part 59

844 80 15
                                    

თავი 59.
ოდესმე გქონიათ ისეთი გრძნობა,თითქოს ვიღაც თვალს გადევნებთ?თითქოს მათთვის ძვირფასი და უსუსური ადამიანი ხართ,რომელსაც დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება შეუძლია.ოდესმე დაგუფლებიათ ასეთი გრძნობა?
*ჰარი*
მანქანა გავაჩერე და უსაფრთხოების ღვედები შევიხსენი.ჩემს ხელებს ადგილი ვერ მოეძებნათ,მანქანის ტარების დროს ხელები საჭეზე მეწყო,ახლა კი არ ვიცოდი სად წამეღო.თითქოს ისინი სხვა ცხოვრებას ეწეოდნენ,როდესაც ჩასაჭიდი აღარაფერი მქონდა.მუშტს ვკრავდი და შემდეგ ისევ ვხსნიდი.მე მართლაც აქ ვიყავი.უკვე მერამდენედ.
გამშრალ ტუჩზე ვიკბინე და თვალებზე მუშტი გადავისვი.უშედეგოდ ვცდილობდი უძილო ღამეებთან გამკლავებას.პალტოს მკლავები ოდნავ ავიწიე და საათს დავხედე.ოთხი წუთი.
სარკეში ჩასახედად ძალა ძლივს მოვიკრიბე.თვალების ქვეშ შავი რგოლები გამჩენოდა.ჩემს თავს აღარ ვგავდი.ვიცოდი,რომ ყველაფერი რაც მოხდა ჩემი ბრალი იყო. საკუთარი თავის ხელში აყვანა აღარ შემეძლო.
17:14 წუთზე წამოვედი სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ,რომ მომესწრო.ამჯერად ტომი შემხვდა და მითხრა,რომ ძალიან ღელავს რადგან უკვე ერთი თვეა რაც ვერანაირ პროგრესს ვერ ხედავს.კლიენტებს ვკარგავდი,სავარჯიშებელიც არავინ მყავდა და სწორედ ამიტომაც კვირაში მხოლოს სამი დღე ვმუშაობდი.
სამი წუთი.
ქუდი სარკის წინ შევისწორე და მანქანიდან გადმოვედი.ხელები მიკანკალებდა,თითები გამყინვოდა და ფრჩხილები კანამდე მქონდა მოკვნეტილი.იმდენად აღელვებული ვიყავი,რომ გასაღებსაც ვერ ვიჭერდი ხელში,რათა მანქანა ჩამეკეტა.ორი წუთი.სუნთქვა მიჭირდა.თითქოს ყველანაირი შიში,რაც კი ოდესმე განმიცდია გაერთიანებულიყო და მიტევდა.შუბლი ცივ მანქანას მივადე.
-ამის დედაც...-პანიკაში მყოფმა შევიგინე.
ამოვისუნთქე და ვიგრძენი,როგორ გაიარა ცივმა ჰაერმა საყლაპავი მილი.ჯანდაბა.როგორც იქნა დავძლიე თავდაუჯერებლობა და წელში გავიმართე.
ისევ ჩვეულ ადგილას ვიდექი და საათს დავყურებდი.17:32.ზურგით ძველი შენობის აგურებიან კედელს მივეყრდენი.გამიმართლა,რომ აგურის კედელი იყო და არა მინის,რადგან ამ შემთხვევაში ის დამინახავდა.
თითქმის ზუსტ დროს გამოვიდა მაღაზიიდან.აქედანაც კი შემეძლო მისი ვარდისფერი ლოყებისა და აწითლებული ცხვირის დანახვა.ვაკვირდებოდი,როგორ იხვევდა შარფს ყელის გარშემო.ბო ხან ერთ ფეხზე დახტებოდა ხან კი მეორეზე,ამგვარად გათბობას ცდილობდა.გარეთ იმდენად ციოდა,რომ ამოსუნთქული ჰაერის დანახვაც კი შეიძლებოდა.საინტერესოა,მისი ხელებიც ისევე გაყინულია როგორც ჩემი?
