part 28

1.7K 97 13
                                    

ჰარი წამოდი ეშმაკის ბორბალზე- და ჰარის ხელზე მოვუჭირე.
ვცდილობდი წინ გადაადგილებას მაგრამ იგი გაქვავებული იდგა.მისი მზერა პირდაპირ ატრაქციონის მწვერვაზე ეცემოდა.პატარა ბავშვები მხიარულობდნენ,და ქვემოთ მდგარ მშობლებს ხელებს უქნევდნენ.

-რა მოხდა? - მე ვკითხე.
-დარწმუნებული ხარ რომ რაიმე სხვა ატრაქციონზე არ გინდა დაჯდომა?-მან ირგვლივ გაიხედა.
ჰარიმ ფეხები გადააჯვარედინა და არ ინძრეოდა.ის რაღაც სხვანაირი გახდა,მის თვალებში შიში იგრძნობოდა,მე გავუღიმე როდესაც მან უკან გაიხედა.
-ჰარი შენ რა სიმაღლის გეშინია?- ჩუმად ჩავიცინე.
ცოტა ხანი ჰარი ხმას არ იღებდა,დაძაბულობა იგრძნობოდა.
-არა,მე არ მეშინია-მან უარყოფა დაიწყო. - მე უბრალოდ არ მომწონს მიწიდან ასე მაღლა ყოფნა.-ჩაიბურღუნა და თითით ბორბალზე მიუთითა.

სიცილის შეკავება არ შემეძლო,მაგრამ როდესაც ჩემს წინ მდგომ შესანიშნავ ბიჭს შევხედე დავწყნარდი.

-ბო- ჰარიმ მკაცრად ჩაილაპარაკა.
-ყველაფერი კარგადაა,ჩემით წავალ.

მივბრუნდი და რიგში ადგილის დასაკავებლად მივდიოდი,როდესაც ჰარის ხმამაღალი სუნთქვა მომესმა,უკან მოვიხედე და ისევ ისეთ დაძაბულ ჰარის ვხედავდი.

-არა-მან მალევე მიპასუხა.მძიმედ ამოიოხრა და თქვა- შენ არ წახვალ იქ მარტო.

ზოგჯერ მისი ასეთი დაცვა,საზღვრებს ცდებოდა.იგი ყურადღებით მაკვირდებოდა,უცებ მას მხარზე ხელი დავადე და ფეხის წვერებზე ავიწიე.
-ნუ ღელავ,თუ გინდა ხელს მოგკიდებ.
-ბო,გეყოფა ამდენი დაცინვა!-მითხრა როდესაც სიცილი დავიწყე.

***
-ეს საშინელება იყო!- ყვიროდა ჰარი.
-მოგეწონებოდა,მთელი დრო თვალები დახუჭული რომ არ გქონოდა,მშვენიერი ხედი იყო.-მე გავიღიმე.

მის უკან რაღაც საინტერესო დავინახე და მის ლაპარაკს აღარც ვუსმენდი.

-წამოდი! - ხელი ჩავჭიდე.
და სათამაშოებიშ დახლს მივუახლოვდით.

DARK(completed)Where stories live. Discover now