part 13

2.7K 137 8
                                    

პირჩაღმა ვიწექი და იდაყვებზე ვიყავი დაყრდნობილი, თავისუფალი დრო მქონდა და თამბლერში ვიყავი. რაღაც საინტერესო მომყვა და „დავარებლოგე“, დედაჩემი ცოტა ხნით სახლში არ იყო, ავადმყოფ ნათესავს სტუმრობდა რომელსაც მე არც კი ვიცნობდი, დილით მას დავურეკე და ვკითხე რა ხდებოდა მაგრამ მის ხმაში ცოტა იმედ გაცრუება შევნიშნე, წარმოდგენაც კი არ ქონდა როდის დაბრუნდებოდა მაგრამ ვუთხარი არაფერზე არ ეღელვა.
თავი უცებ შემოვაბრუნე როცა მობილურის ვიბრაცია ვიგრძენი ძალიან გავცხარდი, არ მინდოდა ჩემი კომფორტული პოზიდან განძრევა. ზანტად შემოვბრუნდი და მობილური ავიღე, ზო’ს სახელი ამოაგდო ეკრანზე, შეტყობინება გავხსენი
ზო: „ჰეი უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ამაღამ ჩემთან ფილმს ვუყურებთ. ნაყინი წამოიღე!! Xx
სანამ პასუხს გავცემდი გავიღიმე, ჩვენი ფილმის ყურება ასე დაიწყო: სულ დაგვავიწყდა რა გადიოდა ტელევიზორში და გადავერთეთ „ჩათაობაზე“
ისინი დიდი ხანია არ მყავდა ნანახი და გული მიგრძნობდა ჰარიზე ამბების მოყოლით დაინტერესდებოდნენ.
„შესანიშნავია!! მოგვარებულად ჩათვალეთ“-ვუპასუხე
მობილური გამივარდა,ავიღე და ლეპტოპის ეკრანს შევხედე რამოდენიმე წუთის შემდეგ სიცილი დავიწყე.. თითებით მობილურს ბლოკი მოვხსენი მაშინაც კი როცა შეტყობინება გავხსენი მთელი ჩემი ყურადღება თამბლერზე იყო გადატანილი
ჰარი: „რა არის შენი მიდლ ნეიმი? X” (ინგლისურად უფრო კარგად ჟღერს)
ცოტა დავიბენი და ეკრანს კვლავ შევხედე, მანამდე მეგონა ჰარი ამ შეკითხვას არასოდეს დამისვამდა არ ვიცოდი უნდა გამეხმაურებინა თუ არა ეს ინფორმაცია
- „Grace“
ზედა ტუჩზე ვიკბინე როცა „გაგზავნა“-ს ვაჭერდი. როგორც კი ჭორიკანა დუგი საწოლზე ამოძვრა და თმით შემეხო ყურადღების მისაქცევად. მე გავიღიმე, ყურის უკან მომდგარი დუგის თითების გავკაწრე და მობილურის ეკრანს დავხედე, მალე მივამატე შეტყობინებას
-„მე Grace და შენ?“

