part 51

1.1K 77 6
                                    

Dark

თავი 51.

-და შენ ნოკაუტში ხარ!-დავიყვირე.

მე ჰარის ზურგის ქვედა ნაწილზე ვიჯექი,მისი თეძოების ოდნავ მაღლა,ის მუცელზე იწვა ხოლო მე ორივე მუხლი მისი წელის გარშემო მქონდა გადადებული.თავს ცოტა არ იყოს უცნაურად ვგრძნობდი,გულის სიღრმეში კი ვამაყობდი,ჰარის მარჯვენა ხელი ზურგთან მივუტანე და მაგრამ დავუჭირე.მიუხედავად იმისა რომ ეს მხოლოდ თამაში იყო,ერთი კითხვა დამებადა-იქნებ ჰარი ადრეც ყოფილა ასეთ სიტუაციაში?მიწაზე გართხმული,ხელბორკილებით,შემდეგ კი ციხის საკანში.

სახალისო და ამაღელვებელი იყო ჰარისთან ერთად ასეთ პოზაში ყოფნა,მაგრამ ვიცოდი რომ ის თავს იკავებდა რათა ჩემთვის თამაშის საშუალება მოეცა.ჩვენს ძალებს შორის განსხვავება მაშინ გახდა ნათელი როდესაც ჰარის ტელეფონმა დარეკა.თავისუფლად შემეძლო ჰარის მაჯისთვის ხელი გამეშვა და მისთვის ტელეფონის აღების უფლება მიმეცა მაგრამ მე არ მსურდა ჩემი კომფორტული პოზის დატოვება.

-ფრთხილად.-გაკვირვებულმა ჰარიმ მითხრა როდესაც ხელი მისი ჯინსის უკანა ჯიბეში ჩავყავი მობილურის ამოსაღებად.

ჰარის საჯდომთან ხელის ნაზად ჩაცურებაზე უარს ნამდვილად არ ვიტყოდი.როდესაც ტელეფონის ეკრანს დავხედე მივხვდი რომ ეს ჰარის ერთ ერთი მეგობარი იყო.ტელეფონს ბლოკი მოვხსენი და ყურთან მივიტანე.

-გამარჯობა ჰეილი.
-ბო,-ჰარიმ ჩემი დაცინვა დაიწყო.

მე ცოტათი წინ გადავიწიე და მის ხელს ისევ დავაწექი.

-აჰ,ბო სწორედ შენთან მინდოდა საუბარი.ტელეფონზე გირეკავდი მაგრამ გამორთული გქონდა.

თითქოს ვიღაცა ჰეილის ყურადღებას უფანტავდა,რაღაც უცნაური ხმები ისმოდა,იქამდე სანამ კარები არ მოხურა.

-ხო,დასატენია.

ბოლო სიტყვები წარმოვთქვი თუ არა ჩამეცინა რადგან ჰარი შეეცადა ამდგარიყო თუმცა ჰარის ცდამ წარუმატებლად ჩაიარა.როგორც ჩანს ჰეილიმ ვერაფერი შეამჩნია და ლაპარაკი განაგრძო.

DARK(completed)Where stories live. Discover now