part 40

1.7K 101 13
                                    

*ჰარი*

ბო ამ ბოლო დღეებში,ცოტა არ იყოს უცნაურად იქცეოდა.თითქოს რაღაცაზე ფიქრობდა,თუმცა რაზე უცნობი იყო ჩემთვის.იმედს ვიტოვებდი რომ ის ჩემთან სექსით დაკავებას არ ნანობდა.მის ირგვლის მაქსიმალურად ვცდილობდი თავშეკავებული და ფრთხილი ვყოფილიყავი რადგან კიდევ უფრო მეტი ტკივილი არ მიმეყენებინა მისთვის.თავს ჯერ კიდევ უხერხულად ვგრძნობ,ბოს ოთახში მომხდარი ინციდენტის გამო.ჩემს თავზე ვარ გაბრაზებული რადგან კონტროლი დავკარგე,ბოს არ უნდე ენახა ჩემი ბნელი მხარე!

მისაღებ ოთახში შევედი და ზურგით მდგარი ბო დავინახე რომელიც ჩანთაში იქექებოდა და რაღაცას ეძებდა.მას მუქი ფერის პერანგი ეცვა,სახელოები კი აეკეცა,ბოს ჯინსები შესანიშნავად მომდგარიყო მის გამოყვანილ ფეხებზე.გავიღიმე და მივუახლოვდი,ბოს დაბურძგლა როდესაც უკნიდან თბილად ჩავეხუტე,ნიკაპი მხარზე დავადე და მის სასიამოვნო სურნელს ვისუნთქავდი.ერთი ხელით მის მკერდს შევეხე და გახშირებული გულის ცემა შევამჩნიე.

-ბო,კარგად ხარ?- აღელვებულმა ვკითხე.
-კ-კი ნორმალურად ვარ,უბრალოდ შემაშინე.

ლოყაზე რამდენჯერმე ნაზად ვაკოცე რომ ცოტა დამემშვიდებინა,მაგრამ იმედგაცრუება ვიგრძენი როდესაც ბომ თავი გასწია.ის მომშორდა და სხეული ლეპტოპით გადაიფარა როცა მიახლოვება ვცადე.ჩემმა დაბნეულმა გამომეტყველებამ ბო აიძულა ლაპარაკი დაეწყო.

- iTunes-თან რაღაც პრობლემები მაქვს,დამეხმარები? -მკითხა.
ფრთხილად შემომხედა და ქვედა ტუჩზე იკბინა.მან მორცხვად გაიღიმა როდესაც ლეპტოპი გამოვართვი.

-რა თქმა უნდა-ვუპასუხე.
-დიდი მადლობა,მე აბაზანაში შევალ.- ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.

*ბო*

კარები რაც შემეძლო ჩუმად მოვიხურე,არ მინდოდა ჰარის თავის ოთახში დავენახე.დავხურე თუ არა კარები ოთახის დათვალიერებას შევუდექი.მაშინვე ძებნა დავიწყე,კარადები გამოვაღე და ჰარის ნივთებში დავიწყე ქექვა,ის სადღაც აქ უნდა ყოფილიყო!

DARK(completed)Where stories live. Discover now