XXXVI

1.8K 189 40
                                    

ჯიმინმა ნელა აიარა კიბეები და თავის ნომერის გასაღები ამოიღო. კარებს გაურჭო თუმცა უკვე გაღებული დახვდა. შეაღო და გაკვირვებული შევიდა. კარი მიკეტა და მიტრიალდა. სხვა ოთახიდან სანჰა გამოვიდა და ბიჭთან ახლო დადგა
- საყვარელო სად იყავი აქამდე?
- რა შენი საქმეა სად ვიყავი- ზიზღით აათვალიერა ბიჭმა და გვერდი აუარა. კოსტუმი დივანზე მიასვენა და მძიმედ ჩაეშვა თვითონაც .სანჰა მის უკან დადგა . ხელები მხრებზე დააწყო და მკერდისკენ ჩაასრიალა. ჯიმინმა თვალები დახუჭა. საბოლოოდ უნდა შეგუებოდა ამ მომენტებს. გოგოს ხელები პრესზე ჩასრიალდა და ქვემოდან მოყვა პერანგის ღირების შეხსნას. თავი ბიჭის კისერში ჩარგო და ნელა ჩაყვა კოცნებით . ჯიმინმა თავი უკან გადააგდო. გოგომ ხელები ბიჭის ლოყებს მოკიდა და მისი ტუჩებისკენ წაიწია. ჯიმინმა თვალები გაახილა და გოგო მოიშორა
- გეყოს!!- წამოხტა - წადი!!- ხელი კარისკენ გაიშვირა - მალე!!
- კი მაგრამ ჯიმინ..- ბიჭმა სანჰას ხელი ჩაავლო და კარები გამოაღო. ხელი კრა და გააგდო სახლიდან . ტელეფონი აიღო და ჰოსოკის ნომერი მოძებნა.
- აიღე ჰოსოკ...აიღე - დარეკა და წინ და უკან სიარული დაიწყო. ჰოსოკმა ყურმილო მალე აიღო
- გისმენ ჯიმინ
- ჰოსოკ... ჰოსოკ ჩემთან მოდი.. მალე
- კარგი ახლავე. მისამართი მითხარი- ჯიმინმა უკარნახა ქუჩა
- ჰიონ მოიცა... სიგარეტი წამომიღე - თქვა ფორიაქით
- რა სიგარეტი ჯიმინ გაგიჟდი?
- გთხოვ
- კარგი კარგი- დაკიდა ყურმილი ჯიმინმა. სანჰას ჩანთას და ტელეფონს ხელი წაავლო . კარები გამოაღო და გარეთ მოისროლა. ფანჯრები გამოაღო და თვალები დახუჭა. დაწყნარება უნდოდა თუმცა თავს ვერაფერს უხერხებდა. სავარძელში ჩაჯდა და აღარ განძრეულა სანამ ჰოსოკმა არ დააკაკუნა
- შემოდი- თქვა ჯიმინმა და თავი არ აუწევია . ჰოსოკი სწრაფად შემოვიდა სახლში და კარები ჩაკეტა
- რა მოხდა - სიგარეტი ჯიბიდან ამოიღო და ბიჭს გაუწოდა. ჯიმინი აივანზე გავარდა და იქვე სკამზე დაჯდა. მაგიდაზე ხელები დააყრდნო და სიგარეტი ტუჩებში მოიქცია .
- წლებია არ მოგიწევია. ნელა ქენი - წინ დაჯდა ჰოსოკი და ფეხი ფეხზე გადაიდო - პერანგი ვინ შემოგაბრდღვნა- გახედა ბიჭს რომელსაც ბოლო ახალი შესუნთქული ჰქონდა და თვალები დახუჭვოდა
- სანჰამ - თქვა და პერანგი სულ გაიძრო. მოწევა განაგრძო
- დღეს საღამოს რა იყო ის... შეგიძლია ამიხსნა?- წიმ გაიხედა ჰოსოკმა
- არაფერია ასახსნელი ჰიონ...
- აბა? როდის აქედან გეკეტება სანჰაზე?
- მე უბრალოდ მომიწია ამის გაკეთება
- რის სანაცვლოდ?
