდა. გოგო აწრიალდა  და თვალები რომ გაახილა დიდთვალება ბიჭი დაინახა რომელიც მას დაჰყურებდა 20 სანტიმეტრით ზემოდან
- გამარჯობა - უთხრა ბიჭმა და გაიღიმა. გოგო ნელა წამოიწია რაშიც ბიჭი მიეხმარა და სკამზე დაჯდა
- კარგად ხარ?- ქვემოდან ახედა გოგოს
- კორეელი ხარ?- კითხა კორეულად და მიაშტერდა
- კიი- გაეღიმა ბიჭს- ჯონ ჯონგკუკი
- კიმ ლილიანი - ხელი ნაზად ჩამოართვა და გაუღიმა
- აჰა შოკოლადი - ჯიბიდან სნიკერსი ამოაძვრინა ჯონკუკმა და გაუწოდა.- ჭამე და სასწრაფოდ სტუდიაში უნდა წავიდეთ. მეწყვილეების განაწილებაა- გოგომ ჭამა დაიწყო და თან ბიჭს აკვირდებოდა
- ბოლოს რა მოხდა?- იკითხა გოგომ და სცენისკენ გაიხედა
- ამ.. გითხრეს რომ 15 კონკურსანტს შორის მოხვდი და რომ წამოხვედი გული წაგივიდა. მარამ იქვე ვიდექი და დაგიჭირე
- შენც მონაწილე ხარ?
- არა მე რომელიმე იმ 15 თაგანის მეწყვილე ვიქნები
- კარგი წამო - ადგა გოგო სწრაფად და თავბრუ დაესხა. დაჯდა ისევ უკან.
- დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ?- შეხედა ქუქმა
- კი - ნელა წამოიწია გოგო და ჯონკუკს გაყვა. ბიჭმა კარები გააღო და სარკეებით გავსებულ ოთახში შევიდა
- ჯანდაბაა- გაოცდა გოგო
- შენი სახელი?- იკითხა ქალმა თუმცა ვერ გაიგო ლილიანმა კითხვა სარკეების თვალიერებაში ამიტომ ჯონკუკმა უპასუხა
- ლილიანი
- აიღეთ გარათები- უთხრა მონაწილეებს იმ ქალმა და ყუთისკენ ანიშნა რომელიც ორი წამის წინ ანჯღრია. ლილიანმა ბოლოს ამოიღო ბარათი და ამოატრიალა
- შენი სახელი რატომ წერია - იკითხა დაბნეულმა
- ანუ მე და შენ ახლა უკვე წყვილი ვართ სულელო - გაეცინა ჯონკუკს
- ეემაგარია... თან მარტო მე და შენ ვართ კორეელები - გაიცინა
- უყურე. ეს წყვილები დაიშალნენ და თავიანთ ბინებში ან სასტუმროებში მიდიან. ესენი მხოლოდ რეპეტიციებზე იქნებიან ერთად... მე გთავაზობ ახლა აქედან წავიდეთ პირდაპირ ქალაქში და მთელი ღამე გავერთოთ.. რას იტყვი?
- ჰო კარგი აზრია..უფრო თამამად ვიქნებით ერთმანეთთან
- კარგი. გამოიცვლი თუ ეგრევე წამოხვალ?- იკითხა ბიჭმა
- ასევე - გაუღიმა გოგომ და სპონსორს შეუთანხმდა. კაცმა სასტუმროს მისამართი, ნომერი და გასაღები მისცა და გამოუშვა.
- ოღონდ ჯერ უნდა დავრეკო - ტელეფონი ამოიღო ლილიანმა და ჰიუნას დაურეკა
- ჰე რა ქენი აგიყვანეს? მოეწონე? მიგიღეს?
- ეხლა არ მცალია უნდა გავიდე... მე კარგად ვარ... კი მიმიღეს.. დანარჩენს მერე მოგიყვები... ჰოსოკს უთხარი კარგი?
- კარგი კარგი დროებით - დაკიდა ყურმილი ლილიანმა და ჯონკუკს მიუბრუნდა
- კარგი სულ თავიდან ვიწყებთ... მომიყევი შენზე - უთხრა ლილიანმა
- მე ჯონკუკი ვარ. 19 წლის. 5 წელია რაც ამერიკაში ვარ. ძირითადად ცეკვით ვარ დაკავებული და კიდევ ვარჯიშით რა თქმა უნდა- გაიკრიჭა
- ესეიგი ჯონკუკ..
-ქუქი ჯობია... ჯონკუკი ძააალიან გრძელია
- კარგი ქუქ..მე და შენ ტოლები გამოვდივართ. მე ლილიანი ვარ. ასევე 19 წლის. სეულიდან. ჰმ... კიდევ... ჰო მიყვარს ტკბილეულობა... უკვე ცეკვაც....- გამოვიდნენ შენობიდან ქუქი და ლილე. გოგომ დაინახა ჯიმინი რომელიც სანჰას ესაუბრებოდა. ჯონკუკს ამოეფარა თუმცა მაინც გაისმა ქუჩაში მჭექარე ხმა რომელიც სწორედ მისტერ ბარძაყას ეკუთვნოდა
- კიმ ლილიან!

••••••••••••••••••••
ანიოოო 😁😁😁💛💛მინდა ძალიან დიდი მადლობა მოგიხადოთ აქტიურობისთვის...სწორედ ამიტომ ავტვირთე ახალი თავი💛💛💛ისევ ინტრიგა აღარ გვიკვირს უკვე 😂😂😂 მიყვარხართ და კომენტარებს და ვოუთებს ველი თქვენგან 💛💛💛💛

✔/MR. PerfectionWhere stories live. Discover now