მან ჩემს სამყაროში სიმშვიდე შემოიტანა,რისი გაკეთებაც მე თვითონ ვერ შევძელი.მან ცხოვრება გამიადვილა და შეძლო იმ თვირთის ჩამოხსნა,რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ზურგით ვატარებდი და რომელიც ბოლოს მიღებდა.
დენი გამოჩნდა და უცებ ბედნიერება,რომელსაც განვიცდიდი სადღაც გაქრა.კარებს კეტავდა,თან კი ბოს ესაუბრებოდა.ისინი ისე მშვიდად და მარტივად ურთიერთობდნენ.ერთმანეთს არ ეხებოდნენ,თუმცა ნათელი იყო,რომ დენს ერთი სული ჰქონდა,თუ როდის გადახვევდა ხელს მხარზე.
ახლა დენის მაგივრად იქ,რომ მე ვყოფილიყავი,გავიცინებდი ცხვირზე ვუჩქმეტდი და მის გათბობას შევეცდებოდი.ხელებს ზურგზე მოვუსვავდი,რათა სიცივე არ ეგრძნო.იქ მე რომ ვყოფილიყავი,ვაკოცებდი.
მაგრამ სამწუხაროდ მე იქ არ ვიყავი.
ახლა მისი ღიმილის მიზეზი დენი იყო და არა მე.იმის გაფიქრებაც კი,რომ იქ ჩემი მისვლა აღარ უხაროდათ,გულს მტკენდა.ბო ძველებურად აღარასოდეს შემომხედავდა,და საპიროსპიროზე ოცნებაც კი სისულელე იყო.ისინი დენის მანქანას მიუახლოვდნენ.დენმა ბოს მანქანის კარები გაუღო და ისიც ჩაჯდა.ზიზღს ვგრძნობდი.
-იდიოტი.-ჩავილაპარაკე,უკან გავბრუნდი და სადღაც გავემართე.წარმოდგენა არ მქონდა სად მივდიოდი.
** *
რაღაც უცნაური გრძნობაა.მფარველი ანგელოზის შესახებ ზღაპარს ჰგავს.
** *
-შენი დედ...
ის კიდევ იქ იყო.ბოლო ორი დღე სულ მასთან იყო. რამდენჯერ გააფუჭა მომენტი,როდესაც ბოს ნახვა მინდოდა.ვცდილობდი ძალა მომეკრიბა.
არანაირი გეგმა არ მქონია.არანაირი მიზანი,რომლისთვისაც უნდა მიმეღწია.უბრალოდ უნდა მიმეცა ის რაც ახლა ხელთ მქონდა.გზაზე გადავედი და მაღაზიისაკენ გავემართე.დენმა ვიღაცას გადასძახა,შემდეგ კი მეც შემამჩნია.
ახლა მივიდოდი და ყბაში მუშტს გავარტყმადი,დარწმუნებული ვიყავი,რომ ისიც სწორედ ამას ელოდა.ჩემი თეორია მაშინ დამტკიცდა,როდესაც შეშინებულმა ნაბიჯი უკან გადადგა.შემეძლო გამერტყა,მაგრამ ახლა ამისთვის არ ვიყავი მოსული.ჩვენს სიმაღლეებს შორის პატარა განსხვავება აღინიშნებოდა,მაგრამ ვიცოდი ვინც იყო აქ მთავარი,თუმცა არ მინდოდა მისთვის ამის შეხსენება.
-ეს მიეცი.
მკერდზე ხელი ვკარი,რომლითაც ის ნივთი მეჭირა.
-რა?
დენი ელოდა,რომ გავბრაზდებოდი და როგორც ჩანს ჩემი სიმშვიდე აღიზიანებდა.დარწმუნებული ვიყავი,რომ დიდი სიამოვნებით მოუყვებოდა თავის მეგობრებს,თუ როგორ ჩხუბში მოყვა და რა თქმა უნდა მოგებულის ვინაობაზე იცრუებდა.
