part 41

1.8K 90 19
                                    


-გამარჯობა ბო.

ქუსლებზე მოვბრუნდი და ჩემს უკან მდგომი დენი აღმოვაჩინე.მზერა თაროზე გადავიტანე,ის ჩემგან მარცხნივ მეტალის კარებს მიეყრდნო.

-ყველაფერი რიგზეა?-ვკითხე.
-კი,უბრალოდ შენთან დალაპარაკება მინდოდა.

ვუყურებდი როგორ მოიშორა შუბლიდან ღია წაბლისფერი თმები და ლურჯი თვალებით შემომხედა.დენი ჩემს წინ აღიმართა-მეჩვენებოდა,აბსოლიტურად ყველა ჩემზე მაღალი იყო.ჩაახველა,მოთმინებით ველოდი.ჩემი ტელეფონის ეკრანს ჩავხედე ჰარი უკვე ადგილზე უნდა ყოფლიყო და წავეყვანე.

-მისმინე,ვიცი მე და შენი შეყვარებული ვერ ვეწყობით...მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია ვიყოთ უბრალოდ მეგობრები?ვიცი ის არ მოგვცემს უფლებას სამსახურის გარეთ შევხვდეთ,მაგრამ...

თავი გავაქნიე და მოვიღუშე.ჩემი სახის გამომეტყველებამ დენი გააკვირვა.

-მე...
-ჰარი ხანდახან ზედმეტად ემოციურია,მაგრამ მე მისი საკუთრება არ ვარ.არავინ მეუბნბა რა უნდა გავაკეთო.მე უბრალოდ არ მინდა გავანაწყენო ის,ეს ბევრ პრობლემას გამოიწვევს,მე კი არ მინდა,რომ თქვენ იჩხუბოთ.

ამის გაგონების შემდეგ დენმა ოდნავ გამიღიმა,იმედგაცრუებული ჩანდა.

-გასაგებია.სამსახურში ვიკონტაქტებთ ,ხო?
-რათქმაუნდა,-გავუღიმე.

წუთით შეჩერდა,შემდეგ კი ხელები გაშალა.

-ჩამეხუტები?

დენს გაკვირვებულმა შევხედე,ჩემი უჯრა დავხურე და მისკენ წავედი.თავის დიდ ხელებში მომიქცია.სიცილი ამიტყდა-ღუტუნი დამიწყო.

-უნდა წავიდე.ჰარი მელოდება.

ღრმად ჩაისუნთქა,მისი ხელებისგან განმათავისუფლა,მოვცილდი.მუქი ლურჯი თვალები ზუსტად ტუჩებზე მიყურებდნენ.

-შეხვედრამდე,ბო.
-კარგ საღამოს გისურვებ.

„მოხდენილად“ შევბრუნდი,კარების ჩარჩოს დავეჯახე.ჩემს უკან დენმა გადაიხარხარა.გასასვლელისკენ წავედი,პოპი დავინახე დამშვიდობება მინდოდა,მაგრამ კლიენტებით იყო დაკავებული.მოვიღუშე,მაღაზიის კუთხეს მივაშტერდი.თავჩაღუნული ბიჭი რომელიც იქ იყო ზურგით იდგა.არ ვიცოდი რატომ მიიქცია მან ჩემი ყურადღება.მაღაზიაში ხომ ყოველდღე უამრავი მყიდველი შემოდიოდა.ალბათ,მისი ტატუების დიდი რაოდენობით დამაინტერესა,ამაზე ფიქრის დრო აღარ მქონდა,რაღაც მაგარს შევეჩეხე.

DARK(completed)Where stories live. Discover now