part 15

2.7K 147 1
                                    

სააბაზანოში გამოვიცვალე და ოთახში გავბრუნდი, როგორც კი შევედი ჰარი წამოდგა და იდაყვებს დაეყრდნო. საბანი მკერდს უფარავდა და იმედი მქონდა ისევ ნახევრად შიშველი არ იქნებოდა საბანი ასწია რომ დავწოლილიყავი მეც მივედი, თბილი იყო, მაგრამ როგორც კი ჰარიმ მისი ძლიერი მკვლავებით ახლოს მიმწია მაშინვე ტანში ჟრუანტელმა დამიარა... სიჩუმე იყო მაგრამ გონება იმ სურათზე გადავიტანე რომელიც ჰარის ბინაში ვნახე. ვერ გავჩერდი და რაც მომივიდა აზრად ის ვთქვი
-იმ სურათში შენთან ერთად ვინ იყვნენ?
ხელის ნაზად წელზე შემოხვევა ვიგრძენი, როგორც ჩანს ამან გააღიზიანა ტანი მისკენ შევატრიალე და ახლა ჩვენი სახეები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, ჰარის ხვეულები ბალიშს მოსდებოდა და მისი დიდი მწვანე თვალები გამალებით მიცქერდნენ როცა მისი თბილი სუნთქვა ჩემს კანს შეეხო სადაცაა უნდა მეთქვა რომ არ ეღელვა ამაზე მაგრამ მშვიდად დაიწყო საუბარი
-დედა და ჩემი და ჯესი.
შევნიშნე რომ ვიზუალურობით ჰარი და თავისი და ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ
-ლამაზები არიან. მათ ხშირად ხედავ?
ჰარიმ თავი მსუბუქად შეატრიალა და მზერა მომარიდა, ვიტყოდი რომ რაღაც არ იყო კარგად მის თვალებში ტკივილი ამოვიკითხე
-ჰარი-თავი ნელა შემოვატრიალებინე-რა მოხდა?
მოთმინებით ველოდებოდი როცა სათქმელ სიტყვებს ეძებდა

*თხრობას განაგრძობს ჰარი*
მანამდე არავის არ შეუკითხია ჩემთვის მათ შესახებ, ბოს ცისფერი თვალები ჩემსაში მოგზაურობდნენ და მელოდებოდა რას ვიტყოდი, ალბათ ალკოჰოლით გაბრუებული ვიყავი და მინდოდა ამეცილებინა ამაზე საუბარს თავი, მაგრამ გავოცდი როცა რამდენიმე სიტყვა წარმოვთქვი
-მ-მამაჩემი დედაჩემს სცემდა-ენის ბორძიკით ვთქვი
მის თვალებში დანაღვლიანება შევატყვე
-მისი შეჩერება ვცადე, მაგრამ საკმარისად ძლიერი არ ვიყავი...
თვალები, მაგრამ დავხუჭე ტკივილიანი მოგონებების გახსენებაზე, დედაჩემმა უცებ ჩემი დის ოთახში შემაგდო რომ მას მოვშორებოდით, მახსოვს როგორ ვიჯექი დივანზე ჯესთან ერთად, მახსოვს როგორ ვუჭერდით ხელებით ერთმანეთს მე და ჯესი და ვცდილობდით დაბლიდან ამოსული ხმის ჩახშობას ვცდილობდით
-მაგრამ რამოდენიმე წლის შემდეგ დედაჩემმა სახლიდან გამოაგდო, დაშორდნენ და ძალადობასაც წერტილი დაესვა, აი ამიტომ არ მჯეროდა როცა ჯესიმ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მხეცთან დაიწყო სიარული, სახლში დალურჯებული მოდიოდა და როცა ვეკითხებოდა ამის შესახებ მეუბნებოდა რომ უბრალოდ წაიქცა ან რაღაცას გამოჰკრა.... მითხრა რომ ის უყვარდა.!
გადავხედე ბოს რომელმაც გრძელი თმა სახიდან გადაიწია, როცა გავაგრძელე მზერა ისევ მომაპყრა
-ერთხელ ღამით ჯესმა ის სახლში მოიყვანა..

DARK(completed)Where stories live. Discover now