-უბრალოდ მიეცი.
დენმა მშვენივრად იცოდა ვიზეც იყო საუბარი,უბრალოდ ყველაფერს ართულებდა.
-მას შენგან აღარაფერი უნდა.
-ახლა მის მაგივრად შენ ლაპარაკობ?
ხმას არ იღებდა.
-თვითკამტოფილი იდიოტი რომ ხარ იცი?-მკაცრად მივუგე.
დენმა გაიცინა.თავი არ დაუცვია,არც იყო საჭირო.
-ნუ ეს თვითკამყოფილი იდიოტი,-ეს სიტყვები გამოკვეთილად წარმოთქვა.-ახლა დროს შენ ყოფილ შეყვარებულთან ატარებს.
-ვიცი რაც გინდა მისგან.
-და მე ვიცი რომ შენ ის მიატოვე და ისიც ვიცი,რომ მას სურს წინ სვლა განაგრძოს.
-შენთან ერთად?-ცინიკურად ჩავიცინე.
-იცის,რომ ტკივილს არ მივაყენებ.
-აი მე კი ასე არ ვფიქრობ.
დენს საყელოზე ხელი ჩავჭიდე და თვალებში ჩავხედე.ბოს გავანაწყენებდი,მაგრამ აქამდეც გამიკეთებია ეს,ამიტომ დიდად არ მაღევებდა.ხელი ავწიე და მუშტი შევკარი.ლურჯი თვალებით მიყურებდა.შოკში იყო,მაგრამ არა იმიტომ რომ დარტყმას ვაპირებდი.
-ჰარი?
ძალიან ჩუმი ხმით წარმოთქვა.ჯერ ხელი ჰაერში გავაჩერე,შემდეგ კი გვერდით გავიწიე.საკუთარი გულის ძგერა მესმოდა,ყელი გამომიშრა,სუნთქვა კი არათანაბარი გამიხდა.ბოს მალულად ხშირად ვადევნებდი თვალყურს,რათა დავრწმუნებულიყავი,რომ უსაფრთხოდ იყო.თუმცა პირისპირ მასთან შესახვედრად მზად არ ვიყავი.
-ბო,არ გინდა.-დენმა მიუგო.
ბომ მისი ნათქვამი არ შეიმჩნია,გვერდით ჩამიარა და დენს ამოუდგა.პალტო ეცვა,რომელიც ბევრად ჯობდა იმ ქურთუკებს,რომლებსაც აქამდე იცვამდა.ბოს თვალებში სულაც არ აღბეჭვდოდა გაოცება.
-დარტყმა უნდოდა.-როგორც იქნა დენმა ხმა ამოიღო.
-შეგიძლია უბრალოდ თქვა,რომ დამნაშავე არ ყოფილხარ და მორჩე მის პროვოკაციას?-რიტორიკულად ჰკითხა დენს.-წადი.
მუცელში რაღაც გადამიტრიალდა,როდესაც მივხვდი რომ ბო დენს ჩემგან იცავდა.დენი ჩემსა და ბოს შორის იდგა,შემდეგ კი ბომ იგი მის უკან მოიქცია.ვგრძნობდი,რომ აქ არავის ვჭირდებოდი.
-უბრალოდ წადი და მანქანაში დამელოდე!
ბო ასეთი გაბრაზებული სულ რამდენჯერმე მენახა.
-მასთან არ დაგტოვებ.-დენმა წინააღმდეგობა გაუწია.
-მაშინ მოკეტე!
როგორც ჩანს ბოს დენის აქ ყოფნა აღიზიანებდა.დენმა „კარგი“ ჩუმად ჩაილაპარაკა და დაგვტოვა.მანქანის კარების ხმამ დაადასტურა,რომ ჩვენ როგორც იქნა მარტონი დავრჩით,იმის შემდეგ რაც ბო აცრემლიანებული,ჩემი სახლის კიბეებზე დავტოვე.
