XXIX

1.4K 178 43
                                    

- ახალი გეგმა და განრიგი - ფურცლები  მოიტანა ჯონკუკმა და დარბაზის წინ ის და ლილიანი აიტუზნენ - მოკლედ.. მარტივი ცეკვები არაა.. მაგრამ ძალიან ლამაზი ცეკვებია... ბოლო ტურში ორ ცეკვას ვასრულებთ . ერთი რასაც დაგვიდგენენ და მეორე იღბალზე ამოვა. ჟიურის წევრების ცეკვებიდან. 

- ჯიმინისიც იქნება?- ჭყიტა თვალები ლილიანმა

- კი ჯიმინისიც- გაეცინა ჯონკუკს და ფურცლები სიგრძეზე მოკეცა - ასე რომ ქალბატონო ორი ტური დარჩა. თუ გამარჯვება გინდა უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ

- მეტი რაღაააა- ამოიხვნეშა გოგომ

- უფრო ადრე უნდა მოვიდეთ და ჩვენით ვიმუშაოთ..

- ჯანდაბა რაა

- გამარჯვება უნდა და ვარჯიში არა.. რა წესია

- გავწყდები წელში..

- მე იცი რამდენს ვვარჯიშობდი? სულ 5 სააათი მეძინა ხოლმე

- თავს ვვერ მოვიკლავ ბოდიში- ჯონკუკს ფეხის ხმა მოესმა. მალე ჯიმინი დაინახა რომელმაც შემოუხვია დერეფანში. ბიჭმა დაკეცილი ფურცელი ლილიანს მიადო ტუჩებზე და ზემოდან თავის ტუჩები მიაწება. ლილიანი გაფართოებული თვალებით უყურებდა ქუქს. ბიჭი თვალებით ანიშნებდა რომ არაფერი გაეკეთებინა.გოგოს ხელი წელზე შეუცურა და ახლოს მისწია, თან კი ჯიმინს აკვირდებოდა რომელიც გამწარებული უყურებდა ბიჭს. ჯიმინმა მუშტი შეკრა და დერეფნიდან ისევ გაუხვია. ჯონკუკი გოგოს მოშორდა

- ჯანდაბა რას აკეთებ - ფურცელი მოიშორა ლილემ

- ახ ჯიმინმა გამოუხვია და 

- მერე რააა..

- რა და ის რომ ეჭვიანობს... და საერთოდ სად გაქვს თვალები... ვერ ხედავ რომ უყვარხარ?- გაღიზიანდა ჯონკუკი და გოგოს გვერდი აუარა. შემდეგ კი ფურცლებიანად სადღაც გაუჩინარდა. გოგო ცოტა ხანს  გაშტერებული უყურებდა კედელს , შემდეგ კი ჯონკუკის მოსაძებნად წავიდა. გზაში  ანჯელა შეხვდა

✔/MR. PerfectionWhere stories live. Discover now