- სპონსორი დამემუქრა რომ აღარ დამაფინანსებდა. ბეჭდები წინასწარ მზად ჰქონდა.. სანჰა მისი ძმიშვილი ყოფილა... არც კი ვიცოდი ასე ახლო ნათესავები თუ იყვნენ- ხელი კანკალით მიიტანა შუბლთან და ნელა მოისრისა. თან ორ თითში სიგარეტი ეკავა..- ჰიონ დავიღალე... კორეაში მინდა
- ჰო იქ რომ იყავი ყველაფერი კარგად იყო- თქვა ბიჭმა სინანულით - ბოლოს როდის მელაპარაკე ნორმალურად საერთოდ...
- არ ვიცი...არაფერი არ ვიცი- ახალი ღერი ამოიღო და მოუკიდა. ჰოსოკმა თავი გააქნია და კოლოფი აიღო
- ლილიანს რას უპირებ?
- რას გულისხმობ?
- იცი რასაც ჯიმინ. შენ გგონია ვერ მივხვდებოდი რას გრძნობ მის მიმართ?
- შენ და ჰიუნა ისევ ერთად ხართ?
- თემა ნუ გადაგაქ! მშვენივრად დაინახე როგორ მოვედით მე და ის ერთად. და კი უკვე ნახევარი წელია
- არ ვიცი... გაუგებრობა მოხდა ჰიონ. აეროპორტში წასვლის წინ მივწერე ლილიანს რომ მიყვარდა... უკან კი მესიჯი მომივიდა არ მიყვარხარ შეგიძლია წახვიდეო.. და ამ საღამოს გაირკვა რომ ეს არ ყოფილა ლილეს ნომერი - თქვა დანანებით
- აბა? ვისი იყო...
- არ ვიცი და არც მაინტერესებს!!- წამოყო თავი
- აბა სანჰაზე აპირებ დაქორწინებას?
- და სხვა გზა მაქვს?
- კი. მაგ სპონსორს შეეშვა და სხვა იპოვო. ასე ლილიანთან ერთად იქნები...
- არ ვიცი ჰიონ არ ვიცი.. მთელი არსებობა ცეკვას შევწირე და ახლა როცა ასეთი პოპულალური მოცეკვავე ვარ...
- აქამდე რატომ ვერ შეატყვე რომ ასეთი რამე მოხდებოდა... არა და როგორ გველივით ხდებოდა ყოველთვის თქვენს შორის სანჰა.
- რა თქვი?- თავი წამოყო ჯიმინმა.... დაფიქრდა და თავისი ტელეფონი ამოიღო. მესიჯი ხელახლა მოძებნა და ნომერი წაიკითხა- ჰიონ მომე შენი ტელეფონი- ჰოსოკმა ტელეფონი ამოიღო და გაუწოდა ჯიმინს. ბიჭმა ნომერი აკრიფა და ჰოსოკს გაუწოდა
- ჰოსოკ დარეკე. რომ გიპასუხებენ იკითხე ვისთან მოხვდი.. ხმამაღალზე ჩართე. მიდი- ბიჭმა ტელეფონი გამოართვა და დარეკა . პირველ ცდაზე არავინ აიღო. ბიჭმა მეორედ გადარეკა და ამჯერად ყურმილი მალევე აიღეს
- გისმენთ- გაისმა ნაცნობი ხმა. ჯიმინმა თავლები ჭყიტა და ტელეფონს მიაჭტერდა. სიგარეტის ფერფლი შარვალზე დაეყარა
- უკაცრავად, ვისთან მოვხვდი?
- მე სანჰა ვარ- თქვა გოგომ და ჯიმინმა პირი დააღო.. ჰოსოკმა ყურმილი გათიშა და ტელეფონი ჩააქრო
- არარსებობს- სახე ხელებში ჩამალა - ეგ კახპა!!!

~~~~~~~~~~~~~~
ანიოოო👋👋👋 იმედია უაზრობა არიყო. ერთი თავით ავცდი გეგმას და ავირიე. ამიტომ მომიწია ამ თავის დაწერა... კომებს და ვოუთებს ველი... 💛💛💛💛💛

✔/MR. PerfectionWhere stories live. Discover now