-მე..
-ეს შენია.

მეშინოდა,რომ ჩემს მოტანილ კულონს არ აიღებდა.ცოტა შეიშმუშნა,სანამ ყუთს გავხსნიდი.გაოცებული ჩანდა.თავდაპირველად ჩემი გეგმა იმაში მდგომარეობდა,რომ ეს ნივთი უბრალოდ მაღაზიის კარებთან დამეტოვებინა და წავსულიყავი,მაგრამ შემდეგ დენი დავინახე.
ბომ გამომართვა და კულონს თითები მოუჭირა.აშკარა იყო,რომ მონატრებოდა.შეიძლება,უბრალოდ ზრიდლობიანი ჟესტი იყო,მაგრამ მაინც იმედი მქონდა,რომ მის ასეთ დამოკიდებულებას ამ კულონის მიმართ ის განაპირობებდა,რომ ის მე მეკუთვნოდა.
-ჰარი,აქამდე აქ ყოფილხარ?კი,ყოფილხარ...
-არ მინდოდა შენი შეშინება.
-არ ვარ შეშინებული.-ოდნავ გამიღიმა და კულონს დახედა.
-უბრალოდ...მინდოდა დავრწმუნებულიყავი,რომ კარგად ხარ..მე ხომ დაგპირდი...
-ვიცი.
წამიერად მზერა დენისკენ მივმართე,რომელიც მანქანაში იჯდა.მისი სახის გამომეტყველება,მხოლოდ დამამტკიცებელი საბუთი იყო იმისა,თუ რა ძლიერ ვძულდი და როგორ ღიზიანდებოდა ბოსთან მოლაპარაკეს რომ მხედავდა.ვიცი ახლა რასაც ვამბობ ძალიან ბავშვურად ჟღერს,მაგრამ ბოს პირველად მე შევხვდი,ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ არ იცნობდნენ,მაშინ როდესაც ბო უკვე ჩემი იყო.
-ნორმალურად იკვებები?
-არა?
-უბრალოდ,სახეზე რაღაც სხვანაირად გამოიყურები.
ბომ ხელი ლოყაზე მომისვა,ცოტა არ იყოს დავიძაბე,მას კი თვალები აუცრემლიანდა.სპეციალურად უკან დავიხიე,რადგან ვიცოდი თუ რა გრძნობებს მიღვიძებდა ბოს შეხება.ლოყებზე ცრემლის წვეთები ჩამოუგორდა.
-თავს არც ისე კარგად ვგრძნობ.
მან თავი გაიქნია.არ მინდოდა მეყურებინა,თუ როგორ ტიროდა ბო.ჩავეხუტე.ერთი ხელი ყელის უკანა ნაწილზე დამადო,მეორე კი კეფაზე.თავი ყელში ჩავუყავი და მის თბილ კანს ტუჩებით შევეხე.
-შეხვედრამდე.-ჩავჩურჩულე.
ბო შეხტა,მე კი ჩემთან ახლოს მივიკარი.მან ჯერ ყელში მაკოცა,შემდეგ კი ლოყაზე.მივხვდი,რომ იმის მერე რაც ბო მივატოვე,ჩემში სიცოცხლის ხალისი ჩამკვდარიყო.ერთმანეთს ხელები ჩავკიდეთი,თითებით მოვეფერეთ,შემდეგ კი ჩვენს შორის კავშირი გაწყდა.
** *
მანქნას მივუახლოვდი თუ არა,ჩემი სული კვლავ სიბნელემ მოიცვა.
ზუსტად მანქანის გვერდით დავვარდი.ფეხები გულმკერდთან მივიბჯინე და ხელები მუხლებს მოვხვიე.ეს არასოდეს შედიოდა ჩემს გეგმაში.ყველაფერი ჩუმად უნდა გამეკეთებინა.ასეთ შემთხვევაში ტკივილს მხოლოდ ერთ-ერთ ჩვენგანს მივაყენებდი.

DARK(completed)Where stories live. Discover now