ჩემმა მობილურმა ბზუილი მთელი ღამის განმავლობაში განაგრძო. ერთმანეთს შეტყობინებებს ვწერდით და ვეკითხებოდით ჩვენი ცხოვრების შესახებ მაგრამ ჰარი ინტიმურ კითხვებს მისვამდა ხოლმე და მაწითლებდა
*მომდევნო ღამე*
მ-მან გადაგარჩინა? ჰარიმ გადაგარჩინა?!-მე თავი დავაქნიე
გოგოები ჩემს ნათქვამზე განცვიფრდნენ, ყველანი ზო’ს ბალიშებით სავსე მისაღებში ვიწექით, ახალ ამბებს ვუყვებოდი გოგონებს თან ნაყინს მივირთმევდით და ტელევიზორს ყურადღებას არ ვაქცევდით
-და შენ.. შენ მას კარგად იცნობ?-ენის ბორძიკით წარმოთქვა შარლოტმა
ლოყები ამიწითლდა როცა გოგოებს მოვუყევი თუ რა მოხდა ჰარის საძინებელში მათთან სრულიად გულახდილი ვიყავი, რაღაცამ ძაან დაგვაახლოა. ჩემი ყურადღება მობილურზე მქონდა გადატანილი, სანამ შეტყობინებას გავხსნიდი ეკრანზე Harry-ს სახელი აჩვენა
ჰარი: „რა ფერის საცვალი გაცვია? X”
ამ შეტყობინების წაკითხვაზე ლოყები უფრო ამიწითლდა, მისმა გამბედაობამ ცოტა არ იყოს გამაკვირვა, მობილური პასუხის გარეშე დავდე.
-ალბათ ისეთივე ცუდიც არაა როგორიც გვეგონა? ჰარი კარგი ბიჭი ჩანს-ლუსიმ გამოთქვა თავისი აზრი
ალბათ აღელვება დამეტყო
-რა მოხდა?-ზომ მკითხა
-უმმ, ტუალეტში გავალ-უცებ ვთქვი
ოთახიდან ჩქარა გამოვედი და სააბაზანოში შევედი, გულში გამიარა რომ მობილური დამრჩა, რამოდენიმე წუთის შემდეგ გავბრუნდი გოგოები ჩუმად და არაკომფორტულად ისხდნენ, ჯანდაბა!! ალბათ შეტყობინებებს ნახავდნენ..
მობილურს დავხედე თუ არა თვალები გამიფართოვდა იმ შეტყობინებაზე რაც ჰარიზე გაუგზავნიათ
„შავი ზონარი x“-თავი გავაქანე
-ღმერთო ჩემო, ვერ ვიჯერებ რომე ეს გააკეთეთ!!!-უცებ წამოვიყვირე
მათი ხმა ვიბრაციით ხელთან მოვიდა. მობილურს მივაშტერდი და გული შემეკუმშა როცა შეტყობინება გავხსენი
Harry: ჯანდაბა.. სურათი გამომიგზავნე! X
წამწამები აათამაშეს და ჩემს რეაქციას ელოდნენ, შარლოტამ დრო იხელთა და სანამ პირდაღებული ვიდექი მობილური ხელიდან გამომგლიჯა
-ოოო ღმერთო ჩემო...
მობილურით ზოს და დუგის ჩაუარა რომლებიც დივანზე ისხდნენ, მიყურებდნენ და იღიმოდნენ
-მას მოსწონხარ-გაჯავრდა ზო
ჩემთან მოვიდა და მობილური მომაწოდა, მისი ხელები მოვიშორე როცა ხუმრობით გაღიტინება სცადა. თავი დივნის ზურგს დავადე და თვალები დავხუჭე
-რა საშინელებააა!-წავიბუტბუტე
***
დასამშვიდობებლად მაგრად ვეხუტებოდით ერთმანეთს
-შენთვის ტაქსს გამოვიძახებ-ზომ შემომთავაზა
-არა არაფერია, ჩემი სახლი არც ისე შორსაა-ფეხი გარეთ გადავდგი თუ არა ისევლე შემოვბრუნდი
-და დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა დარჩენა?-მე ხელი ჩავჭიდე და მოვუჭირე
-მართლა გეუბნები, არაუშავს
-კარგი, მომწერე-ზო გაჩერდა მერე კი განაგრძო-თუ ჰარისთან ჩათაობით არ ხარ დაკავებული..
რაღაც წავებუტბუტე რომ გამეჩერებინა.. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლისკენ წავედი ქარი ქროდა და ჩემს პიჯაკს სხეულთან უფრო აკავშირებდა, როცა ავიხედე მთვარე კაშკაშად ანათებდა. ქუჩის შუქები იქაურობას ანათებდა, მანქანები ერთ მწკვრივში ჩაწყობილიყვნენ და როგორც კი სახლებს მოვშორდი რაღაც შუქი დავინახე. კუთხისკენ მივბრუნდი და ერთ სამიკიტნოს დავაკვირდი რომელიც არც თუ ისე შორს იყო და საიდანაც ხარხარის ხმა გამოდიოდა.
ნაბიჯებს დავუჩქარე, მინდოდა ალკოჰოლიან ატმოსფეროს მოვშორებოდი მაგრამ კიდევ უნდა გადამეხედა შენობის გვერდით ჩამობნელებულ ადგილას, მიუხედავად იმისა რომ ქუჩა უკვე გადაკვეთილი მქონდა მაინც ვიცანი მისი მაღალი ფიგურა და ხვეული თმები. უცებ გავჩერდი გაშტერებით ვუყურებდი ჰარის რომელიც ერთ პოზიციაში მდგარ კაცებში ამოვიცანი ჰარიმ ერთი ბიჭი უხეშად გაწია, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა გონება მკარნახობდა რომ იქაურობა უნდა დამეტოვებინა მაგრამ ვერ შევძელი სული დამეხუთა როცა დავინახე როგორ მიაყენა ერთერთმა ჰარი კედელთან და მეორემ მაგრად ჩაარტყა მუცელში
-ჰარი!!

DARK(completed)Where stories live. Discover now